ჩემპიონთა ლიგა წილისყრა – 1/8-ში წყვილები ნიონში 21 თებერვალს 15:00 საათიდან გაირკვევა. მიუნხენის საგზურებისთვის ბრძოლას 16 გუნდი განაგრძობს.
ჩემპიონთა ლიგა წილისყრა – პირდაპირი რეპორტაჟი
1/8-ფინალის წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟი 21 თებერვალს, 15:00 საათიდან დაიწყება და მისი ნახვა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პროცესი სასურველ ბანერზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ჩემპიონთ ლიგა წილისყრა – 1/8-ფინალი
მიუნხენის ფინალისთვის ბრძოლას 16 გუნდი განაგრძობს. 1-ელ – მე-8 ადგილებზე გასული გუნდები მერვედფინალში განთესილები იქნებიან, ხოლო პლეი ინით გასულები – განუთესავები.
განთესილები:
ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა.
განუთესავები:
პარი-სენ ჟერმენი, ბრიუგე, რეალი, პსვ, ფეიენოორდი, ბაიერნი, დორტმუნდი, ბენფიკა.
ახალი ფორმატის გამო თითოეული გუნდისთვის პოტენციური მოწინააღმდეგეების რაოდენობა 2-მდეა შემცირებული.
ასევე წინასწარ გაწერილია ფინალამდე გზები, სადაც მაგალითად, ერთმანეთის პირისპირ ვერ ითამაშებენ ლივერპული და ბარსელონა, თუკი ორივე გუნდი მიუნხენში 31 მაისს, ფინალში არ აღმოჩნდება.
წყვილების შესაძლო ვარიანტები ასე გამოიყურება:
პსჟ – ლივერპული / ბარსელონა
ბენფიკა – ლივერპული / ბარსელონა
ბრიუგე – ლილი / ასტონ ვილა
დორტმუნდი – ლილი / ასტონ ვილა
რეალი – ატლეტიკო / ლევერკუზენი
ბაიერნი – ატლეტიკო / ლევერკუზენი
პსვ – არსენალი / ინტერი
ფეიენოორდი – არსენალი / ინტერი
პოტენციური წყვილებიდან გამომდინარე მთელ რიგ საინტერესო კომბინაციებს ველით. ლიგის პლეი ოფში პირველი ქართული გოლის ავტორი კვარა ან ლივერპულს ხვდება ან პსჟ-ს.