ბუდუს გოლი – საქართველოს ნაკრების და ჰაიდენჰაიმის თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის მე-9 ტურში აინტრახტის წინააღდეგ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ნოემბერი ჩვენი ნაკრების ფეხბურთლებისთვის წარმატებულად დაიწყო. 1-ლ ნოემბერს მამარდაშვილმა ასტონ ვილასთან შეინახა კარი მშრალად და თავისი მატჩი მოიგო, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ აინტრახტთან გამართულ შეხვედრაში თავისი გუნდი 32-ე წუთზე დააწინაურა.
ბუდუს და სხვა ქართველი ფეხბურთელების თამაშების ხილვა ქართველ მაყურებელს Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზე შეუძლია.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.


ბუდუს გოლი – ჰაიდენჰაიმმა აინტრახტთან ქულა აიღო
ბუდუ გამორჩეული იყო თავის გუნდში და მეტოქე გუნდის მცველებს არა ერთი ორთაბრძოლა მოუგო. ქართველმა აინტრახტის წინააღმდეგ მოედანზე 70 წუთი გაატარა და თავის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
აინტრახტი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მიუხედავად ამისა, ბევრი მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. ფრანკფურტელებმა ანგარიში მეორე ტაიმში, კრისტენსენის გოლით გაათანაბრეს და მატჩში საბოლოო შედეგი დაფიქსირდა (1:1).
ბუდუ ზივზივაძისთვის ეს ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი გოლია. ქართველმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სულ მე-6 თამაში ჩაატარა.
ჰაიდენჰაიმმა სეზონი მძიმედ დაიწყო და ბუნდესლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატია. ბუდუს გუნდი ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზეა და მხოლოდ 5 ქულა აქვს.