ჩემპინთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა – UEFA-ს სამივე საკლუბო ტურნირის ფლეიოფის წილისყრა setantasports.com-ისა და Setanta Sports 1-ის პირდაპირ ეთერში იქნება.
ნიონში, შვეიცარიაში UEFA-ს საკლუბო ტურნირებზე ფლეიოფებში გუნდები დღეს დაწყვილდებიან. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15:00 საათზე დაიწყება.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის წყვილები 16:00 საათიდან გაირკვევა. კონფერენს ლიგაზე კი იმავე სტადიის 8 წყვილი 17:00 საათიდან შედგება.
ჩემპიონთა ლიგა – 1/8-ფინალის წილისყრა
გუნდები ტრადიციულად განთესილებად და განუთესავებად არიან დაყოფილი. პირველადგილოსნები, მეორეადგილოსნებს შეხვდებიან. გუნდები ერთი და იმავე ასოციაციიდან და ქვეჯგუფიდან ერთმანეთის პირისპირ ვერ ითამაშებენ.
| განთესილები | განუთესავები |
| არსენალი | კოპენჰაგენი |
| ატლეტიკო | ინტერი |
| ბარსელონა | ლაციო |
| ბაიერნი | ლაიფციგი |
| დორტმუნდი | ნაპოლი |
| მანჩესტერ სიტი | პსჟ |
| რეალ მადრიდი | პორტუ |
| რეალ სოსიედადი | პსვ |
ევროპა ლიგა – წილისყრა
შეზღუდვების მხრივ, წესები აქაც იდენტურია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნები განუთესავები იქნებიან, ევროპა ლიგის ჯგუფების მეორეადგილოსნები კი – განთესილები.
| განთესილები | განუთესავები |
| ფრაიბურგი | ბენფიკა |
| მარსელი | ბრაგა |
| ყარაბაღი | ფეიენოორდი |
| რომა | გალათასარაი |
| პრაღის სპარტა | ლანსი |
| სპორტინგი | მილანი |
| ტულუზა | შახტარი |
| რენი | იანგ ბოიზი |
კონფერენს ლიგა – წილისყრა
| განთესილები | განუთესავები |
| ბოდო გლიმტი | აიაქსი |
| დინამო ზაგრები | მაკაბი ჰაიფა |
| ფერენცვაროში | მიოლდე |
| აინტრახტი | ოლიმპიაკოსი |
| გენტი | რეალ ბეტისი |
| ლეგია | სერვეტი |
| ლუდოგორეცი | გრაცის შტურმი |
| სლოვანი | უნიონ სენ ჟილუაზი |
ჩემპიონთა ლიგა წილისყრა – პირდაპირი რეპორტაჟი
UEFA-ს სამივე საკლუბო ტურნირის წილისყრის ლაივის ნახვა მაყურებელს Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე 15:00 საათიდან შეეძლება.