სარჩევი
კარლსრუე vs შალკე - ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ში | Setanta Sports
2024 სექ 13, 16:22 შშ
2 წუთის საკითხავი

კარლსრუე vs შალკე – ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ს უბრუნდება. უყურე 13 სექტემბერს, 20:30-დან ბუნდესლიგა 2-ის ტურის სასტარტო მატჩს setantasports.com-ზე.

სეზონის პირველი სანაკრებო შესვენების შემდეგ ფეხბურთელები კლუბებს დაუბრუნდნენ. გამონაკლისი არც ბუდუ ზივზივაძეა. ცენტრ ფორვარდმა კრისტიან აიხნერის ხელმძღვანელობით ვარჯიშიც მოასწრო და შალკესთან მატჩს მზადყოფნაში ხვდება.

კარლსრუე ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში გალიდერებისთვის, ხოლო შალკე, არასახარბიელო სტარტის გამოსწორებისთვის იბრძოლებს.

თუკი ბუდუს გუნდი მე-2 ადგილზეა და თანაც, დაუმარცხებლად, გელზენკირხენული გუნდი მე-12 ადგილზეა, 4 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვებით.

ბუდუ ზივზივაძე – სტატისტიკა

ბუდუს ამ სეზონში, ბუნდესლიგა 2-ში 4 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. DFB პოკალსაც თუ დავუმატებთ 5 მატჩში 5 გოლი და 2 ასისტი გამოდის.

ნიურნბერგთან ჰეთ თრიკის შემდეგ, ბუდუმ თასზე ლოტესა და ლიგაში ბრაუნშვაიგსაც გაუტანა.

ბუნდესლიგა 2-ში ის ლიდერობას კოსოვოელ ასლანისა და თურქ ქარამანთან ერთად ინაწილებს. საინტერესოა, რომ ამ მატჩი მისი და ქენან ქარამანის მინი დუელიც საინტერესო იქნება.

ბუდუმ შალკეს წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, თუმცა გოლი როიალ ბლუს კარში ჯერ არ გაუტანია.

საინტერესოა, რომ ბუდუს ზედიზედ მეორედ, სანაკრებო პაუზის შემდეგ სწორედ შალკესთან უწევს თამაში. ასე იყო საბერძნეთთან მოგებული პლეი ოფის ფინალის შემდეგაც.

ბუდუ ზივზივაძე – ინტერვიუ

ბუდუ ზივზივაძესთან setantasports.com-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ბუდუსთან ბრაუნშვაიგთან მატჩამდე და შესაბამისად, სანაკრებო პაუზამდე ჩაწერა.

მართალია, რუბრიკას “ორი სიტყვით” ჰქვია, თუმცა საინტერესო დიალოგიდან გამომდინარე ინტერვიუ 22 წუთზე მეტ ხანს გაგვეწელა. თუმცა ვფიქრობ, საბოლოოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

შალკესთან მატჩამდე დრო შეგიძლიათ ამ ინტერვიუთი გაიყვანოთ, თუ აქამდე ჯერ კიდევ არ გინახავთ.

სად ვუყურო კარლსრუე vs შალკე მატჩს

კარლსრუე vs შალკე მატჩისა და მთლიანად, ბუდუს თამაშების ნახვა პირდაპირ ეთერში setantasports.com-სა და Setanta Sports-ის არხებზე შეგიძლიათ.

დღევანდელი მატჩის კომენტატორები მიშო ჩიტიძე და ირაკლი იმედაძე ვიქნებით.

პრომო კოდის NEWS24-ის გამოყენების შემთხვევაში კი თვიურ გამოწერაზე 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.