სარჩევი
ჩაკვეტაძის ასისტი და 3 ქულა ბირმინგემის წინააღმდეგ | Setanta Sports

ჩაკვეტაძის ასისტი – საქართველოს ნაკრების და უოტფორდის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის 25-ე ტურში ბირმინგემის წინააღმდეგ (3:0) თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ქართველი ნახევარმცველი სულ ცოტახნის წინ დაუბრუნდა მოედანს და უკვე მშვენიერ ფორმაშია. ბირმინგემის წინააღმდეგ ჩაკვეტაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.

პირველი ტაიმის მე-9 წუთზე ჩაკვეტაძის ბრწყინვალე ჩაწოდებული გოლად ტომ ინსმა აქცია. ინგლისელმა მალევე თავისი მეორე გოლიც გაიტანა და უოტფორდი შესვენებაზე დამაჯერებლი უპირატესობით გავიდა.

ხავი გრასიამ პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ჩაკვეტაძეს დიდი დატვირთვა თავიდან აარიდა და მეორე ტაიმი ქართველის ნაცვლად ახალგაზრდა გარემარბმა – ირანკუნდამ დაიწყო.

უოტფორდმა მეორე ტაიმშიც გაქვითა კიდევ ერთი გოლი და საბოლოოდ ბირმინგემი დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ჩემპიონშიფის 24 ტურის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი მე-4 ადგილამდე დაწინაურდა და პრემიერ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

შემდეგ მატჩს ხავი გრასიას გუნდი 4 იანვარს, ჰალ სიტის წინააღმდეგ ჩაატარებს.