სარჩევი
მონპელიე VS პსჟ - პრევიუ | Setanta Sports

უკვე დაქვეითებული მონპელიე შაბათს ჩემპიონ პარი სენ-ჟერმენს სტად დე ლა მოსონზე უმასპინძლებს. მასპინძლები დაარსებიდან 50-ე წელს საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის ფსკერზე აღმოჩნდნენ და უკვე ოფიციალურად დაქვეითდნენ კიდეც, როცა პარალელურად პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას აღნიშნავენ. მონპელიე VS პსჟ – მატჩი ფორმალობის დაცვისთვის და მატჩი პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებისთვის.

მონპელიე VS პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას გულშემატკივარი Setanta Sports 3-სა და setantasports.com-ზე შეძლებს. შეხვედრას კომენტატორები – გიორგი ციხისთავი და მიშო ჩიტიძე გაუძღვებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

მონპელიე VS პსჟ – მოტივაციის ნაკლებობა ლიგა 1-ში

ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ ოთხშაბათს არსენალთან ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო და მიუნხენის საგზური გაინაღდა, სადაც მათ მილანის ინტერი დაუპირისპირდებათ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტსა და უკვე საფრანგეთის ჩემპიონ პარი სენ-ჟერმენს ლიგა 1-ში საქმე დასრულებული აქვს, შესაბამისად, შიდა ჩემპიონატში დარჩენილ ორ თამაშზე დედაქალაქელები ნაკლებად იფიქრებენ.

ნაცვლად დარჩენილი ორ თამაშისა, პარიზელები ისტორიულ ტრებლს უმიზნებენ. ლუის ენრიკეს ბიჭები ჯერ 24 მაისს რეიმსს დაუპირისპირდებიან საფრანგეთის თასის ფინალში, შემდეგ კი 31 მაისს – ინტერს.

ჩემპიონთა ლიგის მატჩების გამო პარი სენ-ჟერმენის ფორმა ლიგა 1-ში აშკარად გაუარესდა, რაც ლოგიკურია. ჯერ იყო და ნიცასთან დამარცხდნენ, შემდეგ კი მომდევნო ტურშივე სტრასბურთან წაგება მოჰყვა გაგრძელებად.

რაკი ლიგა 1-ის ჩემპიონობა წაუგებლად აღარ გამოვა, ენრიკემ გასულ უქმეებზე 10 ცვლილება შესთავაზა გულშემატკივარს და შედარებით როტაციული შემადგენლობით წარდგა ტრიბუნების წინაშე. სწორედ იმავეს გეგმვას ესპანელი სპეციალისტი მოახლოებულ მატჩშიც, თუმცა პარი სენ-ჟერმენის მეორე შემადგენლობასაც, სავარაუდოდ, უნდა ეყოს ძალა ლიგა 2-ში დაქვეითებული მონპელიეს დასამარცხებლად. მით უფრო, რომ პარი სენ-ჟერმენს მონპელიეს წინააღმდეგ ლიგა 1-ში ბოლო 11 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს.

მონპელიე VS პსჟ – ქანცგაწყვეტილი მონპელიე

უკვე დაქანცულმა მონპელიემ ლიგა 1-ში 32 შეხვედრიდან 24 დათმო. კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში კი ანტირეკორდის მომსწრენი ვიქნებით. 25 წაგება 34-თამაშიან სეზონში არცერთ გუნდს არ ჰქონია ლიგა 1-ში. ყველაზე მეტი მარცხი რედ სტარს ეკუთვნის 1940-იანი წლებიდან.

მართალია, ზუმანა კამარამ ორი კვირის წინ რეიმსთან შინ 11-მატჩიანი წაგებების სერია შეაჩერა, მაგრამ მისი გუნდი კვლავ დამარცხდა გასულ ტურში, როდესაც ბრესტმა მინიმალური სხვაობით აჯობა.

