დღეს ჩემოიონთა ლიგა ბრუნდება – ლაიფციგი vs მადრიდის რეალი / კოპენჰაგენი vs მანჩესტერ სიტი

დასრულდა ლოდინი, იანვრის თვე ყოველთვის რთულია, რადგან ჩემპიონთა ლიგა არ გვაქვს სანახავი. თებერვლის დასაწყისი კი სიხარულთან ასოცირდება, რადგან ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გვიბრუნდება.

წილისყრამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ერთადერთი მატჩი მივიღეთ ინტრიგით – მილანის ინტერი და მადრიდის ატლეტიკო. ყველაზე დიდ ინტერესს კი ნაპოლისა და ბარსელონას შეხვედრა იწვევს, მაგრამ ინტრიგა რამდენად აქვს ამ შეხვედრას თავად განსაჯეთ.

თუმცა, სანახაობა არ მოგვაკლდება, როგორც მინიმუმ, კვარაცხელიას ნახვა ბარსელონას წინააღმდეგ, თან ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, დიდი ამბავი იქნება.

დღეს მერვედფინალები ორი მატჩით გაიხსნება – ლაიფციგი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. კოპენჰაგენი კი მადრიდის რეალს. ორივე შეხვედრაში გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს.

ლაიფციგი vs მადრიდის რეალი

მადრიდის რეალი ძალიან კარგ ფორმაშია. ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. იმ ერთშიც ბოლო წუთებზე გაუშვეს მოგება ხელიდან. ბოლო ტურში კი მეორეადგილოსან ჟირონას შავი დღე აყარეს. რეალმა ჟირონა გაანადგურა და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს.

ლაიფციგი კარგ დღეში არ არის, ბოლო ხუთი მატჩიდან 3 წააგო, ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ბოლო ტურში აუგსბურგთან 2:2 ითამაშეს. რედ ბულზის მულტიკლუბური სისტემის ერთ-ერთი კლუბი ნამდვილად საინტერესო გუნდია, საინტერესო გეგმით და ფეხბურთელებით, მაგრამ მადრიდის რეალთან ძალიან გაჭირდება წარმატების მიღწევა.

რეალის წინააღმდეგ ბარსელონას აღზრდილი ჩავი სიმონსი ითამაშებს და მცირე ინტრიგა, შესაძლოა ამანაც მოიტანოს.

ბელინგემმა ტრავმა მიიღო

კურტუა, მილიტაო და ალაბა დიდი ხანია რეალს ვერ ეხმარებიან, სამივე მძიმე ტრავმას მკურნალობს. ამ სამეულს კი ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჯუდ ბელინგემიც დაემატა. როგორც ამბობენ ჯუდი 2-3 კვირას გამოტოვებს. ლაიფციგთან რეალს ამის გამო დიდი პრობლემები წესით არ უნდა შეექმნას.

ლაიფციგს დანაკლისი არ აქვს, აფრიკის თასზე წასული ჰაიდარაც დაუბრუნდათ და გუნდი სრულ მზადყოფნაშია.

ურთიერთშეხვედრები

აიფციგის ისტორიიდან გამომდინარე ურთიერთშეხვედრების მდიდარი ისტორია ნამდვილად არ გვექნება განსახილველი. გუნდებს სულ ორჯერ უთამაშიათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. და ეგეც წინა სეზონში.

ლაიფციგმა სახლში 3:2 მოიგო.

მადრიდის რეალმა კი ბერნაბეუზე 2:0 დაამარცხა მეტოქე.

შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და თვალის მიდევნებას Setantasports-com-სა და სეტანტას არხებზე შეძლებთ.

კოპენჰაგენი vs მანჩესტერ სიტი

მანჩესტერ სიტის ბოლო ათი თამაში მოგებული აქვს. გუნდში კარგი განწყობაა, კევინ დე ბრუინი დაბრუნდა და ნელ-ნელა ფორმაში შედის, ერლინგ ჰოლანდი დაბრუნდა და გოლების გატანაც დაიწყო. ასე რომ, კოპენჰაგენი მაგრად უნდა დადგეს, თან, დათი ხოჭოლავას გარეშე.

დანიურმა კლუბმა ბოლო ხუთი თამაშიდან ორი მოიგო, ორი წააგო და ერთი ფრედ დაასრულა.

დანაკლისი

მანჩესტერ სიტის პრემიერლიგის ბოლო ტურში ევერტონის წინააღმდეგ სრული შემადგენლობა ჰყავდა მზადყოფნაში, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მზად არის. პეპ გვარდიოლა ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს სამედიცინო გუნდის მუშაობით.

კოპენჰაგენს კი ემილ ჰოილუნდი, ტეო სანდერი, დათი ხოჭოლავა და ნიკოლაი ბოილესენი დააკლდება.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ. ორი შეხვედრა სიტიმ მოიგო, ორიც ფრედ დასრულდა.

ბოლოს გასულ სეზონში შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. დანიაში მატჩი 0:0 დასრულდა, მანჩესტერში კი სიტიმ 5:0 გაანადგურა მეტოქე.

გარდა ამისა, ითამაშეს უეფას თასზე, 2008/09 წლების სეზონში. დანიაში მატჩი 2:2 დასრულდა, მანჩესტერში კი სიტიმ 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დუბლი შეასრულა კრეიკ ბელამიმ.

ეს შეხვედრაც 00:00 საათზე დაიწყება და ასევე შეძლებთ Setantasports.com-სა და სეტანტას არხებზე ყურებას.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე