სოლიდური პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის დღესასწაული, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. მე-7 ტურში რამდენიმე ტოპ მატჩი გველის – ატლეტიკო-ლევერკუზენი, პსჟ-სიტი, რეალი-ზალცბურგი და სხვა. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვას setantasports.com-ზე შეძლებთ.
ჩემპიონთა ლიგა – ატლეტიკო მადრიდი VS ლევერკუზენი
სამშაბათს, 23:55 საათზე, ვანდა მეტროპოლიტანოზე ერთმანეთს ატლეტიკო მადრიდი და ბაიერ ლევერკუზენი დაუპირისპირდებიან. ატლეტიკო ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ცხრილის მერვე ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ლევერკუზენთან გამარჯვებამ როხიბლანკო შესაძლოა იმ რვა გუნდში შეიყვანოს, რომლებიც პლეიოფში ასპარეზობას პირდაპირ მერვედფინალებიდან დაიწყებენ.
თუმცა ეს რთული ამოცანა იქნება ლევერკუზენის წინააღმდეგ, რომელსაც ამჟამად ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს. გასული სეზონის უეფას ევროპა ლიგის ფინალისტმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა არაჩვეულებრივად დაიწყო – ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და ექვსი მატჩიდან 13 ქულა აქვს.
მადრიდის ატლეტიკოსა და ლევერკუზენის ბაიერს შორის ევროტურნირებზე ეს მე-11 შეხვედრა იქნება – გუნდები 3-3 მოგებით იწონებენ თავს, ხოლო 4 მატჩი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ატლეტიკო უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო 10 საშინაო მატჩში დაუმარცხებელია. ლევერკუზენი კი ეცდება, რომ 1996 წლის შემდეგ პირველი გერმანული გუნდი გახდეს, რომელიც ესპანურ გრანდს საკუთარ კედლებში დაამარცებს. ეს ბოლოს დორტმუნდის ბორუსიამ შეძლო.
ჩემპიონთა ლიგა – რეალი VS ზალცბურგი
ოთხშბათს, 23:55 საათზე საქმეში მოქმედი ჩემპიონები ჩაერთვებიან – ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რეალ მადრიდი საკუთარ მოედანზე ზალცბურგის დამარცხებას შეეცდება.
მადრიდის რეალი ზალცბურგთან მატჩს ესპანეთის ჩამპიონატში ლას პალმასთან 4-1 გამარჯვების შემდეგ ხვდება. მათი ჩემპიონთალიგური სტარტი არც თუ ისე დამაჯერებელია – 6 მატჩის შემდეგ ანჩელოტის შეგირდებს 9 ქულა აქვთ და მე-20 ადგილზე იმყოფებიან.
ჩემპიონთა ლიგაზე არც ზალცბურგის ასპარეზობაა საამაყო. ავსტრიულმა გუნდა 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და 36 გუნდიდან 32-ე ადგილზე იმყოფებიან.
ეს ზალცბურგთან მადრიდის რეალის პირველი ევროპული შეხვედრა იქნება. ამასთან, ავსტრიულ კლუბს ესპანური გრანდი ბოლოს 1998-99 წლებში შეხვდა, როდესაც გრაცის შტურმი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5:1 დაამარცხა.
მოლოდინია, რომ მატჩი საინტერესო, დაძაბული და ამავდროულად სანახაობრივი უნდა იყოს – ის, რაც ჩემპიონთალიგურ დაპირისპირებას ყველაზე მეტად უხდება.
ჩემპიონთა ლიგა – ბენფიკა VS ბარსელონა
ბარსელონა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე გამარჯვების მოპოვებას სამშაბათს, 23:55 საათზე, ლისაბონში პორტუგალიურ გიგანტ ბენფიკასთან შეეცდება.
ამჟამად, ჰანსი ფლიკის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა და 15 ქულა აქვს, ხოლო არწივები მე-15 ადგილზე არიან. მათ ექვსი მატჩიდან 10 ქულის აღება შეძლეს, რაც ამ მომენტისთვის პლეი ოფში გასასვლელად საკმარისია.
