ჩემპიონთა ლიგა, პლეი ოფი – ლიგის ფაზა დასრულდა და სატურნირო ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო. ცნობილია 24-ივე გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს.
მათგან პირველი 8 საუკეთესო 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდა. დანარჩენი 16 კი 1/8-ფინალის წინასწარ რაუნდში შინ-გასვლა პრინციპით 2-2 მატჩს ჩაატარებს.
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 სატურნირო ცხრილი
36 გუნდი, 18 მატჩი თანადროულად და აბსოლუტური ფეხბურთი – გურმანებმა დიდ სანახაობასთან ერთად, დიდი სიამოვნებაც მიიღეს.
ლიგის ფაზის VIII ტურში ჩემპიონთა ლიგის ცხრილმა საბოლოოდ, ასეთი სახე მიიღო.
ადგილი | გუნდი | თამაშები | მოგებული | ფრე | წაგებული | გატანილი გოლები | გაშვებული გოლები | გოლი სხვაობა | ქულები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ლივერპული | 8 | 7 | 0 | 1 | 17 | 5 | +12 | 21 |
2 | ბარსელონა | 8 | 6 | 1 | 1 | 28 | 13 | +15 | 19 |
3 | არსენალი | 8 | 6 | 1 | 1 | 16 | 3 | +13 | 19 |
4 | ინტერი | 8 | 6 | 1 | 1 | 11 | 1 | +10 | 19 |
5 | ატლეტიკო | 8 | 6 | 0 | 2 | 20 | 12 | +8 | 18 |
6 | ლევერკუზენი | 8 | 5 | 1 | 2 | 15 | 7 | +8 | 16 |
7 | ლილი | 8 | 5 | 1 | 2 | 17 | 10 | +7 | 16 |
8 | ასტონ ვილა | 8 | 5 | 1 | 2 | 13 | 6 | +7 | 16 |
9 | ატალანტა | 8 | 4 | 3 | 1 | 20 | 6 | +14 | 15 |
10 | დორტმუნდი | 8 | 5 | 0 | 3 | 22 | 12 | +10 | 15 |
11 | რეალი | 8 | 5 | 0 | 3 | 20 | 12 | +8 | 15 |
12 | ბაიერნი | 8 | 5 | 0 | 3 | 20 | 12 | +8 | 15 |
13 | მილანი | 8 | 5 | 0 | 3 | 14 | 11 | +3 | 15 |
14 | პსვ ეინდჰოვენი | 8 | 4 | 2 | 2 | 16 | 12 | +4 | 14 |
15 | პარი სენ-ჟერმენი | 8 | 4 | 1 | 3 | 14 | 9 | +5 | 13 |
16 | ბენფიკა | 8 | 4 | 1 | 3 | 16 | 12 | +4 | 13 |
17 | მონაკო | 8 | 4 | 1 | 3 | 13 | 13 | 0 | 13 |
18 | ბრესტი | 8 | 4 | 1 | 3 | 10 | 11 | -1 | 13 |
19 | ფეიენორდი | 8 | 4 | 1 | 3 | 18 | 21 | -3 | 13 |
20 | იუვენტუსი | 8 | 3 | 3 | 2 | 9 | 7 | +2 | 12 |
21 | სელტიკი | 8 | 3 | 3 | 2 | 13 | 14 | -1 | 12 |
22 | მანჩესტერ სიტი | 8 | 3 | 2 | 3 | 18 | 14 | +4 | 11 |
23 | სპორტინგი | 8 | 3 | 2 | 3 | 13 | 12 | +1 | 11 |
24 | ბრიუგე | 8 | 3 | 2 | 3 | 7 | 11 | -4 | 11 |
25 | დინამო ზაგრები | 8 | 3 | 2 | 3 | 12 | 19 | -7 | 11 |
26 | შტუტგარტი | 8 | 3 | 1 | 4 | 13 | 17 | -4 | 10 |
27 | შახტარი | 8 | 2 | 1 | 5 | 8 | 16 | -8 | 7 |
28 | ბოლონია | 8 | 1 | 3 | 4 | 4 | 9 | -5 | 6 |
29 | ცრვენა ზვეზდა | 8 | 2 | 0 | 6 | 13 | 22 | -9 | 6 |
30 | შტურმი | 8 | 2 | 0 | 6 | 5 | 14 | -9 | 6 |
31 | სპარტა პრაღა | 8 | 1 | 1 | 6 | 7 | 21 | -14 | 4 |
32 | რედ ბულ ლაიპციგი | 8 | 1 | 0 | 7 | 8 | 15 | -7 | 3 |
33 | ჟირონა | 8 | 1 | 0 | 7 | 5 | 13 | -8 | 3 |
34 | რედ ბულ ზალცბურგი | 8 | 1 | 0 | 7 | 5 | 27 | -22 | 3 |
35 | სლოვან ბრატისლავა | 8 | 0 | 0 | 8 | 7 | 27 | -20 | 0 |
36 | იანგ ბოიზი | 8 | 0 | 0 | 8 | 3 | 24 | -21 | 0 |
როგორც ხედავთ ტოპ 8 გუნდში, ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი და ასტონ ვილა გავიდნენ.
აქედან 3 ინგლისურია, 2 ესპანური, 1 იტალიური, 1 გერმანული და 1 ფრანგული.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფი – ვინ ვის ხვდება
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, პარასკევს, 31 იანვარს იქნება, თუმცა უკვე ცნობილია, ვინ ვისზე შეიძლება გავიდეს, ფინალისკენ მიმავალი გზა ვისთვის იქნება შედარებით მარტივი და ვისთვის – შედარებით რთული.
