სარჩევი
ჩემპიონთა ლიგა 2024-25 დაკომპლექტდა | Setanta Sports
2024 აგვ 29, 02:15 შ-მდე
5 წუთის საკითხავი

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 წლების სეზონი სრულად დაკომპლექტდა. ევროპის ნომერ პირველი საკლუბო ტურნირი ახლებური ფორმატით პირველად გაიმართება.

ლიგის კვალიფიკაციის პლეი ოფში ბოლო 7 გუნდის ვინაობაც გაირკვა. პრესტიჟულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანი, რომელმაც მიდტიულანდი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – კვალიფიკაციის პლეი ოფი

ყარაბაღი 0-5 ზაგრების დინამო
ბელგრადის რედ სტარი3-2ბოდო გლიმტი
პრაღის სლავია2-3ლილი
ბრატისლავის სლოვანი4-3მიდტიულანდი
გალათასარაი2-4იანგ ბოიზი
ზალცბურგი3-1კიევის დინამო
პრაღის სპარტა4-0მალმიო

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – მონაწილეები

ლიგის ძირითადი ფაზა სრულად დაკომპლექტების შემდეგ ასე გამოიყურება. 36 კლუბი ევროპის 16 ქვეყანას წარმოადგენს.

ყველაზე მეტი 5-5 გუნდი გერმანიასა და იტალიას ეყოლებათ. 4-4 გუნდით არიან წარმოდგენილი ინგლისი, ესპანეთი და საფრანგეთი. 2-2 გუნდი ეყოლება პორტუგალიას, ნიდერლანდებსა და ავსტრიას. დანარჩენ 8 ქვეყანას თითო წარმომადგენელი ეყოლება.

სასიამოვნოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვნახავთ 3 ქართველ ფეხბურთელს. ოთარ კიტეიშვილი – შტურმი, გურამ კაშია – სლოვანი და ირაკლი აზაროვი – შახტარი.

კლუბიქვეყანა
მანჩესტერ სიტიინგლისი
არსენალიინგლისი
ლივერპულიინგლისი
ასტონ ვილაინგლისი
მადრიდის რეალიესპანეთი
ბარსელონაესპანეთი
ჟირონაესპანეთი
ატლეტიკოესპანეთი
ლევერკუზენის ბაიერიგერმანია
შტუტგარტიგერმანია
მიუნხენის ბაიერნიგერმანია
ლაიფციგიგერმანია
დორტმუნდის ბორუსიაგერმანია
ინტერიიტალია
მილანიიტალია
იუვენტუსიიტალია
ატალანტაიტალია
ბოლონიაიტალია
პსჟსაფრანგეთი
მონაკოსაფრანგეთი
ბრესტისაფრანგეთი
ლილისაფრანგეთი
სპორტინგიპორტუგალია
ბენფიკაპორტუგალია
ფეიენოორდინიდერლანდები
პსვ ეინდჰოვენინიდერლანდები
ბრიუგებელგია
სელტიკიშოტლანდია
დონეცკის შახტარიუკრაინა
გრაცის შტურმიავსტრია
ზალცბურგიავსტრია
ბრატისლავის სლოვანისლოვაკეთი
პრაღის სპარტაჩეხეთი
იანგ ბოიზიშვეიცარია
ზაგრების დინამოხორვატია
ბელგრადის რედ სტარისერბეთი

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – ფორმატი

ლიგაზე 32-ის ნაცვლად 36 გუნდი იქნება. აღარ არის ჯგუფური ეტაპი, მის ნაცვლად გუნდები ერთიანი ლიგის სისტემით ითამაშებენ. 36 გუნდი ლიგის ფაზაში 8 შეხვედრას გამართავს. 4-ს შინ და 4-ს – გასვლაზე.

გუნდები 4 კალათად იქნებიან დაყოფილი. ყოველი კალათიდან ერთ გუნდს 2-2 მოწინააღმდეგე შეხვდება, საიდანაც ერთს სახლში ეთამაშება და მეორეს – გასვლაზე.

