საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავის პარიზულ კარიერას მორიგი ლამაზი მომენტი შემატა – ქართველი კოჭის ტრავმის შემდეგ მოედანს ‘ლე კლასიკში’ დაუბრუნდა და სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა.
უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად 2025 წლის სტარტზე, 17 იანვარს დადასტურდა პარი სენ-ჟერმენში. წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარიზელებმა ქართველის სანაცვლოდ გადახდილი 70 მილიონი ევროს სარგებელი უკვე მიიღეს და ხვიჩა პარიზში ფანების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად იქცა.
იტალიის ჩემპიონატში დაწერილი ისტორია კვარაცხელიამ სწორედ ამ წლის დასაწყისში დაასრულა, როცა ნაპოლი დატოვა. ტრანსფერი თითქოს მოულოდნელი იყო, თუმცა კვარას ჩემპიონთა ლიგურმა ფეხბურთმა და ახალი გამოწვევების სურვილმა გადაწყვეტილება მიაღებინა და იტალიაში გატარებული 3-წლიანი ისტორიაც დასრულდა.
სეზონის ბოლოს ისე გამოვიდა, რომ კვარაცხელიამ ტიტულების სიაში სკუდეტოც ჩაიწერა, ქართველმა წინა სეზონში სერია ა – 17 თამაშში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შესაძლოა კვარას წვლილი ნაპოლის გაჩემპიონებაში გარდამტეხი არ იყო, თუმცა იგივე კალიარისთან, მონცასთან და მილანთან გატანილი გოლებით ანტონიო კონტეს იმდროინდელ გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა, რითიც ნაპოლის პროგრესზე გავლენა იქონია და ცხადია, სეზონის ბოლოს საჩემპიონო მედალიც დაიმსახურა.
ნაპოლიში ჩატარებულ 107 შეხვედრაში კვარაცხელიამ 30 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა გაკეთა – კვარამ ნეაპოლელ გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა მხოლოდ 2022/23 წლებში ჩატარებული სეზონით, როცა ხვიჩა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ნაპოლის 67-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოაგებინა.




პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ყველაფერი ისტორიაა – ქართველმა ფეხბურთელმა 1 წელზე ცოტა მეტ დროში 6 გუნდური ტიტული მოიგო პარიზულ კლუბთან ერთად – ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, უეფას სუპერთასი, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი და კონტინენტთაშორისი თასი.
ქვემოთ მოცემულ სტაიტაში პარი სენ-ჟერმენის მაისურით ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ ყველა გოლს გაავავლებთ თვალს:
სადებიუტო გოლი მონაკოსთან
კვარაცხელიამ პარიზული კლუბის მაისურით მხატვრობა მონაკოს წინააღმდეგ დაიწყო და პირველივე გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა – ქართველმა ერთი ჩატეხვით ცენტრალური მცველი და მეკარე დააწვინა, ხოლო შემდეგ ბურთი კარში მარცხენა ფეხით გადაგზავნა.
გოლი ბრესტთან ჩემპიონთა ლიგაზე
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ საფირმო აღნიშვნით და გატანილი გოლით გამოირჩა – ბრესტის წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ბურთი რთული პოზიციიდან გადაგზავნა კარში და პარიზული გუნდის რიგებში თავისი პირველი საჩემპიონთალიგო გოლი გაიტანა.
გოლი ზურიკოს სენტ-ეტიენის წინააღმდეგ
კვარაცხელიამ ლიგა 1-ში თავისი მეორე გოლი ზურიკოს სენტ-ეტიენის წინააღმდეგ გაიტანა. ხვიჩამ მეტოქის დაცვა დააპრესინგა, მოიპოვა ბურთი, ეფექტურად ჩამოიშორა მცველი და ცაციათი პარიზული გუნდი 50-ე წუთზე დააწინაურა (2:1), რასაც მოგვიანებით ‘მწვანეების’ განადგურება მოჰყვა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილას წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფის გზაზე კვარაცხელიამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი ასტონ ვილას გაუტანა – კონტრშეტევაზე კვარამ თავისი საყვარელი მარცხენა ფლანგიან ჯერ აქსელ დისასი გააქრო და შემდეგ ემილიანო მარტინესის კარი უძლიერესი დარტყმით აიღო.
დუბლი ოსერის წინააღმდეგ
ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის ბოლო მატჩი კვარაცხელიამ დუბლით დახურა – ოსერთან მატჩში ქართველმა ჯერ 59-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ 88-ე წუთზე მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:1).
გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში
კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ხვიჩამ იან ზომერის კარი ცაციათი ახლო კუთხეში დალაშქრა და ზღაპრული სეზონი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებით დაასრულა.
პირველი გოლი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კვარაცხელიამ პირველი გოლი ‘სიეტლის’ წინააღმდეგ გაიტანა – ქართველმა პარიზული კლუბი დააწინაურა და საბოლოოდ ის მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა 2:0 მოიგო.
2025/26 წლების სეზონის პირველი გოლი
კვარაცხელიამ ახალი სეზონის დაწყების შემდეგ პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე, ატალანტას წინააღმდეგ გაიტანა. ქართველმა იტალიურ გუნდს საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაუტანა – ამ დროს კვარა ტრავმიდან ახალი დაბრუნებული იყო და გოლიც ემოციურად აღნიშნა.
აუღებელი დარტყმა ლევერკუზენთან
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი ლევერკუზენს გაუტანა – ქართველმა მარცხენა ფლანგიდან გადმოვარდნილი ბურთი შორეულ ცხრიანში გადაგზავნა და ფლეკენის კარი აუღებელი დარტყმით აიღო.
ჰაკიმისთვის მიძღვნილი გოლი ლიონის წინააღმდეგ
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი ლიონს გაუტანა – მეტოქის მცველების მიერ დაშვებული შეცდომა ქართველმა მარტივად გამოიყენა. გატანილი გოლის შემდეგ კვარამ ჰაკიმის საფირმო აღნიშვნა შემოგვთავაზა, რომელმაც მანამდე ბაიერნთან გამართულ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო.
საფირმო გოლი რენთან
კვარამ თავისი საყვარელი მარცხენა ფლაგიდან ცენტრში ეფექტური შეწევით და საჯარიმოს მისადგომებიდან განხორციელებული ძლიერი დარტყმით აიღო რენის კარი – ქართველმა იმ მატჩში პსჟ დააწინაურა და ლუის ენრიკეს გუნდმა საბოლოოდ რენი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა (5:0).
გოლი კონტინენტთაშორისი თასის ფინალში
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულს – ფლამენგოს შეხვდა, კვარაცხელიამ ამ ფინალშიც გაიტანა გოლი, თუმცა საბოლოოდ პსჟ გამარჯვებას თერთმეტმეტრიანების სერიაში დასჯერდა.
შორეული გასროლა სპორტინგის წინააღმდეგ
კვარაცხელია სპორტინგთან გამართულ ლიგის ფაზის შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და ეფექტი მალევე მოახდინა. მაშინ, როცა პსჟ ლისაბონში მარცხდებოდა, კვარამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შორეული ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, პსჟ ბოლო წუთებზე სპორტინგთან მაინც დამარცხდა.
გოლი ლე კლასიკში
კვარაცხელიამ დაპირისპირებული მეტოქის – მარსელის კარში თავისი პირველი გოლი დემბელეს გადაცემის შემდეგ ბურთის დაუშვებლად განხორციელებული დარტყმით გაიტანა და ტრავმიდან დაბრუნებაც ეფექტურად აღნიშნა.