ბრაზილიის ნაკრებმა ოფიციალურად გამოაქვეყნა 26 კაციანი სია, რომელიც კატარს ესტუმრება. ვიღაცისთვის უბედნიერესი დღე იყო, ვიღაცისთვის ძალიან სევდიანი. პირველ რიგში, აღსანიშნია ბობი ფირმინოსა და ფილიპე კოუტინიოს განაცხადს მიღმა დარჩენა. სიაში მოხვედრილებს რაც შეეხებათ, გამოსარჩევია 39 წლის დანი ალვესი, რომელსაც განსაკუთრებული როლი ექნება მსოფლიო ჩემპიონატზე, გარდა იმისა, რომ დღემდე მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩავა კატარში. ასეთი ფიგურის ყოფნა გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია.
სრული განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები – ალისონი, ედერსონი, ვევერტონი
მცველები – მარკინიოსი, მილიტაო, ტიაგუ სილვა, დანილო, ტელეში, დანი ალვეში, ალექს სანდრო, ბრემერი
ნახევარმცველები – ფაბინიო, კაზემირო, ბრუნო გიმარაეში, ფრედი, ლუკას პაკეტა, ევერტონ რიბეირუ
თავდამსხმელები – მარტინელი, ვინისიუს ჟუნიორი, ნეიმარი, ანტონი, როდრიგო, რაფინია, რიშარლისონი, პედრო, გაბრიელ ჟეზუსი
ბრაზილიის ნაკრები პირველ მატჩს 24 ნოემბერს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 28 ნოემბერს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი 2 დეკემბერს კამერუნის ნაკრების წინააღმდეგ შედგება.