ერთა ლიგა, წილისყრა – 12 თებერვალს საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვევა. საქართველოს ნაკრები B ლიგაში, მესამე კალათშია განთესილი.
54 ქვეყანა და 4 ლიგა, UEFA-ს კონფედერაციის ნაკრებები, ოკუპანტი რუსეთის გამოკლებით, 4 დივიზიონის ჯგუფებში გადანაწილდებიან.
საქართველო B ლიგაში, მესამე განთესვითაა წარმოდგენილი.
A, B და C ლიგებში 16-16 გუნდი 4-4 ქვეჯგუფში გადანაწილდება. შესაბამისად, ჯგუფში საქართველოს მეტოქეები, 1-ლი, მე-2 და მე-4 კალათიდან ეყოლება.
D ლიგაში ორი ჯგუფი შედგება, თითოეულში სამი გუნდი.
თითოეული ნაკრები ოთხ მატჩს ატარებს – ორი მეტოქის წინააღმდეგ, სახლში და სტუმრად.
გათამაშებას, რომელიც 2026 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება, გავლენა ექნება 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად ეტაპზე მიმავალ გზაზე.
ამ სტატიაში ვნახოთ, რომელი ქვეყანა რომელ ლიგასა თუ კალათშია და რომელი მეტოქეები იქნებიან ყველაზე სასურველნი საქართველოს ეროვნული გუნდისთვის.
უყურე ტოპ სპორტს setantasports.com-ზე
გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.
NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.
NEWS26 – თვის გამოწერა
YEAR26 – წლის გამოწერა
ფეხბურთი, კალათბურთი, MMA, ჩოგბურთი და ავტორბოლა – Setanta Sports-ის პლატფორმა სპორტის გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს.
პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, ლიგა 1, ბუნდესლიგა, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა და კონფერენს ლიგები, თასები, საუდი პრო ლიგა, ფორმულა 1, UFC, NBA, ევროლიგა, უიმბლდონი და გამორჩეული მასტერსები – ამ და სხვა მსოფლიო სპორტის ტოპ ტურნირებს სწორედ setantasports.com-ზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალ-ყური.
ერთა ლიგა – საქართველოს ჯგუფი
სომხეთის ნაკრებთან პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში, 9-1-ით გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ვილი სანიოლის გუნდი კვლავ B დივიზიონშია და ამჯერადაც, მეოთხე კალათის ნაცვლად, მესამე კალათის განთესვით.
ჩვენს დივიზიონში პირველი გუნდი შოტლანდიაა, ბოლო კი – კოსოვო. ცხადია, გუნდებს შორის სხვაობა არის, თუმცა ყველა ნაკრები მეტ-ნაკლებად, მაინც დონით ერთმანეთთან შორი-ახლოსაა.
როგორიც არ უნდა იყოს წილისყრის შედეგები, ერთა ლიგის დივიზიონების სისტემის გამო, დონეში მსგავსების გამო ბევრი იქნება ისეთი მატჩი, სადაც გუნდები ერთმანეთს ქულებს დააკარგვინებენ.
ამის მიუხედავად, ოდნავ უფრო სასურველი და საპირისპიროდ, ნაკლებსასურველი მეტოქეებიც არსებობენ.
პირველი კალათა:
შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი და ისრაელი
საქართველოს ამ კალათის სამ წევრთან უარყოფითი ბალანსი აქვს. თანაბარი ბალანსი მხოლოდ უნგრეთთან გვაქვს.
- შოტლანდიასთან – 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება
- უნგრეთთან – 1 მოგება, 0 ფრე, 1 წაგება
- პოლონეთთან – 1 მოგება, 0 ფრე, 4 მარცხი
- ისრაელთან – 1 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი
1-ლი კალათიდან ყველაზე სასურველი მეტოქე ცალსახად ისრაელია. საქართველოს მსგავსად ისრაელსაც ჩინებული შევსება აქვს ასაკობრივებიდან ბოლო წლებში, თუმცა სათამაშო სტილების მიხედვით, საქართველოსთვის ყველაზე სასურველი სწორედ ისრაელი უნდა იყოს.
ამაში დარწმუნების კარგი შესაძლებლობა წლის პირველ სანაკრებო შესვენებაზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნება მაყურებელს, სადაც საქართველო ისრაელს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.
