ლიონი vs პსჟ – უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე – საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში პსჟ ლიონს ესტუმრება.
ლიონი vs პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი setantasports.com-ზე და Setanta Sport-ზე 23:45 წუთიდან დაიწყება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნთან წაგების შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი რეაბილიტაციის მოხდენას ლიონში ეცდება.
ლიგა 1-ის ბოლო ტურში პსჟ-მ ნიცასთან გამართული მატჩი ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
მეთორმეტე ტურში მარსელმა და ლანსმა თავისი თამაშები უკვე მოიგეს, ასე რომ, ლუის ენრიკეს პირველი ადგილის დასაბრუნებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება ლიონის წინააღმდეგ.
საკადრო პრობლემების მხრივ, ლუის ენრიკეს გუნდს ტრავმის გამო ნუნო მენდეში და დეზირე დუე არ ეყოლება.
პსჟ-ს განცხადება – რამდენ ხანს გამოტოვებს ჰაკიმი?
‘სეზონის ბოლოს გავიგებთ ვინაა საუკეთესო’ – კვარას კომენტარი
FIFA The Best – კვარაცხელია ნომინანტებს შორის არაა
პარიზელებს ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი, აშრაფ ჰაკიმი გამოაკლდათ, რომელიც გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება. მცირე ტრავმა აქვს 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულ უსმან დემბელესაც, რომელიც ლიონთან მატჩისთვის მზად არ იქნება.
საკადრო პრობლემები ლიონშიცაა, ფონსეკას გუნს ტრავმის გამო ნუამა, მანგალა, ჰატებური, ფოფანა და გომესი არ ეყოლება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ქართველის აქტივში 2 შედეგიანი გადაცემაა.