სარჩევი
ლევერკუზენი vs პსჟ - უყურე კვარას თამაშს setantasports.com-ზე | Setanta Sports

ლევერკუზენი vs პსჟ – ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში გერმანული ლევერკუზენი ბაი არენაზე ფრანგულ პსჟ-ს უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონები სანაკრებო პაუზის შემდეგ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს უბრუნდებიან, სადაც ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მიიწევენ წინ.

ლუის ენრიკეს გუნდს 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული, უსმან დემბელე დაუბრუნდა, რომელიც ამ მატჩის განაცხადში მოხვდა და დიდი შანსია ფრანგი მოედანზე ვიხილოთ.

პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ცხადია განაცხადშია და დიდი ალბათობით მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

ლევერკუზენი vs პსჟ – როგორ ვუყუროთ

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ქართველ გულშემატკივარს Setanta Sport 1-ის არხსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

პლატფორმის გამომწერებს ჩემპიონთა ლიგის ფაზის მატჩების სრული ჩანაწერებისა და მიმოხილვების ნახვაც შეუძლიათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლევერკუზენი vs პსჟ – საინტერესო ფაქტები

  • ლევერკუზენი და პსჟ ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვდნენ ევროტურნირებზე. 2013/14 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პსჟ-მ მეტოქე ორივეჯერ დაამარცხა. 2:1 საკუთარ მოედანზე, 4:0 სტუმრად.

  • პსჟ-მ გერმანიაში ჩატარებული ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (2 ფრე, 6 წაგება). პარიზელებმა 10-ივე მატჩში გაუშვეს გოლი, შესაბამისად, ბოლოს პსჟ-მ გერმანიაში კარი მშრალად 2014 წელს სწორედ ლევერკუზენის წინააღმდეგ შეინახა.

  • 2024 წელს ლევერკუზენმა მხოლოდ 2 ჩემპიონთალიგური მატჩი მოიგო (5:0 ზალცბურგთან, 1:0 ინტერთან), ხოლო 2025 წელს გერმანელებს 6 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება აქვთ.

  • პსჟ-ს შეუძლია ამ მატჩში თავისი საუკეთესო მოგებათა სერია გაიმეოროს ევროტურნირებზე. აქამდე ზედიზედ 6 მატჩი პარიზელებმა 1994 წელს მოიგეს ევრო სარბიელზე.

  • მწვრთნელებიდან, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაზე 50+ თამაში აქვთ ჩატარებული, ლუის ენრიკეს საშუალო მოგების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს (65.6%), ესპანელი მეორე საუკეთესოა საშუალოდ მისი გუნდის გატანილი გოლების რაოდენობით (2.2) ერთ მატჩში, აქ ენრიკე მხოლოდ პეპ გვარდიოლას ჩამორჩება (2.36)

  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 24 წელი და 3 დღეა – ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ტურნირზე. აქვე, ბარსელონასთან მატჩში პსჟ-ს თერთმეტეულის საშუალო ასაკი 23 წელი და 98 დღე იყო – მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი მოქმედი ჩემპიონის რანგში.

  • გრიმალდოს ეფექტი – ლევერკუზენის მიერ შექმნილი საგოლე შანსების 57% ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მარცხენა ფლანგიდან შეიქმნა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია სხვა გუნდების იგივე მაჩვენებელთან შედარებით.

  • ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის დაწყებიდან, აშრაფ ჰაკიმის ყველაზე მეტი ასისტი აქვს ღია თამაშიდან (7), მათ შორის მოროკოელმა შედეგიანი გადაცემა წინა ტურში, ბარსელონასთან გააკეთა. ჰაკიმის ბოლო ორ სეზონში ღია თამაშიდან ყველაზე მეტი საგოლე შანსიც აქვს შექმნილი (40).

  • ლევერკუზენის მცველმა, ედმონდ ტაპსობამ მცველებს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში იოშკო გვარდიოლთან ერთად ყველაზე მეტი – 34 ხაზის გამჭრელი პასი გააკეთა. სხვა პოზიციებიდან, მხოლდო როდრის და ჯოი ვერმანს აქვთ უფრო მეტი.

ლევერკუზენი vs პსჟ – სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი: ფლეკენი, ტაპსობა, ანდრიხი, ბადე, არტური, ფერნანდესი, გარსია, გრიმალდო, პოკუ, მაზა, კოფანე

პსჟ: შაველიე, მენდეში, პაჩო, ზაბარნი, მაიულუ, ზაირ-ემერი, ვიტინია, დუე, კვარაცხელია, ბარკოლა, რამუში