სარჩევი
ჩემპიონთა ლიგა პლეი ინი - 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდი | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა პლეი ინი – ტურნირი 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდით ბრუნდება. პირველ მატჩებს შინ განუთესავი გუნდები ატარებენ.

ცხადია, ინტერესის მთავარი საგანი ბრესტი vs პსჟ და მანჩესტერ სიტი vs მადრიდის რეალია.

ჩემპიონთა ლიგა – პირდაპირი რეპორტაჟი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მატჩების ხილვა პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეგიძლიათ.

ჩვენს პლატფორმაზე გარდა მატჩების ლაივისა სიმულკასტიც ხელმისაწვდომი იქნება. მულტივიუს ფუნქციით კი თქვენთვის სასურველ რამდენიმე მატჩსა და მოვლენას მიადევნებთ თვალ-ყურს.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ბრესტი vs პსჟ

ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშება სამმა ქართველმა ფეხბურთელმა დაიწყო. თუმცა ირაკლი აზაროვის შახტარი, ოთარ კიტეიშვილის შტურმი და გურამ კაშიას სლოვანი ლიგის ფაზაშივე ჩარჩნენ.

სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა ბოლოს ლიგაზე 2024 წლის 12 მარტს ბარსელონას წინააღმდეგ, კატალონიაში ითამაშა.

შესაბამისად, თითქმის 11 თვიანი პაუზის შემდეგ კვარა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს კვლავ პირადად მოისმენს. ხვიჩას ანგარიშზე ამ ტურნირზე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. აქედან 1 ასისტი, აინტრახტის წინააღმდეგ მას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში აქვს გაფორმებული.

ქუსლით, გუტის სტილში, დი ლორენცოს რომ გაატანინა, ხომ გახსოვთ?!

რაც შეეხება უშუალოდ წყვილს, ლიგა 1-ულ დუელში ფავორიტი, ცხადია, პსჟ-ია. ლუის ენრიკეს გუნდს პირველი მატჩი გასვლაზე აქვს. თუმცა შეგახსენებთ, რომ ბრესტი საშინაო მატჩებს გინგამის სტადიონზე ატარებს. იქ კი გაზონი საუკეთესო მდგომარეობაში ნამდვილად არ არის. ეს ფაქტი მცირე მაგრამ მაინც გარკვეულ უპირატესობას ლუდოვიკ აჟორკსა და მის თანაგუნდელებს მიანიჭებს.

ბრესტი vs პსჟ ყველაზე ადრე 21:45 წუთიდან დაიწყება. ორივე კლუბისთვის, ეს იქნება პირველი დაპირისპირება, რომელსაც ფრანგულ კლუბთან ევროტურნირზე გამართავს.

მანჩესტერ სიტი vs მადრიდის რეალი

ლიგის ახალმა ფორმატმა ტოპ წყვილი 1/8-ფინალის წინასწარ რაუნდშივე შემოგვთავაზა. ცხადია, მანჩესტერ სიტი საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა წყვილში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება მაინც რთულია.

2020 წლიდან მოყოლებული წყვილი ერთმანეთს მეცხრედ შეხვდება. ერთადერთი გამონაკლისი 2021 წელი იყო, სხვა წლებში მან სიტი vs რეალი ყოველ ჯერზე ვნახეთ.

სიტიმ მეტოქეს დამარცხება ორრაუნდიან დუელში მხოლოდ 1-ელ შეძლო. სხვა შემთხვევებში გამარჯვებული მადრიდელები გამოდიოდნენ.

თუკი პეპ გვარდიოლას დავეყრდნობით, ქალაქელები კილიან მბაპესთვის ბურთთან ერთად გატარებული დროის შემცირებას ეცდებიან.

რაც შეეხება რეალს – მადრიდელები ეტიჰადზე ოპტიმისტური განწყობით ჩადიან. თასზე ლეგანესთან ბოლო წუთებზე გამარჯვებას მადრიდულ დერბიში ფრე მოჰყვა. ეს კი ნიშნავს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ინგლისში ლა ლიგის ლიდერის რანგში სტუმრობს.

აქვე კარლო ანჩელოტი ხოსეპ გვარდიოლასთან დაპირისპირების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ამ წყვილის გამარჯვებულს ლიგის მოგება თავისუფლად შეუძლია.

სპორტინგი vs დორტმუნდი & იუვენტუსი vs პსვ

ცალსახად საინტერესო წყვილებია სპორტინგი vs დორტმუნდი და იუვენტუსი vs პსვ. ლისაბონში ორი ისეთი გუნდი ითამაშებს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი სეზონის მიმდინარეობისას შეეცვალა.

სპორტინგში რუბენ ამორიმი რუი ბორჟესმა შეცვალა, ხოლო დორტმუნდში ნური შაჰინის ნაცვლად უკვე ძმები, ნიკო და რობერტ კოვაჩები მივიდნენ. განსხვავება ისაა, რომ დორტმუნდიდან შაჰინი გაუშვეს, ხოლო სპორტინგიდან მწვრთნელი და სპორტული დირექტორი, უგო ვიანა, შესაბამისად, მანჩესტერ იუნაიტედმა და მანჩესტერ სიტიმ წამოიყვანეს.

2021 წლის შემდეგ ამ გუნდების გზები არც ჩემპიონთა ლიგაზე და არც სადმე სხვაგან არ გადაკვეთილა.

სპორტინგი ლიგა პორტუგალს ლიდერობს, ხოლო დორტმუნდი ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზეა.

რაც შეეხება იუვე vs პსვ-ს. ეს წყვილი ლიგის ფაზაში უკვე ვიხილეთ. 1-ელ ტურში ტურინში იუვემ 3-1 მოიგო. ილდიზის მაკკენის და გონსალესის გოლებს სტუმართაგან პრესტიჟის გოლით საიბარიმ უპასუხა.

პეტერ ბოშის ეინდჰოვენმა ლიდერობა ერედივიზიაში ახლახანს, ბოლო ტურში დაკარგა. თუმცა იქაც აიაქსთან ქულებით თანაბარი სიტუაციაა.

რაც შეეხება იუვეს – ტიაგო მოტას გუნდი სერია A-ში მე-5 ადგილზეა.

20:00-დან, მატჩებამდე Setanta Sports Georgia-ს Youtube არხზე შეგიძლიათ ლიგის დროას უყუროთ, სადაც ლუკა მილორავასთან და სტუმარ გოჩა თანდარაშვილთან ერთად მეც ვიქნები. გადაცემაში ცხადია, მატჩებამდე გუნდების სასტარტო პირობებს მიმოვიხილავთ.