საბოლოო ჯამში შედგება 36-გუნდიანი ცხრილი. საიდანაც საუკეთესო 8 გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა. მე-9-დან 24-ე ადგილების ჩათვლით გუნდები კი ორმატჩიან წინასწარი პლეი ოფის რაუნდს ითამაშებენ, შინ და გასვლაზე, და ასე დააკომპლექტებენ მერვედფინალს.

25-ე ადგილს ქვემოთ გასული გუნდები ევროპა ლიგაზე არ გადაინაცვლებენ, პირდაპირ გამოეთიშებიან ევროტურნირებს.

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – წილისყრა

ლიგის ისტორიაში პირველად წილისყრა მონტე კარლოში გაიმართება. 36 გუნდი 4 კალათშია გადანაწილებული.

ლიგის ერთიან ცხრილში თითოეული გუნდი ყოველი კალათიდან 2-2 გუნდს დაუპირისპირდება. წილისყრაში მონაწილეობას კომპიუტერი ყველაზე დიდი დოზით მიიღებს. ეს ადამიანური შეცდომის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს.

ვერცერთი გუნდი ვერ შეხვდება საკუთარი ქვეყნის ასოციაციის წარმომადგენელს. ასევე დაუშვებელია, ერთ გუნდს მოწინააღმდეგედ ერთი და იმავე ქვეყნის ორზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს.

1-ლი კალათა
მადრიდის რეალი
მანჩესტერ სიტი
მიუნხენის ბაიერნი
პსჟ
ლივერპული
ინტერი
დორტმუნდის ბორუსია
ლაიფციგი
ბარსელონა

მე-2 კალათა
ლევერკუზენის ბაიერი
მადრიდის ატლეტიკო
ატალანტა
იუვენტუსი
ბენფიკა
არსენალი
ბრიუგე
შახტარი
მილანი

მე-3 კალათა
ფეიენოორდი
ლისაბონის სპორტინგი
პსვ ეინდჰოვენი
ზაგრების დინამო
ზალცბურგი
ლილი
ბელგრადის რედ სტარი
იანგ ბოიზი
სელტიკი

მე-4 კალათა
ბრატისლავის სლოვანი
მონაკო
პრაღის სპარტა
ასტონ ვილა
ბოლონია
ჟირონა
შტუტგარტი
გრაცის შტურმი
ბრესტი

სად ვუყურო ჩემპიონთა ლიგის წილისყრას

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პირდაპირ ეთერში ნახვა 29 აგვისტოს, 20:00 საათიდან setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება შესაძლებელი.

წილისყრას ქართულენოვან ეთერში გიორგი საძაგლიშვილი და გიორგი ციხისთავი გააკომენტარებენ.

ჩემპიონთა ლიგა 2024-25 – კალენდარი

ლიგის ფაზა 17 სექტემბერს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. 8 ტურს გუნდები სწორედ ამ დროში ჩახურავენ, შემდეგ კი პლეი ოფები დაიწყება.

ფინალი 31 მაისს მიუნხენში, მიუნხენის სტადიონზე(ალიანც არენაზე) გაიმართება.

  • ტური 1: 17–19 სექტემბერი 2024
  • ტური 2: 1-2 ოქტომბერი 2024
  • ტური 3: 22-23 ოქტომბერი 2024
  • ტური 4: 5-6 ნოემბერი 2024
  • ტური 5: 26-27 ნოემბერი 2024
  • ტური 6: 10-11 დეკემბერი 2024
  • ტური 7: 21-22 იანვარი 2025
  • ტური 8: 29 იანვარი 2025

ჩემპიონთა ლიგის სრული სეზონის ნახვას setantasports.com-ზე შეძლებთ. თვიურ გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომო კოდი NEWS24.