სარჩევი

ბრაზილიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ზლატკო დალიჩმა და ლუკა მოდრიჩმა ისაუბრეს.

გეთანხმებით, რომ მეოთხედფინალში გასვლა ჩვენთვის წარმატებაა, მაგრამ ჩვენ მეტი გვსურს. ბრაზილია ყოველთვის ფავორიტია, ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ”, – თქვა ლუკამ.

ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, უბრალოდ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ”.

ტიტეს მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ ზლატკო დალიჩსაც დაეკითხნენ, – “ჩემი გუნდი ასე არ აღნიშნავს გოლებს, მათ თავიანთი წესები აქვთ, აქვთ უფლება ისე აღნიშნონ როგორც უნდთ, არის თუ არა ეს მეტოქის უპატივცემულობა, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ”.

ბრაზილია ფავორიტია, საუკეთესო გუნდია მსოფლიო ჩემპიონატზე, შეხედეთ მათ ფეხბურთელებს, ხარისხს, შესაძლებლობებს, და ამაში დარწმუნდებით, თუმცა ჩვენ არაფრის გვეშინია“.

“დაგვჭირდება თავდაჯერება და რწმენა, საკუთარ შანსებს უნდა დაველოდოთ და გამოვიყენოთ, ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, ვერ ვიტყვი, რომ შანსები 50/50 ზეა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ აუთსაიდერები ვართ”, – თქვა დალიჩმა.