სარჩევი
დემბელე ლევერკუზენთან მატჩის განაცხადშია | Setanta Sports

2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული – უსმან დემბელე ლევერკუზენთან გასამართი მატჩის ჩემპიონთალიგურ განაცხადშია და რეალური შანსია ფრანგი მინდორზე ვიხილოთ.

ფრანგი თავდამსხმელი პარიზელთა დახმარებას 5 სექტემბრის შემდეგ, მუხლის ტრავმის გამო ვერ ახერხებდა. თითქმის 6-კვირიანი პაუზის შემდეგ, უსმანი გერმანიაში გუნდთან ერთად გაემგზავრა და ლევერკუზენთან სათამაშოდ მზადაა.

ბუნებრივია ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ელოდება და ქართველი ცხადია ლევერკუზენთან სათამაშო განაცხადში არის.

ლევერკუზენისა და პსჟ-ს მატჩის ხილვა ქართველ გულშემატკივარს 21 ოქტომბერს, 23:00-ზე Setanta Sport 1-სა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ლევერკუზენთან გასამართი მატჩის წინ, პარიზულ პრესაში იწერება, რომ დემბელე ფიზიკურად მზადაა მოედანზე დასაბრუნებლად და ლუის ენრიკემ ის სათამაშო განაცხადშიც შეიყვანა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს ასევე კაპიტანი – მარკინოსიც დაუბრუნდათ, რომელმაც ინდივიდუალური პროგრამით უკვე ივარჯიშა და დემბელეს მსგავსად, მოედანზე დასაბრუნებლად ბრაზილიელიც მზადაა.

მიუხედავად ამისა, პარიზელებს სამშაბათს გასამართ ჩემპიონთალიგურ მატჩში საკადრო პრობლემები მაინც აქვთ. ლუის ენრიკეს გუნდს ფაბიან რუისი და რუბენ ნევეში დააკლდება.

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფაზის ორი ტურის შემდეგ მე-3 ადგილზეა და ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიიწევს წინ.

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პსჟ-მ სტრასბურგთან ფრედ ითამაშა და ლიდერობა დაკარგა. ლუის ენრიკეს გუნდი ლიდერ მარსელს 1 ქულით ჩამორჩება.