ჩემპიონთალიგური შუაკვირის შემდეგ Setanta Sports-ზე იტალიის სერია A-ს 22-ე ტური შაბათს ტოპ მატჩით გვევლინება – ნაპოლი VS იუვენტუსი. იუვენტუსი იტალიის ჩემპიონატის ლიდერს, ნაპოლის დიეგო არმანდო მარადონაზე ესტუმრება. შეხვედრა, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.
ნაპოლი VS იუვენტუსი – კონტე მოტას პირისპირ
ანტონიო კონტე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს – წინა დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა ჩემპიონატში გუნდების ისტორიულ შედეგს, აქ იუვენტუსი სოლიდურად ლიდერობს – 157 მატჩიდან 71 მოგებული, 49 ფრე და 37 მარცხი.
ანტონიო კონტე ერთ-ერთია იმ ექვსი მწვრთნელიდან, ვისაც ოდესმე დაუფიქსირებია 100 ან მეტი გამარჯვება იუვენტუსის მწვრთნელის ამპლუაში. მაგრამ რაც ანტონიომ იუვენტუსი დატოვა, ბიანკონერის წინააღმდეგ მის გუნდებს თამაში საკმაოდ უჭირთ. ეს სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს – ანტონიო კონტეს გუნდები იუვენტუსის წინააღმდეგ 6 მატჩიდან 4-ში დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გადაკვეთა საყაიმო ანგარიშით დასრულდა, ახლა რეალობა განსხვავებულია – ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი ნაპოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს და 50 ქულით იტალიის ჩემპიონატს სათავეში უდგას.
ნაპოლის საჩემპიონო ამბიციებს გამოცდა აღარ სჭირდება. სამხრეთელებმა ეს გასულ ვიქენდზე დაამტკიცეს, როდესაც სტუმრად მე-3 ადგილზე მყოფი ატალანტა დაამარცხეს.
იუვენტუსზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ ტიაგო მოტას შეგირდები 37 ქულით ოთხეულს მიღმა, მე-5 ადგილზე არიან. ტურინელებმა გასულ შაბათს მილანის დამარცხებით საბოლოოდ მოხსნეს ზეწოლა ტიაგო მოტას.
ჩრდილოელმა გიგანტებმა დაამტკიცეს, რომ ამ სეზონში ძნელია მათი დამარცხება, კალჩოს მასშტაბით – ჯერჯერობით საერთოდ შეუძლებელიც კი.
ამასთან, პართენოპეელები იუვენტუსის წინააღმდეგ ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში დაუმარცხებლები არიან (4 მოგება, 2 ფრე).
აღსანიშნავია, რომ შემდეგი გოლი რომელუ ლუკაკუს კარიერაში ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში მე-200 იქნება. ბელგიელმა თავდამსხმელმა უკვე გაიტანა სამი გოლი იუვენტუსის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე და შეიძლება გახდეს მხოლოდ მეორე მოთამაშე ამედეო ამადეის შემდეგ, სერია ა-ს ისტორიაში, რომელმაც ეს ინტერის, რომასა და ნაპოლის მაისურებით მოახერხა.
ამასთან ერთად, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რომელუ ლუკაკუს ყველაზე მეტი, შვიდი მარცხი სერია A-ში იუვენტუსის წინააღმდეგ აქვს.
ნაპოლი VS იუვენტუსი – შემადგენლობები
რაც შეეხება გუნდების შემადგენლობებს – ნაპოლი ტრავმის გამო შესაძლოა ალესანდრო ბონჯორნოს გარეშე დარჩეს ისევ. სხვა მხრივ, ნეაპოლელებს ჩივილის მიზეზი არ აქვთ. თანაც ნაპოლის ახალწვეულებიც ჰყავს ფილიპ ბილინგისა და ლუის ჰასას სახით, რომელთა ხილვასაც, დიდი ალბათობით, სათადარიგოთა სკამიდან შევძლებთ.
იუვენტუსი ტრავმის გამო მოისაკლისებს ბრემერს, არკადიუშ მილიკსა და ხუან კაბალს. პოზიტიური სიახლე კი ისაა, რომ კონსეისაუ და ილდიზი გუნდს ლაზარეთიდან დაუბრუნდნენ.
სატრანსფერო შევსება აქეთ მხარესაც არის. ბიანკონერიმ რანდალ კოლო მუანი დაიმატა იჯარის სახით, რითაც ტიაგო მოტას ფიქრის საბაბი მიეცა, თუ ვინ უნდა ჩაიბაროს მთავარი ფორვარდის მანტია – დუშან ვლაჰოვიჩმა, ნიკო გონსალესმა თუ რანდალ კოლო მუანიმ?
ნაპოლი vs იუვენტუსი – პირდაპირი რეპორტაჟი
და რა იქნება შაბათს? ვისი აჯობებს – სამხრეთისა თუ ჩრდილოეთის? მარადონა თუ პლატინი? ვირები თუ ზებრები? კამპანია თუ პიემონტი? ამას Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე ვნახავთ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.