სარჩევი
ქართული კლუბები ევროსარბიელზე - ქვიზი | Setanta Sports

Georgian Clubs At Uefa Competitions (quiz)
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, რომელმა ქართულმა კლუბმა მოიპოვა პირველმა უეფას თასის (ახლანდელი ევროპა ლიგის) ჯგუფური ეტაპის საგზური 2004 წელს?
იბერია 1999, ქუთაისის ტორპედო, გორის დილა - რომელია ის მეოთხე გუნდი, რომელიც წელს მონაწილეობს უეფას საკვალიფიკაციო ეტაპზე?
2013 წელს გორის დილა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ვენის რაპიდთან დამარცხდა. აი, იმავე ეტაპზე იყო თბილისის დინამო, რომელიც ამ ინგლისურმა გრანდმა გამოთიშა ასპარეზობას.
ამ ქართველ ფორვარდს ყველაზე მეტი, 7 გოლი აქვს გატანილი უეფას საკვალიფიკაციო ეტაპებზე, რომელიც თქვენ უნდა გაიხსენოთ.
მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღიდგინა საქართველომ, თბილისის დინამოს პირველი მეტოქე 1993 წლის უეფას საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს გუნდი იყო, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ.
1995 წელს ბათუმის დინამო პირველად მოხვდა უეფას თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველ რაუნდში სერბული ობილიჩის დამარცხების შემდეგ კი ამ ბრიტანულ გუნდთან გამოეთიშა ასპარეზობას, მიუხედავად იმისა, რომ პაატა მაჭუტაძემ და თემურ ტუღუშმა გაიტანეს იმ შეხვედრაში.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში თბილისის დინამომ ერთხელ შეაღწია ჯგუფში, ოთხი ჩატარებული მატჩიდან კი მხოლოდ ამ გუნდის წინააღმდეგ მოახერხეს კარის აღება თბილისელებმა...
რომელ გუნდს აქვს დაფიქსირებული გასვლაზე ყველაზე დიდი ანგარიშით (0-5) გამარჯვება, როდესაც 1999 წელს ესტონურ ლანტანას დაუპირისპირდა?
საბჭოთა კავშირის პერიოდში პირველი გოლი უეფას ტურნირებზე ქართული კლუბის მაისურით გივი ნოდიას აქვს გატანილი. აი, თქვენ კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი გატანილი გოლის ავტორი უნდა გაიხსენოთ...
დაასახელეთ გუნდი, რომელიც წელს იბერია 1999-ის წინააღდეგ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში. გეტყვით იმასაც, რომ ეს გუნდი 1979 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში დამარცხდა ნოტინგემ ფორესტთან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.