ზუმანა კამარა ჟან-ლუი გასეს შემცვლელად დაინიშნა მონპელიეში იმ მიზნით, რომ მომავალ სეზონშივე დაუბრუნდეს გუნდი უმაღლეს დივიზიონს, რაც შემადგენლობის მასშტაბური განახლებით უნდა დაიწყოს, რადგანაც გუნდის მოქმედი მოთამაშეები აშკარად მოტივაციის გარეშე ასპარეზობენ სეზონის უმეტეს ნაწილში.

მასპინძლებს აღნიშნულ მატჩში რაიმე პოზიტიურის მოპოვება მაინც გაუჭირდებათ, რადგან ბოლო 10 შეხვედრა პარიზელთა წინააღმდეგ 41 გაშვებული გოლით დასრულდა. ეს მაჩვენებელი ლიგა 1-ში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეზულტატია 10-თამაშიანი მონაკვეთის განმავლობაში.

მონპელიე VS პსჟ – როტაცია და ტრავმები

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ პარიზელთა ძირითადი შემადგენლობის არცერთმა წევრმა არ მიიღოს მონაწილეობა ლიგა 1-ის დარჩენილ ორ მატჩში.

ცნობილია, რომ მონპელიეში გუნდს დასვენების მიზნით არ გაჰყვებიან დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, ფაბიან რუისი, ვიტინია და ნუნუ მენდეში. ხოლო ტრავმის გამო პარიზელებს პრესნელ კიმპემბე დააკლდებათ.

რაც შეეხება მონპელიეს, ვაჰბი ხაზრი და ტეჟი სავანიე, შესაძლოა, საერთოდ ვერ მოხვდნენ განაცხადში, რადგანაც რამდენიმე დღის წინ მათ საკუთარმა ფანებმა დასცინეს, რაც თითქმის ჩხუბში გადაიზარდა.

თუმცა არის შანსი, რომ კამარას მათი გამოყენება მაინც დასჭირდეს, რათა სამატჩო განაცხადი დააკომპლექტოს. მასპინძლებს ამ მომენტისათვის ძირითადის ბევრი ფეხბურთელი აკლიათ ტრავმების გამო.

მონპელიე VS პსჟ – ხვიჩა კვარაცხელია ტრებლის მოლოდინში

შესაძლოა, ხვიჩამ მონპელიესთან შეხვედრა ენერგიის გადანაწილების მიზნით სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს, თუმცა აღსანიშნავია მისი გარჯა სეზონის აღნიშნულ ნაწილამდე.

პსჟ თამაშობს ისეთი სტილით, რომელიც შემტევ ფეხბურთს ანიჭებს პრიორიტეტს. კვარაცხელია კი იდეალურად შეესაბამება ამ გეგმას. მისი გადაადგილება შეტევაში და უნარი – მოიპოვოს სივრცე – შესანიშნავია, როცა გუნდი ტაქტიკურად პრესინგს მიმართავს ან სწრაფი ტრანზაციისთვის ემზადება.

ლუის ენრიკემ მასში ახალი უნარ-ჩვევებიც აღმოაჩინა და შემდეგ ჩვენც გვიჩვენა. ხვიჩას მოტივაციისთვის მხოლოდ შეტევაში გამორჩეული თამაში არ ყოფილა ჭერი, მას დაცვით ნაწილშიც საკმაოდ კარგად გამოსდის თანაგუნდელების დახმარება. ეს განსაკუთრებით ჩემპიონთალიგური საღამოებისას აღმოვაჩინეთ, თუ როგორ იხსნა გუნდი რამდენჯერმე სტანდარტული სიტუაციებისას. ალბათ, ამიტომაც დაასახელდა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ თერთმეტეულში.

შესაძლოა, მისი სტატისტიკური მონაგარი მიმდინარე სეზონში არ გამოიყურება ისე, როგორც ეს იყო ნაპოლის პირველ სეზონში, თუმცა მას ისტორიულ მიღწევამდე სულ ცოტაღა აშორებს. ეს სულ ცოტა კი ორი თამაშია – რეიმსთან და ინტერთან.