სარჩევი
ჩემპიონთა ლიგა - ბოლო ტური ლიგის ფაზიდან ფლეი ოფში | Setanta Sports

ჩემპიონთა ლიგა, ბოლო ტური, 36 გუნდი, 18 მატჩი პარალელურად და აბსოლუტური ფეხბურთი. უყურე პირდაპირ რეპორტაჟებს setantasports.com-ზე 23:55-დან.

ლივერპულსა და ბარსელონას TOP 8 და შესაბამისად, 1/8-ფინალი განაღდებული აქვთ. 9 გუნდი ჩემპიონთა ლიგას კი უკვე დაემშვიდობა, რადგან 24 საუკეთესოში მოხვედრის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს.

ყველა სხვა კი დღეს იბრძოლებს და მნიშვნელობა ყველაფერს ექნება. 1 ქულა, 1 ბურთი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს და პლეი ოფში ამა თუ იმ გუნდის გზა განსაზღვროს.

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – ლაივი

8 მატჩი და 2 მულტივიუ – setantasports.com-ის პლატფორმასა და Setanta Sports-ის არხებზე პირდაპირ ეთერში სწორედ ეს სანახაობა გელით. ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ მატჩებს მიენიჭა, რომელთაც ყველაზე მეტი დატვირთვა აქვთ.

რაც შეეხება ორ მულტივიუს – ერთის ფიდში TOP 8-ის მებრძოლი გუნდების მატჩები იქნება, მეორეში კი – მე-9-24-ე ადგილებს შორის პოზიციის მაძიებელთა თამაშები.

ჩემპიონთა ლიგა, ბოლო ტური – პირდაპირი რეპორტაჟები 23:55 წუთიდან დაიწყება.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.

ჩემპიონთა ლიგა ბოლო ტური – ვის რა სჭირდება

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, მათ შორის, იმასაც განაპირობებს პლეი ოფში ვინ რომელი გზით ივლის.

შესაბამისად, მნიშვნელობა ექნება გუნდი, პირობითად, მე-9 ადგილს დაიკავებს, თუ 21-ეს.

მაგალითად, 7 ტურის თავზე, სატურნირო ცხრილის მიხედვით ლივერპულისა და ბარსელონას პოტენციურ მეტოქეთა სია ასეთია: ბაიერნი, რეალი, იუვენტუსი, სელტიკი.

ცხადია, ეს მოცემულობა ბოლო ტურის შედეგების შემდეგ დიდი ალბათობით, შეიცვლება. საგულისხმოა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის შეზღუდვა ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებს პლეი ოფიდან ეხსნებათ.

ასევე შეიძლება პლეი ოფში განმეორდეს ისეთი წყვილი, რომელიც ლიგის ფაზის დროს უკვე ვნახეთ.

ლიგის ფაზა – VIII ტური