სარჩევი
2023 ივნ 02, 11:58 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლიონელ მესი კლუბს დატოვებს.

მესის ტრანსფერი ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, მსურველი კი მხოლოდ ორი დარჩა – არაბეთიდან, სადაც დაიწერა, რომ ლეოს წელიწადში მილიარდს შესთავაზებენ, სხვადასხვა სპონსორებისა და ბონუსების გათვალისწინებით, და ბარსელონა, რომელსაც დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ეცდება მესი დაიბრუნოს, და აშშ-დანაც გაისმება ხოლმე ერთი-ორი სიტყვა.

ხორხეს სიტყვა

ისიც დაიწერა, რომ მესის მამა, (და აგენტი) ლა ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა და აცნობა, ლეოს ბარსელონაში დაბრუნება სურს, რაც თქვენს ინტერესებშიც უნდა შედიოდესო. მესის დაბრუნება მეტ შემოსავალს ნიშნავს, არა მხოლოდ ბარსელონასთვის, არამედ, მთელი ესპანური ფეხბურთისთვის.

ამიტომ, იქნებ, ძაანაც არ დააჭიროთ წიხლი ბარსელონასო – ასეთი იყო შინაარსი, თუმცა, ხავიერ ტებასი მარტივი ადამიანი არ არის, თავში რა უტრიალებს ახლა არავინ უწყის, ლაპორტასთან კი მეტად რთული ურთიერთობა აქვს.

გალტიეს სიტყვა

რაც შეეხება სენ ჟერმენის მთავარი მწვრთნელის სიტყვას, საქებარი სიტყვები არ დაიშურა, აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ლიონელ მესის მწვრთნელი გახდებოდა.

მქონდა პრივილეგია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გამეწვრთნა, ხვალ მისი უკანასკნელი მატჩი შედგება პსჟ-ის მაისურით. იმედი მაქვს სათანადოდ დახვდებიან და გააცილებენ“.
წელს ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ყოველთვის მზადყოფნაში, ყოველთვის ესწრებოდა ვარჯიშებს. კრიტიკა სამართლიანად არ მიმაჩნია. როცა 35 წლის ასაკში ასეთ სეზონს ატარებ, სეზონის შუაში მსოფლიო ჩემპიონი ხდები, ბოლოს კი 21 გოლი და 22 საგოლე პასია შენს ანგარიშზე, ნიშნავს იმას, რომ 43-ჯერ იყავი გადამწყვეტი მოთამაშე. ის ყოველთვის კლუბის სამსახურში იყო, ყოველთვის მზად ბურთის გათამაშებისა თუ შეტევის დასაგვირგვინებლად. გავიმეორებ, ჩემთვის დიდი პატივი იყო არა მხოლოდ მისი გაწვრთნა, არამედ, მასთან ერთად ყოფნა მთელი სეზონის მანძილზე“, – თქვა გალტიემ.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.