ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალი – წილისყრის შედეგები ცნობილია. 16 გუნდი 1/4-ფინალის საგზურისთვის ორმატჩიან წყვილებში იბრძოლებს.
ნიონში გამართული წილისყრის შედეგად რამდენიმე გამორჩეული წყვილი შედგა. განსაკუთრებულ ინტერესსა მოლოდინს ნაპოლი-ბარსელონას წყვილი ქმნის. ხვიჩა კვარაცხელიას ხილვა ბარსას წინააღმდეგ, ალბათ ბევრ ქართველ გულშემატკივარს სურდა.
დათი ხოჭოლავას კოპენჰაგენი მოქმედი ჩემპიონის, მანჩესტერ სიტის ბარიერის გადალახვას ეცდება.
| განუთესავი | განთესილი | |
| ნაპოლი | vs | ბარსელონა |
| კოპენჰაგენი | vs | მანჩესტერ სიტი |
| პსჟ | vs | რეალ სოსიედადი |
| პორტუ | vs | არსენალი |
| ლაიფციგი | vs | რეალ მადრიდი |
| ინტერი | vs | ატლეტიკო |
| პსვ | vs | დორტმუნდი |
| ლაციო | vs | ბაიერნი |
ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალური წყვილების პირველი მატჩები 13/14/20/21 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5/6/12/13 მარტს შედგება.
დღესვე 1/8-ფინალის წინასწარი რაუნდის წყვილები ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე გაირკვევა. წილისყრის ლაივის ნახვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე 16:00 და 17:00 საათებზე შეეძლება.