სარჩევი
ლიონი vs პსჟ | ლიგა 1 - ჟორჟი კვარას წინააღმდეგ | Setanta Sports

ლიონი vs პსჟ – ლიგა 1-ის ტურის ცენტრალურ მატჩში ქართველების დუელს ვნახავთ. ჟორჟ მიქაუტაძე vs ხვიჩა კვარაცხელია setantasports.com-ზე.

ლიონი vs პსჟ – პირდაპირი რეპორტაჟი

ჟორჟი vs კვარა – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23 თებერვალს, 23:45 წუთიდან დაიწყება და მისი ხილვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.

ლიონი vs პსჟ – მატჩის ქართულენოვან რეპორტაჟს გიორგი საძაგლიშვილი და ნიკა ტაბატაძე გააკომენტარებენ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ლიონი vs პსჟ

ლიგა 1-ის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ორივე ქართველის გუნდი ლიდერთა შორის ხვდება.

22 მატჩის შემდეგ ლიონი მე-6 ადგილზეა, ხოლო პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს.

ჟორჟის გუნდს 36 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში მონაკოსა და ლილს შესაბამისად 1 და 2 ქულაში მიუახლოვდება.

პსჟ-ს კი მარსელთან უპირატესობის გაზრდა 13 ქულამდე შეუძლია. ოლიმპიკი ამ ტურში ოსერთან პირწმინდად დამარცხდა და კვარას გუნდს გაქცევის საშუალება მისცა.

ლიონს გარდა სატურნირო მოტივაციისა რევანშიც ასაღები აქვს. ბავშვებს (Les Gones) პარიზელები ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1-ელ ჰყავთ დამარცხებული. თანაც მატჩი პარკ ოლიმპიკზეა, სადაც ლიონს საკუთრი ქომაგის იმედი ექნება.

ამას გარდა 2011/12 წლების სეზონიდან მოყოლებული შინ პსჟ ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ სწორედ ლიონს ჰყავს დამარცხებული.

ასევე, პაულუ ფონეკას გუნდი 7 მატჩია შინ არ მარცხდება, 5 მოგება და 2 ფრე. ამაზე უკეთესი სერია კი გუნდს 2021 წლის მერე არ ჰქონია.

კარგ ფორმაშია რაიან შერკი. ლიონის ერთ-ერთ ლიდერს ლიგა 1-ში ყველაზე მეტი ხაზების გამჭრელი, ვერტიკალური პასი აქვს. სწორედ მან გაატანინა პარკ დე პრენსზე ჟორჟ მიქაუტაძეს ჯიჯიო დონარუმას კარში. ამ გუნდების ხსენებული ბოლო მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა 3-1 მოიგო.

მიქაუტაძე და კვარაცხელია ევროტურნირებზე

ჟორჟი და კვარა, გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად, ევროტურნირებს შემორჩენილი ქართველები არიან. კვარა ჩემპიონთა ლიგაზე, ჟორჟი ევროპა ლიგაზე, ხოლო გოჩოლა – კონფერენს ლიგაზე.

წილისყრის შედეგად, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპული შეხვდა, ლიონს – სტიაუა, ხოლო კოპენჰაგენს – ჩელსი.

მატჩები 4-6 და 11-13 მარტს გაიმართება. მათი პირდაპირ ეთერში ხილვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ.

ლიონი vs პსჟ მატჩამდე შეგიძლიათ დათუნა კაპანაძის მიერ მომზადებული ქვიზით გაიყვანოთ დრო.