შოტლანდია, უნგრეთი და პოლონეთი უფრო უხერხული ოპონენტები იქნებიან. სტილური სხვაობა სამივე ამ ნაკრებთან ფიზიკურობაა, რის ხარჯზეც უმეტესწილად შოტლანდიასა და პოლონეთს ჯვაროსნების წინააღმდეგ ჰქონდათ ხოლმე უპირატესობა წინა ურთიერთშეხვედრებში.
უნგრეთთან 2001 წლის შემდეგ საქართველოს არ უთამაშია. მაშინ 2002 წლის მუნდიალის შესარჩევში ნაკრებებმა საშინაო გამარჯვევები გაცვალეს. ცხადია, 24 წელიწადში უამრავი რამაა შეცვლილი, მათ შორის უნგრეთსაც ტოპ 5 ლიგაში სტაბილურად მოთამაშე ბევრად მეტი ფეხბურთელი ჰყავს.
შეჯამებისთვის, ყველაზე სასურველი ისრაელია, დანარჩენი სამი ნაკრები კი თანაბრად ნაკლებსასურველი.
მეორე კალათა:
შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
ამ კალათიდან ყველაზე სასურველი ცხადია ბოსნია და ჰერცეგოვინაა. შემდეგი უკრაინა, ბოლოს კი შვეიცარია და ავსტრია მოდიან.
წილისყრისას ყველაზე საკვანძო შეიძლება არა პირველი კალათის მეტოქე, არამედ სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნეს. თუკი ავსტრია-შვეიცარიის წყვილიდან საქართველოს არცერთი შეხვდება, ცხადია, ეს ჯგუფში წარმატების შანსებს გაზრდის.
- შვეიცარიასთან – 0 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი
- ავსტრიასთან – 0 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი
- ბოსნიასთან – 1 მოგება, 0 ფრე, 0 მარცხი
- უკრაინასთან – 0 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი
მეოთხე კალათა:
შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
ცხადია B ლიგის მეოთხე კალათშიც არაა მარტივად საქმე. ბუნებრივიად, შვედეთი, ყველაზე ნაკლებ სასურველია, დანარჩენი სამი ნაკრები კი თანაბრად სასურველი.
თუკი მეორე კალათიდან ბოსნია იქნება ჩვენს ჯგუფში, მაშინ შეზღუდვის გამო კოსოვო ავტომატურად ამოვარდება შესაძლო მეტოქეებიდან.
თანაბარი დონის მიუხედავად, ალბათ, ყველაზე სასურველი ხსენებული სამი გუნდიდან მაინც ჩრდ. ირლანდიაა, თუმცა უბრძოლველად არც ამ კალათის გუნდებთან გამოვა რაიმე.
- შვედეთი – 1 მოგება, 0 ფრე, 1 მარცხი
- ჩრდ. მაკედონია – 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი
- ჩრდ. ირლანდია – 0 მოგება, 0 ფრე, 1 მარცხი
- კოსოვო – 1 მოგება, 0 ფრე, 1 მარცხი
საბოლოო ჯამში, პოტენციურად, შედარებით, მარტივი კომპლექტაცია ასეთი იყოს:
ისრაელი | ბოსნია | საქართველო | ჩრდ. ირლანდია |
ერთ-ერთ ყველაზე უარეს სცენარში კი შეიძლება ასეთი ჯგუფი მივიღოთ:
შოტლანდია / პოლონეთი / უნგრეთი | ავსტრია / შვეიცარია | საქართველო | შვედეთი |
ერთა ლიგა წილისყრა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება. მისი შედეგების შემდეგ ცხადია, მეტოქეთა ანალიზს შემოგთავაზებთ.
ერთა ლიგა A ლიგა
ერთა ლიგა წილისყრა – მანამდე კი წესები და სხვა გუნდები გავიხსენოთ სხვადასხვა ლიგიდან.
