სარჩევი
ჰაიდენჰაიმი vs ჰამბურგი - ბუდუმ ტრავმა მოირჩინა | Setanta Sports

ჰაიდენჰაიმი vs ჰამბურგი – ბუნდესლიგაში ქართველების გუნდები ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ. მატჩი თბილისის დროით 18:30-დან დაიწყება და მისი ხილვა პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

ბუნდესლიგის ცხრილში ჰაიდენჰაიმი 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ჰამბურგი 19 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

საგულისხმოა, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის გუნდს სხვებთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს, რადგან ჰამბურგი vs ლევერკუზენის ბაიერი უამინდობისა და უსაფრთხოების გამო გადაიდო.

უყურე TOP სპორტს setantasports.com-ზე

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდის პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.

ბუდუ ზივზივაძე მოედანს უბრუნდება

საქართველოს ნაკრების ცენტრ ფორვარდმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს უბრუნდება. ფეხის ტრავმამ ბუდუს ხანგრძლივი პერიოდი გამოატოვებინა.

ზივზივაძემ ბოლოს 22 ნოემბერს ითამაშა. მუხლის არეში დისკომფორტის სრულად მოშუშების შემდეგ, ქართველმა ფრანკ შმიდტის გუნდის შემადგენლობაში მიმდინარე კვირაში რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა და ახლა სამატჩო განაცხადს დაუბრუნდება.

რაც შეეხება გიორგი გოჩოლეიშვილს, ქართველი მარჯვენა მცველი ჩვენმა მაყურებელმა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ მინდორზე, ბოლო ნახევარ საათში იხილა, სადაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტვოებიან.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 18:30-დან ჩვენს პლატფორმაზე, setantasports.com-ზე დაიწყება და დიდი შანსია, ქართველების უშუალოდ დუელი ფოიტ არენაზე მეორე ნახევარში ვიხილოთ, თუკი ორივე მატჩს თადარიგიდან დაიწყებს.