სარჩევი
ლივერპული vs მანჩესტერ სიტი - ქვიზი | Setanta Sports
Liverpool vs Manchester City - quiz
ლივერპულსა და მანჩესტერ სიტის შორის 170-ზე მეტი მატჩი შემდგარა. რომელი ფეხბურთელი ლიდერობს 15 გატანილი გოლით აღნიშნული გუნდების ურთერდაპირისპირებას?
ბოლოს, როდესაც ენფილდზე მანჩესტერ სიტიმ იმარჯვა, ჯერ კიდევ კოვიდსეზონი იყო. შეხვედრა 1-4 დასრულდა, მაგრამ ანგარიშზე მეტად ამ შეხვედრაში გასაკვირი დუბლის ავტორის ვინაობა იყო. ხომ არ გახსოვს, ვინ შეძლო დუბლის შესრულება?
ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის ურთიერთშეხვედრებში მხოლოდ ერთი ჰეთ-თრიკი გვინახავს. ხომ არ გახსოვს ავტორი?
ჩამოთვლილთაგან რომელ ფეხბურთელს არ უთამაშია ორივე გუნდში სხვადასხვა დროს?
11 მილიმეტრი - ის მანძილი, რომელმაც ლივერპული 2018/19 სეზონში პრემიერ-ლიგის ჩემპიონობას დააშორა. გახსოვს, კარის ხაზიდან ბურთი რომელმა ქალაქელმა გამოიტანა?
ჩამოთვლილი მეკარეებიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებაორივე კლუბთან ერთად რომელმა მათგანმა მოახერხა?
სერხიო აგუეროს 9 თამაში ჩაუტარებია ენფილდ როუდზე (2-ჯერ ატლეტიკო მადრიდის მაისურით, 7-ჯერ კი მანჩესტერ სიტის). რამდენი გოლის გატანა შეძლო აგუერომ ლივერპულელთა კარში ენფილდზე?
ჩემპიონთა თასზე ტრიუმფატორი მწვრთნელებიდან რომელს უთამაშია, როგორც მანჩესტერ სიტიში, ისე ლივერპულში?
მომავალ ვიქენდზე არნე სლოტისთვის პირველი მატჩი იქნება მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ლივერპულისა და სიტის დაპირისპირებაში მხოლოდ იურგენ კლოპი და პეპ გვარდიოლა მონაწილეობდნენ მწვრთნელთა რანგში. ხომ არ გახსოვს ბოლო მწვრთნელი, რომელიც კლოპისა და გვარდიოლას იკონურ დუელამდე ერთ-ერთ გუნდს ედგა სათავეში?
მიმდინარე სეზონსაც შევეხოთ. ამ მომენტში ლივერპულის საუკეთესო ბომბარდირიც და ასისტენტიც მო სალაჰია, მაგრამ იცი, საგოლე კონტრიბუციის მხრივ, ვინ არის მეორე პოზიციაზე მერსისაიდის წითელ მხარეში?
Use Shift+Tab to go back