ლიგა A-ში 16 გუნდი ოთხ კალათაში ნაწილდება:
- კალათა 1: რეიტინგით 1–4 ადგილები
- კალათა 2: 5–8 ადგილები
- კალათა 3: 9–12 ადგილები
- კალათა 4: 13–16 ადგილები
კალათა 1: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია
კალათა 2: იტალია, ნიდერლანდები, დანია, ხორვატია
კალათა 3: სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნორვეგია
კალათა 4: უელსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, თურქეთი
ერთა ლიგა B ლიგა
ლიგა B-ში 16 გუნდი შემდეგნაირად ნაწილდება:
- კალათა 1: 17–20 ადგილები
- კალათა 2: 21–24 ადგილები
- კალათა 3: 25–28 ადგილები
- კალათა 4: 29–32 ადგილები
კალათა 1: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი
კალათა 2: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა
კალათა 3: სლოვენია, საქართველო, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი
კალათა 4: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო
ერთა ლიგა С ლიგა
ლიგა C-ში 16 გუნდი ოთხ კალათაში ნაწილდება:
- კალათა 1: 33–36 ადგილები
- კალათა 2: 37–40 ადგილები
- კალათა 3: 41–44 ადგილები
- კალათა 4: 45–48 ადგილები*
*45–48 ადგილებზე მყოფი გუნდების საბოლოო რეიტინგი დადასტურდება 2026 წლის მარტში, C/D პლეი-ოფების შემდეგ. წილისყრაზე ისინი პირობითი სახელებით იქნებიან წარმოდგენილი.
კალათა 1: ისლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, ყაზახეთი
კალათა 2: ფინეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, სომხეთი
კალათა 3: ბელარუსი, ფარერის კუნძულები, კვიპროსი, ესტონეთი
კალათა 4*: ლატვია ან გიბრალტარი, ლუქსემბურგი ან მალტა, მოლდოვა, სან მარინო
ერთა ლიგა D ლიგა
დარჩენილი ექვსი გუნდი ლიგა D-ში გადანაწილდება:
- კალათა 1: 49–52 ადგილები*
- კალათა 2: 53–54 ადგილები
*რეიტინგი დადასტურდება C/D პლეი-ოფების შემდეგ.
კალათა 1*: აზერბაიჯანი, ლიეტუვა, გიბრალტარი ან ლატვია, მალტა ან ლუქსემბურგი
კალათა 2: ლიხტენშტაინი, ანდორა
ერთა ლიგა წილისყრა – პროცედურა
წილისყრა D ლიგით დაიწყება. ყველა დივიზიონში გუნდებს პირველი კალათიდან მეოთხის ჩათვლით ამოიღებენ. შესაბამისად, საქართველოს ამოსვლისას პირველი და მეორე კალათის გუნდები უკვე ცნობილი იქნება.
ოკუპანტებზე უკვე ვთქვით, რაც შეეხება შეზღუდვებს – ერთადერთი აკრძალვა საქართველოს დივიზიონში, B ლიგაში იქნება, სადაც ბოსნია და კოსოვო ერთსა და იმავე ჯგუფში ვერ მოხვდებიან.
ასევე იქნება გადაჭარბებული, 8 საათზე მეტი დროის, მგზავრობის შეზღუდვა. ამ წესის მიხედვით ერთად ვერ მოხვდებიან:
ისლანდია – სომხეთი / კვიპროსი
ყაზახეთი – ფარერის კუნძულები / გიბრალტარი / მალტა
თუ ჯგუფში უკვე ორი ასეთი გუნდი იქნება, მესამე ავტომატურად სხვა ხელმისაწვდომ ჯგუფში გადანაწილდება.
მაღალი ან საშუალო ზამთრის რისკის მქონე ქვეყნებია:
ესტონეთი, ფარერის კუნძულები, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია
ერთ ჯგუფში მაქსიმუმ ორი ასეთი ქვეყანა შეიძლება მოხვდეს. ეს შეზღუდვა პრაქტიკულად ლიგა C-ს ეხება.
ერთა ლიგა 2026-27 – თარიღები
ლიგის ფაზის წილისყრა: 12 თებერვალი 2026
ტური 1: 24–26 სექტემბერი 2026
ტური 2: 27–29 სექტემბერი 2026
ტური 3: 30 სექტემბერი – 3 ოქტომბერი 2026
ტური 4: 4–6 ოქტომბერი 2026
ტური 5: 12–14 ნოემბერი 2026
ტური 6: 15–17 ნოემბერი 2026
ლიგა A-ს მეოთხედფინალები: 25–30 მარტი 2027
ლიგა A/B და B/C პლეი-ოფები: 25–30 მარტი 2027
ფინალური ტურნირი: 9–13 ივნისი 2027
ლიგა C/D პლეი-ოფები: 23–28 მარტი 2028
30 სექტემბერი 2026 ჩვეულებრივი საფეხბურთო კვირის დღე არ არის, თუმცა გამონაკლისის სახით შეიძლება მესამე ტურის მატჩებისთვის გამოყენებულ იქნას.