სარჩევი
ქართველი ფეხბურთელების ხმაურიანი სატრანსფერო ფანჯარა | Setanta Sports

სატრანსფერო ბაზარზე 2025 წლის ზაფხული განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელებისთვის. რამდენიმე მათგანმა კარიერა ევროპის წამყვან და პერსპექტიულ კლუბებში გააგრძელა, რაც ნათლად ასახავს ქართული ფეხბურთის მზარდ ავტორიტეტსა და მოთამაშეთა პროფესიონალიზმის მაღალ დონეს. ეს ტრანსფერები არა მხოლოდ ინდივიდუალური კარიერისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ეროვნული ნაკრებისა და ქართული სპორტის საერთაშორისო იმიჯისთვისაც დიდ გავლენას ახდენს.

სატრანსფერო ფანჯარა – ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგში

ნიურნბერგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, 27 წლის ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზედან გადაიბირა.
ტრანსფერი 12 ივლისს დაიხურა და მისი ღირებულება ერთი მილიონი ევრო იყო.

ლუკა ბოლო სეზონში სალერნიტანაში იყო იჯარით, სადაც კრემონეზემ გაუშვა მეტი სათამაშო დროისთვის.
კონტრაქტის ვადის შესახებ გამოცემებმა გაამხილეს, რომ ლოჩოშვილმა ნიურბერგთან ერთ წლამდე კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შესაძლოა გახანგრძლივდეს.

სატრანსფერო ფანჯარა – გიორგი წიტაიშვილი მეცში

გრანადაში გატარებული 1-წლიანი იჯარის შემდეგ, გიორგი წიტაიშვილი კიევის დინამომ ამჯერად მეცში გაანათხოვრა.

წიტაიშვილმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა გრანადას მაისურით. საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან განსხვავებით, ესპანური გუნდის შემადგენლობაში შეტევის მარჯვენა ფლანგზე უწევდა ასპარეზობა, რა დროშიც 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასიც მიითვალა.

ლიგა 1-ში ახლად დაწინაურებული მეცისთვის ეს იჯარა სტრატეგიული ნაბიჯია, რადგანაც გუნდი იღებს მრავალგანზომილებიან, ფლანგის გამოცდილ შემტევს, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა კონკურენტულ ლიგებში.

ამავე დროს, წიტაიშვილი იღებს შანსს ლიგა 1-ში საკუთარი შესაძლებლობების გამოსაჩენად და კარიერაში კიდევ ერთი წამყვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

სატრანსფერო ფანჯარა – ნოდარ ლომინაძე ეშტორილში

ნოდარ ლომინაძე, 23 წლის ქართველი ნახევარმცველი, თბილისის დინამოდან გადაბარგდა პორტუგალიურ პრიმეირა ლიგაში მოასპარეზე ეშტორილში 2025 წლის ზაფხულში. ტრანსფერი ოფიციალურად 14 ივლისს დადასტურდა და ლომინაძემ კონტრაქტი ახლახან გააფორმა.

ნოდარ ლომინაძე დინამოში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ის გამოირჩეოდა სისწრაფითა და ტექნიკით ნახევარმცველთა შორის, სადაც ხშირად ხელმძღვანელობდა შეტევებს და თამაშსაც აკონტროლებდა.

ეშტორილში ლომინაძეს ხედავენ, როგორც შემოქმედებით, უნივერსალ ნახევარმცველად, რომელიც შეძლებს დახმარებას გუნდის ტექნიკურად და ტაქტიკურად გაუმჯობესებაში.

პორტუგალიურ ლიგაში მისი მიზანია მეტი გამოცდილების მიღება და კარიერის ახალი ეტაპის აწყობა ევროპის ერთ-ერთ კონკურენტულ ჩემპიონატში. კლუბის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ლომინაძის ენერგია და კომბინაციურობა გუნდს ახალი იმპულსს მისცემს.

სატრანსფერო ფანჯარა – გიორგი აბუაშვილი მეცში

22 წლის ფორვარდი, გიორგი აბუაშვილი ფოთის კოლხეთიდან კარიერას ფრანგულ მეცში გააგრძელებს. ტრანსფერი 12 ივლისს გაოფიციალურდა, თუმცა კონტრაქტის ან იჯარის ვადები ოფიციალურად არაა გამოქვეყნებული.

გიორგი გასულ სეზონში ფოთის კოლხეთის საუკეთესო ბომბარდირი იყო, 18 მატჩში მან 8 გოლის გატანა მოახერხა. მეცში ტრანზიტი აბუაშვილს მისცემს შესაძლებლობას ითამაშოს ტოპ ლიგაში, სადაც მას შეეძლება განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის შანსი გამოიყენოს. ამიერიდან გიორგი უნდა გახდეს ძირითადი თავდამსხმელი, რომელიც მეცის შეტევას გიორგი წიტაიშვილთან ერთად ჩამოაყალიბებს.

სატრანსფერო ფანჯარა – გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგში

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტედან ლისაბონის სპორტინგში 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ჟოზე ალვალადეს ბინადრებთან ქართველმა ნახევარმცველმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტში ერთ-ერთი პუნქტი მისი გამოსასყიდია, რომელიც 80 მილიონი ევროს შეადგენს. რაც იმაზე მიუთითებს, რომ პორტუგალიელები ქოჩორაშვილს პერსპექტიულ მოთამაშედ აღიქვამენ და მომავალში მისი კიდევ უფრო ძვირად გაყიდვა სურთ.

სპორტინგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და სტაბილური კლუბია პორტუგალიის ჩემპიონატში და რეგულარულად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. ქოჩორაშვილისთვის ეს არის უნიკალური შანსი საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად ევროპულ არენაზე. ლისაბონში ის არა მხოლოდ მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშებს, არამედ დაემატება ძლიერ კონკურენციასა და გაივლის ახალ საფეხურებს ტაქტიკურ თუ ფიზიკურ მომზადებაში.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.