ბენფიკა ბარსელონას 4-მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება. ლაჟის ბიჭები პორტუგალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ სპორტინგს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
ბარსელონამ ახლახან ესპანეთის სუპერთასი მოიგო და კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ ლალიგაში ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ ფორმაშია და ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს.
ბენფიკამ წინა ცხრა მატჩიდან ბარსელონას წინააღმდეგ 2 მოიგო, მათ შორის 1961 წლის ევროპის თასის ფინალი. პორტუგალიურმა გუნდმა მეორე გამარჯვება 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (3-0) მოიპოვა. ურთიერთშეხვედრებში 4 მატჩი ფრედ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ ბენფიკასთან ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო (2 ფრე და 1 მარცხი). ბოლო მატჩი მათ შორის შორის 2021/22 წლების სეზონში შედგა და ის 0-0 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგა – ლივერპული VS ლილი
სამშაბათს, 23:55 საათზე, ენფილდზე ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში დაუმარცხებელი ლივერპული, რომელიც სატურნირო ცხრილის სათავეშია, მერვეადგილოსან ლილს დაუპირისპირდება.
იმ შემთხვევაში თუ ინგლისური გუნდი ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებს მერვედფინალის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.
წლევანდელ სეზონში ლივერპული ერთადერთი გუნდია, რომელმაც ლიგაზე ექვსივე მატჩი მოიგო და ამასთან, მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
თავის მხრივ, ლილმა 11 დეკემბერს, წინა ჩემპიონთალიგურ მატჩში გრაცის შტურმი 3-2 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
ბრუნო ჟენეზიოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგაზე ექვს მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ და ტურნირის ბოლო ხუთ მატჩში 4 მოიგეს (1 ფრე).
გუნდები ევროასპარეზზე ერთმანეთს 2010 წელს ევროპალიგის პლეიოფში შეხვდნენ. პირველი მატჩი ედენ აზარის გოლით ლილმა მოიგო, თუმცა საპასუხო თამაშში სტივენ ჯერარდის პენალტითა და ფერნანდო ტორესის დუბლით ლივერპულმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგა – ცხრილი
გუნდი | ბურთების სხვაობა | ქულა |
ლივერპული | 12 | 18 |
ბარსელონა | 14 | 15 |
არსენალი | 9 | 13 |
ბაიერ ლევერკუზენი | 7 | 13 |
ასტონ ვილა | 6 | 13 |
ინტერი | 6 | 13 |
ბრესტი | 4 | 13 |
ლილი | 3 | 13 |
დორტმუნდი | 9 | 12 |
ბაიერნი | 9 | 12 |
ატლეტიკო მადრიდი | 4 | 12 |
მილანი | 3 | 12 |
ატალანტა | 9 | 11 |
იუვენტუსი | 4 | 11 |
ბენფიკა | 3 | 10 |
მონაკო | 2 | 10 |
სპორტინგი | 2 | 10 |
ფეიენოორდი | -1 | 10 |
ბრიუგე | -2 | 10 |
რეალი | 1 | 9 |
სელტიკი | 0 | 9 |
მანჩესტერ სიტი | 4 | 8 |
პსვ | 2 | 8 |
დინამო ზაგრები | -5 | 8 |
პსჟ | 0 | 7 |
შტუტგარტი | -3 | 7 |
შახტარი | -8 | 4 |
პრაღის სპარტა | -11 | 4 |
გრაცის შტურმი | -5 | 3 |
ჟირონა | -6 | 3 |
ცრვენა ზვეზდა | -9 | 3 |
ზალცბურგი | -15 | 3 |
ბოლონია | -6 | 2 |
ლაიფციგი | -7 | 0 |
სლოვან ბრატისლავა | -16 | 0 |
იანგ ბოიზი | -19 | 0 |