პრემიერ ლიგის 27-ე ტურს ჰილ დიკინსონზე ევერტონსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გასამართი მატჩი დახურავს.
ევერტონი vs მანჩესტერ იუნაიტედი – როგორ ვუყუროთ?
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი თბილისის დროით 23:55 სთ-ზე, Setanta Sport 1-ის არხსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე დაიწყება.
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ევერტონი vs მანჩესტერი – მატჩის დეტალები
ევერტონი vs მანჩესტერი
23 თებერვალი, 23:55
ჰილ დიკინსონ არენა, ლივერპული
მთავარი მსაჯი – დარენ ინგლენდი
ევერტონი vs მანჩესტერ იუნაიტედი – გუნდების სიახლეები
სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, პრემიერ ლიგაში ევროტუნირების საგზურისთვის ბრძოლა უფრო და უფრო დაძაბული ხდება. ამ მომენტისთვის ევერტონი მე-9 ადგილზეა – მოიესის გუნდი კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია, ხოლო კერიკის მანჩესტერ იუნაიტედი მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვის.
2026 წელს მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში დაუმარცხებელია. კერიკის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ‘ეშმაკებმა’ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მატჩი მოიგეს და რაც მთავარია სათამაშო ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს.
ევერტონი ბოლო დროს პრემიერ ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობს – ‘კანფეტებს’ ჰილ დიკინსონზე ბოლო გამარჯვება 2025 წლის დეკემბერში აქვთ მოპოვებული, რაც დიდწილად გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. მანჩესტერის დამარცხების შემთხვევაში, ევერტონი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილამდე დაწინაურდება და მე-7 ადგილოსან ბრენტფორდს გაუთანაბრდება, თუმცა მოიესის გუნდის მეტოქე უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი მანჩესტერ იუნაიტედი იქნება, ასე რომ, ლივერპულელებს რთული გამოცდა ელით.
ევერტონი vs მანჩესტერ იუნაიტედი – საკადრო პრობლემები
მასპინძლებს პრემიერლიგურ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული ჯეკ ო’ბრაიენი და ტრავმირებული ჯეკ გრილიში გამოაკლდება. ამ უკანასკნელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ჯეკი ‘კანფეტებს’ დიდი ხნით გამოაკლდა.
იუნაიტედის ლაზარეთში სიახლეები არ არის, გუნდს კვლავინდებურად ტრავმირებული პატრიკ დორგუ, მეისონ მაუნტი და მატიის დე ლიხტი დააკლდება.
ევერტონი vs მანჩესტერ იუნაიტედი – სავარაუდო შემადგენლობები
ევერტონი – პიკფორდი, მიკოლენკო, ბრანთვეითი, ტარკოვსკი, პატერსონი, გეიე, გარნერი, ნდიაიე, დიუსბერი-ჰოლი, ჯორჯი, ბარი
მანჩესტერ იუნაიტედი – ლამენსი, დალო, მაგუაიერი, მარტინეზი, შო, მეინუ, კაზემირო, მბიუმო, ბრუნო ფერნანდეში, დიალო, შეშკო