პსჟ vs რეიმსი – ხვიჩა კვარცხელიას დებიუტს 25 იანვარს ველით. მანამდე კი ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
რეიმსთან გასამართ მატჩამდე ესპანელმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
პრესკონფერენციის მოცულობითი ნაწილი კი საქართველოს ნაკრების შემტევის შესახებ საუბარს დაეთმო.
კითხვა ეკიპისგან იყო და კვარას მოსალოდნელ დებიუტს შეეხებოდა. ლუის ენრიკემ არ თქვა პირდაპირ, ათამაშებს თუ არა ხვიჩას რეიმსთან თუმცა გუნდში მისი ინტეგრაციის პოზიტიურ დინამიკას გაუსვა ხაზი.
“ყოველთვის, როდესაც ფეხბურთელს ვიმატებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვწამს – ის გუნდს გააძლიერებს.
როდის ითამაშებს კვარა? ამას ვნახავთ, ეს ვარჯიშზეა დამოკიდებული. თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. რაც მთავარია ის ჩვენთან ერთადაა და ხედავს, თუ რას ვთხოვთ ფეხბურთელებს.
გაანალიზებული გვაქვს მისი მახასიათებლები და თვისებები, რომელიც სრულად თავსებადია ჩვენი გუნდის თამაშის მანერასთან.
ამის შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ შეერწყმება და შექმნის სხვა ფეხბურთელებთან სინერგიას. ეს ახლა უკვე ჩვენი სამუშაო. ვფიქრობ, ის გუნდს ბევრ რამეს შემატებს.
ფიზიკურად საკმაოდ კარგია და ეს ვარჯიშებზეც ვნახეთ. კარგად ადაპტირდება და ვფიქრობ, მზად არის.
შეტევაში 6-7 ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, მათთან ერთად არაერთი კომბინაციის და ვარიაციის შექმნა შემიძლია.”
ლუის ენრიკე
ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო დროის საკითხსაც შეეხო – პასუხის ბოლო ნაწილი ბარკოლა-კვარას პოტენიურ კონკურენციას შეეხებოდა. მასზე პასუხად კი ესპანელმა თქვა: “არ მგონია, რომ ერთის თამაშმა მეორის უთამაშებლობა განაპირობოსო.”
მანამდე, მანჩესტერ სიტისთან გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ ირიბად მიგვანიშნა, რომ კვარას შუაში, ცრუ ცხრიანის პოზიციაზე მოაზრებს და ქართველის თვისებებს – ცენტრიდან ბურთი კარგად წამოიღოს, გაუსვა ხაზი.
“თუკი შორიდან გატანა გსურს, კარგი დარტყმა უნდა გქონდეს. ასეთი ფეხბურთელები კი უხვად გვყავს – კვარაცხელია, ვიტინია, ასენსიო.
მათ ამ უნარებს მივესალმებით.
ხვიჩა კვარაცხელიას კარგად ვიცნობთ. მისი პსჟ-ში მოყვანა გასულ წელსაც გვსურდა და ვცადეთ, თუმცა ვერ შევძელით.
შევაფასეთ მისი უნარები, ასევე ის, თუ როგორ ჩაჯდებოდა ის ჩვენს ფეხბურთსა და სტილში. გვაქვს იდეები, იქიდან გამომდინარე თუ როგორი ფეხბურთელები გვყავს.
მასთან ერთად ჩვენ უკეთესები გავხდებით. ასევე კვარას და სხვებსაც აქვთ უნარები, რომელთა კიდევ უფრო განვითარებასაც ვეცდებით.
კვარასგან რასაც ველი არის ის, რომ კარის იმ სიტუაციებში სადაც დარტყმა და გატანა შეუძლია, თავი კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნოს.
ცხადია, კონკრეტულ ფეხბურთელებთან შეთამაშებასა და სინერგიის შექმნას დრო დასჭირდება. ეს არის საქმის ნაწილი, რითიც სწორედ ახლა ვართ დაკავებულნი.”
ლუის ენრიკე
პსჟ vs რეიმსი
პარი სენ ჟერმენი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში შინ რეიმსს უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა setantasports.com-ზე შეგიძლიათ.
შეხვედრის ლაივი 25 იანვარს 23:55 წუთიდან დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.