სარჩევი
კვარა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია | Setanta Sports

კვარა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! არის! არის პირველი ქართული გოლიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც და მისი ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. პარი სენ ჟერმენმა მიუნხენში გამართულ ფინალში მილანის ინტერი დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს აქამდე ორჯერ, მილანის შემადგენლობაში, კახა კალაძეს მოეხერხებინა.

თავად ფინალი კი სარეკორდო გამოდგა. ტურნირის 70-წლიან ისტორიაში ფინალში 5-0 ან მეტი არასდროს დაფიქსირებულა.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ – ჩემპიონთა ლიგა მოგებულია

მატჩი დეზირე დუეს ბენეფისად იქცა. 19 წლის შემტევმა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 73-ე წუთზე, უსმან დემბელეს ჩინებული გადაცემა საგოლე პასად აქცია და ქართული ფეხბურთის ისტორიაში, კიდევ ერთი ქვე თავი დაწერა.

ქართველი ვარსკვლავი ლუის ენრიკემ 84-ე წუთზე შეცვალა და კუთვნილი აპლოდისმენტებიც მიაღებინა.

კვარას საუცხოო მეორე ტაიმი ჰქონდა, პირველ ნახევარში კი ტრადიციულად დიდი დოზით ბურთი ფეხში არ ჰქონია. ორ მომენტში კი მეორე სართულზე თავით კარგად იბრძოლა, ერთხელ დაცვაში მარკუს წურამს შეუშალა ხელი, მეორედ კი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მეტოქის კარს ემუქრებოდა.

სრული დომინაცია და მოხსნილი ყოველგვარი კითხვის ნიშანი. ლუის ენრიკეს გუნდმა სიმონე ინძაგის ტაქტიკური დუელი მოუგო, ხოლო ფეხბურთელებმა დავალებები საუცხოოდ შეასრულეს, ეს კი განსაკუთრებით ნახევარდაცვის ცენტრზე ითქმის.

ვიტინიას, ფაბიან რუისისა და რუბენ ნევეშის საუცხოო თამაშს ფეხი მთელმა გუნდმა აუწყო და შედეგიც ლოგიკურად დადგა.

გარდა ჩავარდნილი მატჩისა, ინტერს იძულებითი ცვლილებებისა და ტრავმების მხრივაც არ გაუმართლა.

სიმონე ინძაგის მე-2 ტაიმში შემოყვანილი ბისეკის გაყვანა 11 წუთში ტრავმის გამო მოუწია.

მიუნხენში გამართულ ფინალში კი ისევ ისეთმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც აქამდე ჩემპიონთა ლიგა აქამდე არასდროს მოეგო!

პსჟ გახდა მე-2 ფრანგული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აქამდე ერთადერთი ასეთი გუნდის სტატუსს მარსელი ატარებდა.

კვარამ ამ სეზონში მოიგო, ლიგა 1, სერია A, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და წინ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია!

კვარა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და თანაც არის პირველი, ვინც ფინალში გოლი გაიტანა. კვარა ქართული ფეხბურთის ისტორიის წერას განაგრძობს.

კვარა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია | Setanta Sports