სიტი vs დორტმუნდი და სხვა მატჩები – ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე – ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართება.
ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ქართველ მაყურებელს setantasports.com-ის პლატფორმაზე შეეძლება.
ასეთ დროს პრაქტიკულია პლატფორმაზე არსებული მულტივიუს ფუნქციის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც ერთდროულად რამდენიმე მატჩის ხილვას შეძლებთ.
უყურე ჩემპიონთა ლიგას setantasports.com-ზე
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
სიტი vs დორტმუნდი
გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო 16 გუნდში ავტომატურად მოხვედრისკენ ნაბიჯის გადადგმას ეტიჰადზე, დორტმუნდის წინააღმდეგ შეეცდება.
ქალაქელები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან, 3 ჩატარებულ შეხვედრაში 7 ქულა აქვთ და საუკეთესო 8 გუნდში ადგილს ინარჩუნებენ.
ერლინგ ჰოლანდის სასწაული სათამაშო ფორმა პირდაპირ აისახა მანჩესტერ სიტის მიერ დაფიქსირებულ შედეგებზე და ქალაქელებმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 12 შეხვედრაში 9-ჯერ მოიგეს.
ნორვეგიელ თავდამსხმელს თავისი ყოფილი გუნდის – დორტმუნდის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 2 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.
ბოლო პერიოდში დორტმუნდმაც აკრიფა სათამაშო ფორმა და ბუნდესლიგაში მესამე ადგილამდე აღზევდა. მთლად ჰალანდის დონის სეზონი არა, მაგრამ სერჰუ გირასი მშვენიერ ფორმაშია და მთავარ საფრთხეს სიტის მცველები სწორედ გვინეელი თავდამსხმელისგან უნდა ელოდნენ.
ინტერი vs ქაირათი
ნერაძურიმ გასულ სეზონში პარი სენ-ჟერმენთან წაგებით ბოლო 3 წელში მეორე ფინალი კი წააგო, მაგრამ მიმდინარე სეზონი იტალიელებმა მშვენივრად დაიწყეს.
ინტერი ახლოსაა საუკეთესო 16 გუნდში ავტომატურად მოხვედრასთან, ჯერჯერობით იტალიელები უდანაკარგოდ მიიწევენ წინ, პირველ სამ ტურში ინტერმა აიაქსი, სლავია პრაღა და როიალ უნიონი დაამარცხეს.
ქაირათი ჩემპიონთა ლიგაზე არსებობის ისტორიაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ყაზახურმა გუნდმა თავისი პირველი ქულები მესამე ტურში, პაფოსთან გამართულ შეხვედრაში აიღეს (0:0).
ინტერი ცალსახად გამოკვეთილი ფავორიტია ქაირათთან მატჩში,ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნერაძური და არსენალი არიან ისეთი გუნდები, რომლებსაც ჯერჯერობით გოლი საერთოდ არ გაუშვიათ.
ქართველი გულშემატკივრებისთვის დაკვირვების საგანი იქნება ქაირათის ნახევარდაცვის ხაზში გიორგი ზარიას ხილვა, ქართველი ბოლო პერიოდში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება, თუმცა ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ასტანას წინააღმდეგ, მოედანზე 64-ე წუთზე გამოვიდა.
ბრიუგე vs ბარსელონა
კატალონიის ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი მესამე გამარჯვების ძიებაში ბელგიას ესტუმრება და ადგილობრივ ბრიუგეს შეხვდება.
ჰანსი ფლიკის გუნდმა ელ კლასიკოში განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია ელჩესთან გამართულ მატჩში მოახდინეს (3:0) სადაც თავისი გოლი ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმაც გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში ჩემპიონთა ლიგის 5-გზის გამარჯვებული ბარსელონა მოქმედმა ჩემპიონმა – პარი სენ-ჟერმენმა გაანადგურა, ბრიუგესთან მატჩი კი ფლიკის გუნდისთვის რეაქციის მოხდენის კარი შანსია.
ბოლოს ბრიუგე და ბარსელონა ერთმანეთს 2002 წელს შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგაზე და მაშინ კატალონიელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
სხვა მატჩები – ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე
პაფოსი – ვილიარეალი
ყარაბაღი – ჩელსი
აიაქსი – გალათასარაი
ბენფიკა – ლევერკუზენი
მარსელი – ატალანტა