სარჩევი
ენცო მარესკამ ლონდონის ჩელსი დატოვა | Setanta Sports

ლონდონის ჩელსის იტალიელმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ სტემფორდ ბრიჯზე გატარებული 18 თვის შემდეგ ლონდონური გუნდი დატოვა, იტყობინება გავლენიანი ბრიტანული გამოცემა – Sky Sporst.

ლურჯები პრემიერ ლიგის ცხრილში მე-5 ადგილზე არიან და ლიდერ არსენალს 15 ქულით ჩამორჩებიან. ლონდონელებმა პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლეს.

მარესკას და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა 1 იანვარს შედგა და მხარეებმა გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

ლონდონური კლუბი ახალი მწვრთნელის თაობაზე ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს – ჩელსის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად სტრასბურგის ამჟამინდელი თავკაცი, ლაიამ როსენიორი მიიჩნევა.

ჩელსის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: “კლუბმა და მთავარმა მწვრთნელმა ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. კლუბში ყოფნის დროს, ენცომ გუნდს წარმატება მოუტანა უეფას კონფერენს ლიგასა და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ეს მიღწევები კლუბის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაწილია და კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის.

მარესკას ბოლო მატჩი ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრემიერ ლიგის გასულ ტურში, ბორნმუთის წინააღმდეგ (2:2) შედგა. იტალიელმა მწვრთნელმა აღნიშნული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამოტოვა და მიზეზად გაციება დაასახელა.

ჩელსი საქმეში 3 იანვარს, პრემიერ ლიგის მე-20 ტურში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ დაბრუნდება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.