სარჩევი
EFL Cup-ის წილისყრა - ლივერპულის მეტოქე ცნობილია | Setanta Sports

ლივერპულის მეტოქე ცნობილია – პრემიერ ლიგის ჩემპიონი ლივერპული ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალში ინგლისის ასოციაციის მოქმედ გამარჯვებულს, კრისტალ პალასს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ლივერპულური დებიუტი სწორედ ამ ტურნირზე ვიხილეთ. წითლებმა მერვედფინალში გასვლა საუთჰემპტონის დამარცხებით შეძლეს.

კრისტალ პალასმა, თავისმხრივ, 1/16 ფინალში მილუოლი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 27 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მე-6 ტურშიც შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.

გუშინ ასევე ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალის დასკვნითი მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც წილისყრამ მერვედფინალური წყვილები გამოარკვია.

სენსაციურია ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის, გრიმსბის განვლილი გზა ამ ტურნირზე, რომელმაც ჯერ მანჩესტერ იუნაიტედი, შემდეგ შეფილდ უენსდეი დაამარცხა და მერვედფინალში პრემიერლიგურ ბრენტფორდს შეხვდება.

EFL Cup-ის წილისყრა – 1/8 ფინალები:

არსენალი – ბრენტფორდი

სუინსი – მანჩესტერ სიტი

ნიუკასლი – ტოტენჰემი

ვრექსემი – კარდიფი

ვულვზი – ჩელსი

ლივერპული – კრისტალ პალასი

ვიკომბი – ფულემი

ინგლისის ლიგის თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს Setanta Sports-ის არხებზე და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეძლებთ.

მატჩების განრიგი ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ყველა ეს შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.