სარჩევი
2023 თებ 18, 01:45 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ნაპოლიმ გასვლაზე სასუელო დაამარცხა ანგარიშით 2:0. ინტერთან სხვაობა 18 ქულამდე გაიზარდა. მილანელებს ერთი თამაში აქვთ მარაგში.

23 მატჩი, 20 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი. ასეთია ნაპოლის სტატისტიკა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში. გუნდი ხვდება, რომ ჩემპიონობამდე სულ ცოტა დარჩა, ახლა მხოლოდ სიფხიზლეა საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირაში ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო მაინც ძირითადი შემადგენლობით გამოვიდა. პირველივე წუთებიდანვე მოედანზე იყვნენ კვარაცხელია და ოსიმენი.

ორივემ გაიტანა, ორივემ ძალიან ლამაზი გოლი, მათთვის დამახასიათებელი შესრულებით. ხვიჩამ ძალიან კარგი დრიბლინგის შემდეგ შეაგდო გამოზომილი დარტყმით, ოსიმენმა კი ძალიან მახვილი კუთხიდან შეძლო გატანა, მოულოდნელი და ძლიერი დარტყმით.

ამ დუეტზე უკვე მთელი მსოფლიო საუბრობს, წინ კი ჩემპიონთა ლიგაა.