ლიგის ახალი ფორმატის მიხედვით გუნდები ჩოგბურთის სტილში, თავ-თავიანთი პლეი ოფის ბილიკებით ივლიან. ბადე ორი იქნება ვერცხლისფერი და ლურჯი.
მათი პოტენციური წყვილები კი ასე გამოიყურება.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფი (KO Play-Off) – შესაძლო დაპირისპირებები
ამ ეტაპზე 9-დან 24-მდე ადგილზე გასული გუნდები იბრძვიან 1/8 ფინალში გასასვლელად. თითოეულ წყვილში ორი შესაძლო მატჩია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქე 1/8-ფინალის წინასწარ რაუნდში ან ბრესტი იქნება ან მონაკო. ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში კი ან ლივერპული, ან ბარსელონა.
1-2-ადგილოსნების ბადე ასცდებოდა პსჟ-ს თუკი ლივერპული პსვ-სთან არ წააგებდა და ფრანგები მე-14 ადგილზე გავიდოდნენ. ასეთ შემთხვევაში 1/8-ფინალში ან არსენალზე გავიდოდნენ ან ინტერზე.
- ატალანტა (9) vs სპორტინგი (23) ან ბრიუგე (24)
- ბორუსია დორტმუნდი (10) vs სპორტინგი (23) ან ბრიუგე (24)
- რეალ მადრიდი (11) vs სელტიკი (21) ან მანჩესტერ სიტი (22)
- ბაიერნი (12) vs სელტიკი (21) ან მანჩესტერ სიტი (22)
- მილანი (13) vs ფეიენორდი (19) ან იუვენტუსი (20)
- პსვ ეინდჰოვენი (14) vs ფეიენორდი (19) ან იუვენტუსი (20)
- პარი სენ-ჟერმენი (15) vs მონაკო (17) ან ბრესტი (18)
- ბენფიკა (16) vs მონაკო (17) ან ბრესტი (18)
1/8 ფინალის ეტაპი – პლეი-ოფის გამარჯვებულები ხვდებიან ტოპ 8 გუნდს
პლეი-ოფის გამარჯვებულები ხვდებიან ლიგის ფაზის პირველ 8 გუნდს. თითოეულ წყვილში ორი შესაძლო დაპირისპირებაა.
- ლივერპული (1) vs (მონაკო/ბრესტი) ან (პსჟ/ბენფიკა)
- ბარსელონა (2) vs (მონაკო/ბრესტი) ან (პსჟ/ბენფიკა)
- არსენალი (3) vs (მილანი/პსვ) ან (ფეიენორდი/იუვენტუსი)
- ინტერი (4) vs (მილანი/პსვ) ან (ფეიენორდი/იუვენტუსი)
- ატლეტიკო მადრიდი (5) vs (რეალ მადრიდი/ბაიერნი) ან (სელტიკი/მანჩესტერ სიტი)
- ბაიერ ლევერკუზენი (6) vs (რეალ მადრიდი/ბაიერნი) ან (სელტიკი/მანჩესტერ სიტი)
- ლილი (7) vs (ატალანტა/ბორუსია დორტმუნდი) ან (სპორტინგი/ბრიუგე)
- ასტონ ვილა (8) vs (ატალანტა/ბორუსია დორტმუნდი) ან (სპორტინგი/ბრიუგე)
როგორც ხედავთ, საკმაოდ მძიმე წყვილი გამოვა ლივერპული vs პსჟ ან ბარსელონა vs პსჟ. ეს კი იმ შემთხვევაში თუ პსჟ მონაკოს ან ბრესტს გააგდებს.
არ გაუმართლა მადრიდის რეალსაც. სამეფო კლუბს უარეს შემთხვევაში ჯერ შეიძლება მანჩესტერ სიტი შეხვდეს, მერე კი ან ატლეტიკო ან ლევერკუზენი. იმავე წარმატებით შეიძლება დაჯდეს ბაიერნი vs მანჩესტერ სიტის წყვილიც. ამ ბილიკზე ყველაზე მეტად ალბათ, მაინც, სელტიკს არ გაუმართლა.
შედარებით მარტივი ბილიკი გამოვა ლილი-ასტონ ვილას წყვილისთვის, რომელსაც დორტმუნდი-ატალანტას და სპორტინგი-ბრიუგეს წყვილი გამოვა.
როგორ მუშაობს ეს გზა?
- პლეი-ოფში გუნდებს ორი შესაძლო მეტოქე ჰყავთ.
- გამარჯვებულები გადადიან 1/8 ფინალში, სადაც ხვდებიან ლიგის ფაზის პირველ 8 გუნდს.
- მას შემდეგ კი წინასწარ გაწერილი ბადით განაგრძობენ ბრძოლას 1/4 ფინალში, 1/2-ფინალში და ფინალში.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფი – წილისყრა
ჩემპიონთა ლიგა, პლეი ოფი – მალე დაიწყება. მანამდე კი ცხადია, წილისყრა უნდა ჩატარდეს.
1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის წილისყრა 31 იანვარს, პარასკევს, საქართველოს დროით 21:00 საათიდან იქნება.
წილისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა setantasports.com-ზე შეგეძლებათ.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფი – კალენდარი
🔹 პლეი-ოფის მატჩები: 11/12 და 18/19 თებერვალი 2025
🔹 1/8 ფინალი: 4/5 და 11/12 მარტი 2025
🔹 1/4 ფინალი: 8/9 და 15/16 აპრილი 2025
🔹 1/2 ფინალი: 29/30 აპრილი და 6/7 მაისი 2025
🔹 ფინალი: 31 მაისი 2025