სარჩევი
ჩელსი vs არსენალი - პრევიუ | Setanta Sports

ჩელსი vs არსენალი – ინგლისის პრემიერ ლიგა სანაკრებო პაუზაზე სუპერ დაპირისპირებით გადის. უყურე ლონდონური დერბის 190-ე შეხვედრას setantasports.com-ზე.

ჩელსი vs არსენალი – 6-ქულიანი თამაში

კვირას გასამართი ლონდონური დერბი უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს გუნდებისთვის. გარდა იმისა, რომ ორი დაპირისპირებული ბანაკის დერბია, ჩელსი და არსენალი ამ მომენტისათვის თანაბარი ქულებით სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლები არიან.

რაც შეეხება ხასიათს, კონტრასტი ამ ნაწილში იგრძნობა. შუა კვირაში ორივე გუნდს მოუწია თამაში ევროასპარეზზე. კონფერენს ლიგის ეგიდით ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ნოა 8-0 დაამარცხა, ხოლო არსენალი ჩემპიონთალიგურად მილანს ეწვია, რაც ჯუზეპე მეაცას უგოლოდ და უქულოდ დატოვებით დასრულდა.

ჩელსი vs არსენალი – ჩელსი

მიუხედავად ქაოსით მოცული ზაფხულისა, ენცო მარესკამ შეძლო და ატმოსფერო დადებითი კუთხით შეცვალა ლონდონელ ლურჯებში. გუნდი აშკარად სწრაფად პროგრესირებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში სიტისთან და ლივერპულთან დამარცხდნენ.

ჩელსის პროგრესზე ენცო მარესკამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი სწორ რელსებზე დგას.

„ამ მომენტში ჩვენ ისეთ განცდა გვაქვს, რომ შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტუნარიანები ნებისმიერ გუნდთან. და მგონია, რომ ნებისმიერ გუნდთან მოგებაც შეგვიძლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.“

მასპინძლებისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშის დაზიანებასაც რომ შევეხოთ, ჩელსიში ფიქრობენ, რომ კოულ პალმერის ტრავმა მძიმე არაა და შეძლებს არსენალიის წინააღმდეგ თამაშს.

ჩელსი vs არსენალი – არსენალი

ამ მომენტისათვის არსენალის მიზანი მოგებების გზაზე დაბრუნებაა, რადგანაც უკანასკნელ სამ შეხვედრაში მეთოფეებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს. ამასთან ერთად, დასრულდა მათი წაუგებელი მატჩების სერიაც ჩემპიონთა ლიგაზე.

ტრავმიანობა წითელთა მხარეს საგრძნობია. რიკარდო კალაფიორისთან, ტაკეჰირო ტომიასუსთან და კირან ტირნისთან ერთად გუნდს შესაძლოა დეკლან რაისიც ვერ დაეხმაროს კვირას. ტრავმა არაა მიზეზი, მაგრამ რაჰიმ სტერლინგიც ვერ მოახერხებს თამაშს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ეკუთვნის ჯერჯერობით. ერთი სასიხარულო ფაქტი მაინც არის მეთოფეთა ბანაკში, რასაც მარტინ ოდეგორის დაბრუნება ჰქვია, ნორვეგიელმა უკვე მოასწრო სრული დატვირთვით ჩაბმა სავარჯიშო პროცესში.

ჩელსი vs არსენალი – ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ბოლო ექვს თამაშს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ არსენალის დომინირებას, მეთოფეთა გატანილ 22 გოლს, ხოლო ჩელსის მხოლოდ და მხოლოდ – სამს. უკანასკნელი თამაშიც ჩელსისთვის კატასტროფული გამოდგა, როდესაც ემირეითსზე 5-0 დამარცხდნენ. არსენალი სტემფორდ ბრიჯზეც კარგად გამოიყურება, 2018 წლის შემდეგ ამ სტადიონზე არსენალი არ დამარცხებულა.

Setanta Sports-ის ფასდაკლება და პრომო კოდი

შეხვედრა 10 ნოემბერს, 20:30-ზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე ნახავთ. პლატფორმაზე თვის გამოწერაზე 30 %-იანი ფასდაკლების მისაღებად პრომო კოდი NEWS24 შეგიძლიათ გამოიყენოთ.წლიურ გამოწერაზე კი YEAR24 ასევე 30 %-იანი ფასდაკლების მიღებაში დაგეხმარებათ.
ქართულენოვან რეპორტაჟს კი თქვენთვის კომენტატორები – ანდრო ხელაძე და ზუკა კობალავა გაუძღვებიან.