23-25 ივნისს, სასტუმრო ბილტმორ თბილისში, მასშტაბური სპორტული ფორუმი “Mind Game – ფეხბურთი გონების თამაში” ჩატარდება.
ფორუმი ორგანიზებულია გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს OT Sport Management-ის მიერ.
Mind Game სამდღიანი ღონისძიებაა, სადაც ფეხბურთი ახალ ჭრილში განიხილება — პანელური დისკუსიები, ლექციები და პრეზენტაციები სწორედ იმ ოთხ ძირითად მიმართულებას შეეხება, რომლითაც თანამედროვე ფეხბურთში სპორტსმენი ფასდება:
- ტაქტიკა
- ტექნიკა
- ფიზიკური მომზადება
- მენტალური გამძლეობა
ღონისძიების მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას აუდიტორიას პანელური დისკუსიის ფორმატში გაუზიარებს.
სპეციალური ლექციები დაეთმობა ქალთა ფეხბურთს, სადაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ცალკე სივრცე მიეძღვნებათ.
მოწვეული სპიკერები:
- ხავი ნავარო – ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიის ხელმძღვანელი
- სტელა მირიჩი – პერფორმანს ნუტრიციოლოგი
- ჯეიმს მელოუნი – სპორტის მეცნიერი
- საბა ეფრემიძე – სპორტული ფსიქოლოგი
- ზურაბ ორაგველიძე – OT Sportmanagement
- ანა ვაწაძე – საფეხბურთო ინგლისურის სპეციალისტი
ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად საინტერესო იქნება, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერების, ასევე დამწყები ფეხბურთელებისა და მათი მშობლებისათვის.
ფორუმის ფარგლებში ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წინგის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც ფეხბურთით დაინტერესებული ადამიანებითვის, მოთამაშეებისთვის, მოზარდებისა და მშობლებისთვის 15-მდე სხვადასხვა საფეხბურთო თემას მიმოიხილავს და ქართულ სივრცეში ანალოგი არ გააჩნია.
ღონისძიების სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორი Setanta Sports იქნება, რომლის არხებზეც მაყურებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაციისთვის თვალის მიდევნება შეეძლებათ.
ოფიციალური სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორი – Setanta Sports მედია პარტნიორი – პალიტრა მედია პარტნიორები: TKT.ge, ალდაგი, მთის წყალი.
ბილეთები გაყიდვაშია 30 მაისიდან TKT.ge-ზე.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.