მანჩესტერ იუნაიტედი გასულ კვირას ერთ-ერთი შესანიშნავი ევროპული გასვლითი მატჩის შემდეგ ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება და ევროპა ლიგის ნახევარფინალში ატლეტიკთან პირველ მატჩში მოპოვებული მკაფიო უპირატესობის არგანიავებას ეცდება.
მანჩესტერ იუნაიტედი VS ბილბაო – პირდაპირი რეპორტაჟი
მანჩესტერ იუნაიტედისა და ბილბაოს ატლეტიკის დაპირისპირება 23:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას გულშემატკივარი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეძლებს.
მატჩის კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ. ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
მანჩესტერ იუნაიტედი VS ბილბაო – წინა თავი
ოლდ ტრაფორდზე ბოლო ევროპულ ღამეს ადგილობრივმა გულშემატკივარმა და საფეხბურთო სამყარომ განსაკუთრებული შემთხვევა იხილეს, როდესაც წითელმა ეშმაკებმა დამატებით დროში 5-4 მოიგეს.
რუბენ ამორიმის გუნდმა კარგად იცის, რომ მიღებული უპირატესობის განიავება არ შეიძლება, რადგანაც მანჩესტერის სეზონის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ევროპა ლიგის თასს შეუძლია. ბოლოს წითლები აღნიშნული გათამაშების ფინალურ ეტაპზე 2021 წელს იყვნენ, როდესაც უნაი ემერის გაწვრთნილ ვილიარეალთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდნენ.
ცხადია, ბილბაო პირველ მატში განცდილი მძიმე მარცხისთვის შურისძიებას ეცდება. შესაბამისად, მარტივი ბრძოლა არ ელოდებათ მანჩესტერელებს. რუბენ ამორიმის შეგირდებზეა დამყარებული, დაამტკიცონ, რომ სან მამესზე რაც მოხდა, ეს არ იყო ერთჯერადი შემთხვევა და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ევროპა ლიგის ფინალში გასვლასა და ბილბაოში დაბრუნებას.
მანჩესტერ იუნაიტედი VS ბილბაო – მანჩესტერის დაუსრულებელი პრობლემები
მანჩესტერ იუნაიტედს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კვლავ დააკლდება.
ფიზიკური მხნეობით ყოველთვის გამორჩეული დიოგუ დალომ გასულ ხუთშაბათს პირველი შეხვედრა გამოტოვა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომდევნო მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს.
გარდა ამისა, გასულ კვირას ბრენტფორდთან წაგებულ შეხვედრაში მატეის დე ლიხტი დაშავდა და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია. ნიდერლანდელი მცველის თამაშიც სათუოა.
მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა სცადა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მეტად ზრუნვა და ჯიტეკ ქომუნითი არენაზე მეტად როტაციული შემადგენლობა გაიყვანა სათამაშოდ. გუნდის ერთპიროვნულ ლიდერს, ბრუნო ფერნანდეშს საერთოდ 1 წუთიც კი არ მიუღია საასპარეზოდ.
აღსანიშნავია ამად დიალოს ფაქტორიც, რომელიც სანმამესურ მატჩში დაბრუნდა და რამდენიმე წუთიც დაჰყო მინდორზე. კოტდიუვარელმა შემტევმა შედარებით მეტი დრო მიიღო ლონდონში, ბრენტფორდთან, რა დროშიც გოლის გატანაც მოასწრო.
მიუხედავად ტრავმის გამო ჩაგდებული პერიოდისა, აშკარაა, რომ მანჩესტერის მე-16 ნომერი მოტივირებულია და აქვს სტიმული ევროპა ლიგის თასი ოლდ ტრაფორდზე ჩაიტანოს.
რაც შეეხებათ სხვა ტრავმირებულ ფეხბურთელებს, აიდენ ჰევენი, ჯოშუა ზირკზე, ლისანდრო მარტინესი და ტობი კოლიერია კვლავაც ვერ არიან სათანადო ფიზიკურ კონდიციაში. ხოლო მანჩესტერის ახალგაზრდა ფეხბურთელს, ჩიდო ობის არ აქვს ბილბაოს წინააღმდეგ თამაშის უფლება, რადგანაც გუნდის ევროპალიგურ განაცხადში არაა.
მანჩესტერ იუნაიტედი VS ბილბაო – ბასკების მზადყოფნა
ერნესტო ვალვერდეს გუნდი ხუთშაბათს დანი ვივიანის გარეშე იასპარეზებს პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო.
ბასკებს სან მამესზე მთავარი ბომბარდირი, ოიან სანსეტი აკლდათ ბარძაყის ტრავმის გამო, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ შედარებით უკეთ გრძნობს თავს და არის შანსი, რომ მეორე მატჩისთვის მზად იყოს.
ლა ლიგის ბოლო ტურში ბილბაოს ბასკური დერბი ჰქონდა რეალ სოსიედადთან, მატჩი 0-0 დასრულდა, რაც, სავარაუდოდ, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ერნესტო ვალვერდემ რამდენიმე მთავარი ფეხბურთელი, მათ შორის ნიკო უილიამსი, დაასვენა.
ევროპა ლიგა – ბუდე გლიმტი VS ტოტენჰემი
მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი უმასპინძლებს. ლონდონის ტოტენჰემი ნორვეგიაში ბუდე/გლიმტის ბარიერის გადასალახავად ჩადის.
ტოტენჰემიც, მანჩესტერ იუნაიტედის მსგავსად, უარყოფითად შეფასებული სეზონის გადარჩენასა და 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოპოვებას ეცდება.
ენჯბოლმა ლონდონურ მატჩში გაამართლა და, შედეგად, 2-ბურთიანი უპირატესობაც (3-1) მიიღეს დეზებმა.
თუმცა ბუდე გლიმტს ზურგს ლაციოს დამარცხება უმაგრებს ზურგს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ მომენტში ტურნირის აუტსაიდერები არიან, მათ საკმაოდ რომანტიკული ისტორია უმაგრებს ზურგს თან. ამ რომანტიკას კი განსაკუთრებულად პატარა ქალაქი, მცირე ზომის საშინაო არენა, ხელოვნური ბალახი და ცივი ჰაერი აღვივებს. ეს გარემოფაქტორები რამდენად იქნება საკმარისი 2-გოლიანი უპირატესობის აღმოსაფხვრელად, ამას ხუთშაბათს 23:00 საათიდან setantasports.com-ზე ვნახავთ.