“შესაძლოა ეს ჩემი ბოლო სეზონია” – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ სლოვანთან ერთად კონფერენს ლიგის ფაზის მეორე რაუნდში ალკმაართან გასამართი მატჩის წინ ნიდერლანდურ პრესასთან ისაუბრა.
არნემის ვიტესის ყოფილმა, ხოლო ახლა – სლოვან ბრატისლავას კაპიტანმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს მის კარიერაში ბოლო სეზონი იყოს.
საუბრის დასაწყისში კაშიას ჰკითხეს არნემის დატოვების შემდეგ პირველად ჩავიდა თუ არა ჰოლანდიაში – “ჰოლანდიის დატოვების შემდეგ აქ რამდენჯერმე ჩამოვედი, თუმცა არა ფეხბურთის სათამაშოდ, ბოლო წლებში ამინდი არ შეცვლილა”
ნიდერლანდურ გამოცემასთან საუბარში გურამმა საფეხბურთო კარიერის დასრულებაზეც ისაუბრა – “ზურგი ძალიან მტკივა, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, თავს კარგად ვგრძნობ. ვიცი, რომ სხეული ბერდება, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს ენერგია”
სლოვანთან ერთად კაშია თავის მეხუთე სეზონს ატარებს – “სლოვაკეთში ოთხი ტიტული მოვიგე. შესაძლოა ეს ჩემი ბოლო სეზონია”
ქართველმა ასევე არნემში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, სადაც ის 2010-დან 2018 წლამდე თამაშობდა და ვიტესის ლეგენდად ჩამოყალიბდა – “კარიერის გაგრძელებას კიდევ 1 წლით განვიხილავ თუ კლუბს დავჭირდები, წინააღმდეგ შემთხვევაში წავალ. იმედია, ერთ დღეს ვიტესში ფეხბურთელად დავბრუნდები , ან შესაძლოა გაზონის მომვლელად” – კაშიამ Ziggo Sport-თან საუბარი ხუმრობით დაასრულა.
გურამ კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით რეკორდული – 126 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს, მონტენეგროსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
კონფერენს ლიგაზე სლოვან ბრატისლავას თამაშების ყურება საქართველოდან Setanta Sport-ის არხებზე ან setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.