სარჩევი
ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ | Setanta Sports

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ UEFA-სთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის, არსენალი vs პსჟ წინ გამოქვეყნდა. ქართველი ვარსკვლავი, რომელმაც ზამთარში ნეაპოლიდან პარიზში გადაბარგება მოასწრო, უკვე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა თავის ახალ გუნდში და ბრწყინვალედ ახერხებს ადაპტაციას.

ამ სტატიაში UEFA-სთან კვარას ინტერვიუზე სრულად გიმბობთ.

პროლოგი

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ნაპოლიდან იანვარში შეუერთდა, ქართველი ფეხბურთელი სწრაფი ნაბიჯებით მაშინვე შეუდგა საქმეს და უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პარი სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში, რომლის პირველი მატჩიც სამშაბათს, ემირეითს სთედიუმზე, არსენალის წინააღმდეგ გაიმართება.

24 წლის ფეხბურთელი ლონდონში გამგზავრებამდე უეფას წარმომადგენლებს ესაუბრა. უპირველეს ყოვლისა, საქებარი სიტყვები არ დააკლო პარი სენ-ჟერმენის მწვრთნელს, ლუის ენრიკესა და მის მიერ შემოთავაზებული შეტევის ვარიანტებს. სწორედ, ამ უკანასკნელის შედეგად აქვთ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის დაუფლების მოლოდინი.

კონკრეტულად კი შემტევი ფეხბურთელების როლზე გაამახვილა ყურადღება პარიზელთა მეშვიდე ნომერმა:

“ჩვენ გვყავს ბევრი კვალიფიციური და ხარისხიანი შემტევი ფეხბურთელი, სწორედ ეს გვაქცევს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად.”

ხვიჩა კვარაცხელია პარიზში ადაპტაციის შესახებ

მეტისმეტად რთულია, როდესაც სეზონის შუა ნაწილში ყოფნისას უერთდები ახალ გუნდს, იცვლი ქალაქსა და საცხოვრელ ადგილს, შედეგად კი ადაპტაციისთვის განკუთვნილი დრო ცოტაა.

თუმცა ის ფაქტი, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ადაპტაციის პერიოდი წარმატებულად და მარტივად გადალახა, ჭეშმარიტებას აშკარად შეესაბამება. ამაში ქართველ ფეხბურთელს პერსონალი, მწვრთნელები, ფეხბურთელები და, რა თქმა უნდა, კლუბი დაეხმარა.

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, მოედანზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში ის მოცემულობა დაეხმარა, რომ გუნდში, ანუ ოჯახში იმ წუთიდანვე მიიღეს, როდესაც პარი სენ-ჟერმენს შეუერთდა.

“ეს ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც გაგრძნობინებენ, რომ რაღაც დიდის, განსაკუთრებულის, ანუ ოჯახის ნაწილი ხარ. პარიზში ასე დამხვდნენ, რამაც ბედნიერად და კომფორტულად მაგრძნობინა თავი.”

ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველივე წამებიდან იგრძნო მათი მხარდაჭერა. მათი ქმედებები ფეხბურთელს მოტივაციას უმაღლებს და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერებაში ეხმარება.

“ფანები ისე მექცევიან, რომ მოედანზე გასვლისთანავე თავს ბედნიერ და შესანიშნავ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კი კლუბის დამსახურებაცაა.”

ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკეს როლის შესახებ

კვარას აზრით, მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ყველაზე მეტად შთაბეჭდილება ლუის ენრიკეს ადამიანურმა თვისებებმა და ფეხბურთელებთან ურთიერთობამ მოახდინა.

პარიზელთა შვიდიანი აფასებს ლუის ენრიკეს პატივისცემითა და მოწიწებით გამსჭვალულ დამოკიდებულებას მის მიმართ.

“როდესაც, ის მოდის და ყველაფერს მშვიდად გიხსნის, კიდევ უფრო მეტად გინდა, რომ გაიგო და კიდევ უფრო დიდი სურვილი გაქვს, უკეთ ითამაშო. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, რომ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ყველაფერი უნდა გაიღო კლუბისათვის და გულშემატკივრებისთვის.”

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელობაზე

ინტერვიუს განმავლობაში ქართველმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგა უდიდესი ტურნირია. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა აქ თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგება. რასაკვირველია, ეს წარმოუდგენლად რთულია. ამ ეტაპზე მოხვედრაც კი ნებისმიერი გუნდის მხრიდან გასაოცარ ძალისხმევას საჭიროებს. პარი სენ-ჟერმენი ცდილობს საკუთარი საუკეთესო მხარის გამოვლინებას. მთავარია, რომ პსჟ სრულად იყოს კონცენტრირებული თითოეულ მატჩსა და მომენტზე.

“მე მჯერა, რომ ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია.”

ხვიჩა კვარაცხელია პარიზის შეტევით პოტენციალზე

ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი თანაგუნდელების შესახებ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და დასძინა, რომ მათი ინდივიდუალური ქმედებები ძალიან ეხმარება მოედანზე. ისინი შეტევისას უამრავ შესაძლებლობას აჩენენ. ასეთი ნიჭიერი და სწრაფი მოთამაშეების ყოლა, რომლებსაც შეუძლიათ გოლების გატანა და საგოლე გადაცემების შესრულება, ნამდვილად დასაფასებელია.

მისივე შეფასებით, გუნდში კონკურენციის არსებობა ყოველთვის კარგია, რადგანაც ეს ასპექტი პარი სენ-ჟერმენში ერთმანეთის გაუმჯობესებაში ეხმარებათ. როდესაც კვარას უმაღლესი ხარისხის მოთამაშეები ჰყავს გარშემო უფრო მოტივირებულია, საკუთარი მაქსიმუმი აჩვენოს.

აღსანიშნავია ის დეტალიც, რომელსაც დეზირე დუე ეწოდება. ხვიჩასთვის მისი თავდაჯერებულობა განსაცვიფრებელია. დეზირე სულ რაღაც 19 წლისაა, მაგრამ ფეხბურთისთვის უკვე ნამდვილი საჩუქარია, რომელსაც მომავალში კიდევ ბევრი რაიმეს შემოთავაზება შეუძლია.

ის ფაქტორი, რომლითაც დეზირე დუე სხვა ფეხბურთელებისგან გამოირჩევა, არის ფეხბურთის მიმართ სიყვარული და პროფესიონალიზმი. ამიტომაც სჯერათ დეზირე დუესი და მისი ნიჭის საფრანგეთის დედაქალაქში.

ეპილოგი

ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართველი ვარსკვლავის პროფესიონალიზმი, გუნდურi სულისკვეთება და დიდი მიზნებისკენ სწრაფვა.

ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის შეხვედრა არა მხოლოდ ქომაგებისთვის, არამედ თავად ხვიჩასთვისაც ისტორიული მომენტია.

პირდაპირი რეპორტაჟები

ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მატჩებისთვის თვალ-ყურის მიდევნება კი, რა თქმა უნდა, Setanta Sports-ის არხებსა და setantasports.com-ზე არის შესაძლებელი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.