სარჩევი
ლიონი vs სენტ ეტიენი - მიქაუტაძე vs დავითაშვილი | Setanta Sports

ლიონი vs სენტ ეტიენი, მიქაუტაძე vs დავითაშვილი – რონის დერბი თანაც ქართველების მონაწილეობით. უყურე ჟორჟი vs ზურიკოს მატჩს setantasports.com-ზე 23:45 წუთიდან.

მიქაუტაძე vs დავითაშვილი – პირდაპირი რეპორტაჟი

ლიონი vs სენტ ეტიენი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის setantasports.com-სა Setanta Sports 2-ზე იქნება.

პარალელირად ნაპოლი vs ინტერი დაიწყება. ასეთ დროს ჩვენი OTT პლატფორმის მულტივიუს ფუნქცია გამოგადგებათ.

setantasports.com-ზე ფასდაკლების მისაღებად პრომო კოდი NEWS24 და YEAR24 შეგიძლიათ გამოიყენოთ.

პრომო კოდები ერთჯერადია ერთსა და იმავე მომხმარებელზე მისი გამოყენება მხოლოდ 1-ელ არის შესაძლებელი.

NEWS24 თვის გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მიღების საშუალებას მოგცემთ, ხოლო YEAR24 წლიურ გამოწერაზე ასევე 30 %-იანი ფასდაკლებისთვისაა.

სასურველი პრომო კოდით სარგებლობა ამ ბანერებზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ.

ლიონი vs სენტ ეტიენი – რონის დერბი

რონის დერბი, იგივე რონალპინის ან უბრალოდ ლე დერბი. ორივე კლუბი ოვერნიო რონალპის რეგიონს წარმოადგენს, თუმცა სენტ ეტიენი არც მდინარე რონზეა განლაგებული და არც რონის ადმინისტრაციას ეკუთვნის.

ქალაქებს შორის ქიშპობა სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს. მთელი რიგი განსხვავებები მათ შორის იმაშიც გადახურდავდა, რომ ლიონი უფრო მეტად ბურჟუაზიულია, ხოლო სენტ ეტიენი მუშათა კლასის კუთვნილებაა.

საფეხბურთოდ რონის დერბის ისტორია 1951 წელს იღებს სათავეს. ქალაქებს შორის 50-კილომეტრიანმა დაშორებამ დერბის ლოკალურობის კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ხოლო მინდორზე წარმატებამ დაპირისპირება სპორტული თვალსაზრისითაც გაამწვავა.

სენტ ეტიენმა ჩემპიონატი 1957-1981 წლებში 10-ჯერ მოიგო. მწვანეებმა პარალელურად საფრანგეთის თასი 6-ჯერ მოიგეს და ევროთასებზეც სტაბილურად თამაშობდნენ.

ამ პერიოდში ლიონი შედეგებით მეტოქეს ოპონირებას თასზე უფრო მეტად უწევდა, ვიდრე ჩემპიონატში. კუპ დე ფრანსი ოლიმპიკ ლიონს ჯამში 5-ჯერ მოიგო. ლიგა 1-ის ტიტულს კი კლუბი პირველად 2002 წელს დაეუფლა, შემდეგ კი ის ზედიზედ კიდევ 6-ჯერ დაიცვა.

ლიონი vs სენტ ეტიენი – ურთიერშეხვედრები

ურთიერშეხვედრებში გუნდებს სულ 124-ჯერ უთამაშიათ. 46 გამარჯვება ლიონს დარჩა, სენტ ეტიენს – 44, ხოლო ფრედ 34 მატჩი დასრულდა.

დერბის საუკეთესო ბომბარდირები 14-14 გოლით ერვე რეველი და ფლორი დი ნალო არიან. ყველაზე მეტი, 28 მატჩი კი ლე დერბიში სერჟ ნოელ ჟილბერ კიეზას აქვს ჩატარებული. მაროკოში დაბადებული ფრანგი შემტევი ნახევარმცველი ლიონის ლეგენდაა და 1970-იან წლებში თამაშობდა.

ლე დერბის ისტორია

ლიონი vs სენტ ეტიენი – ტრანსფერები

მოედანსა და მის მიღმა მტრული დამოკიდებულების მიუხედავად ბევრი ფეხბურთელი მოიძებნება, რომელთაც ორივე კლუბში უთამაშიათ. მათგან 31 კი ისეთია, საერთოდ, ერთიდან მეორეში პირდაპირ რომ გადავიდა.

ქართველები ამ რიცხვში არ არიან. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჟორჟ მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი პირველი ქართველები გახდებიან, ვინც ამ დერბიში მონაწილეობას მიიღებენ.

ორივე სიაში ვხედავთ სტედ მალბრანკს, რომელიც ლიონიდან სენტ ეტიენში და მერე უკან მწვანეებთან დაბრუნდა.

გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი | Setanta Sports

ლიონიდან სენტ ეტიენში

სახელიპოზიციალიონი
ფრანსუა ბერნარ ლაკომიფორვარდი1969–78
ალენ მოიზანინახევარმცველი1980–82
ფრანკ პრიუნახევარმცველი1980–88
ლორან ფურნიენახევარმცველი1986–88
რომარენ ბილონგიმცველი1988–95
პატრის ფერიმცველი1992–93
ჟან-ლუკ სასუსიმცველი1994–97
დევიდ ჰელებუიკინახევარმცველი1996–2000
ლორან მორესტინიმცველი1997–98
პატრის კარტერონიმცველი1997–2000
ლამინ დიათამცველი2004–06
სილვენ მონსორომცველი2005–06
სტედ მალბრანკინახევარმცველი1997–01
მათე ბოდმერინახევარმცველი2007–10
ფრანსუა კლერკიმცველი2005–09
ჟერემი კლემენტინახევარმცველი2004–06
ტიმოთე კოლოჯეიჩაკიმცველი2008–12
ლენი პინტორიფორვარდი2018–22

სენტ ეტიენიდან ლიონში

სახელიპოზიციასენტ-ეტიენი
მიშელ კრისტობალიმცველი1945–49
ანტუან როდრიგესიმცველი1942–51
ანდრე კალიგარისიმცველი1957–60
აიმე ჟაკენახევარმცველი1960–73
ანდრე გიფორვარდი1962–65
ჟოზე ბრისარინახევარმცველი1969–73
ჟან-ფრანსუა ლარიოსინახევარმცველი1973–83
ოლივიე რუსეინახევარმცველი1977–78
პატრის ფერიმცველი1981–88
ფრანსუა ლემასონიმეკარე1986–87
კრისტოფერ დეჟერვილიმცველი1987–95
გრეგორი კუპემეკარე1993–97
ფრედერიკ პიკიონეფორვარდი2004–07
პაპე დიახატემცველი2010
ბაფეტიმბი გომისიფორვარდი2003–09
სტედ მალბრანკინახევარმცველი2011–12
მუჰამადუ დაბომცველი2005–10

მიქაუტაძე vs დავითაშვილი

მიმდინარე სეზონი ორივე ქართველი ფეხბურთელისთვის რთულად დაიწყო. ჟორჟს და ზუკას საერთო ისიც აქვთ, რომ ორივე ამჟამინდელ კლუბს ახლახანს შეუერთდა. თუმცა განსხვავება მაინც არის, თუკი ლიონი და ლიონის სტრუქტურა ჟორჟისთვის ნაცნობი და მშობლიურია, დავითაშვილისთვის სენტ ეტიენიში ყველაფერი ახალია.

ლიგა 1-ში ქართველთა მხრიდან ყველაზე მეტი გოლი მიქაუტაძის ანგარიშზეა, თუმცა მიმდინარე სეზონში ზუკას უკეთესი სტატისტიკა აქვს.

დავითაშვილმა ლიგა 1-ის 2024-25 სეზონში 10 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ოსერთან მატჩში, ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო გოლის ნომინაციაც მოიგო და მომავალ მატჩს ფორმაში ხვდება.

რაც შეეხება ჟორჟს, მიქაუტაძის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტია. პლუს ლიონის შემტევეს ევროპა ლიგაზე 3 გოლგაუტანელი მატჩიც დაუგროვდა.

ბოლო შეხვედრაში, ჰოფენჰაიმთან გასვლაზე, პრეზერო არენაზე პიერ საჟმა ჟორჟს სასტარტოდან დააწყებინა, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ დერბის ქართველი თადარიგიდან დაიწყებს, თუმცა ყველაფრის შანსი არსებობს. შესაბამისად, ჩვენც საღამოს და ლაკაზეტის მაგივრად, ძირითადში ჟორჟს დაველოდოთ.

საფრანგეთში არიან Setanta Sports-ის კომენტატორებიც – გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე გაბრიჩიძე და ნიკა ტაბატაძე. მათ მიერ მომზადებული საინტერესო კონტენტის ხილვა კი Setanta Sports-ის გვერდებზე სოციალურ ქსელებში, Facebook, Instagram, TikTok შეგიძლიათ.