სარჩევი

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია მწვრთნელის ძიებაშია. ტიტემ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, კონფედერაცია კი ბრაზილიელ მწვრთნელებს აღარ ენდობა.

თავდაპირველად კარლო ანჩელოტის კანდიდატურა დასახელდა, თუმცა, შეთავაზება თავად კარლომ უარჰყო. ამჟამად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელებს ლუის ენრიკე სურთ მთავარ მწვრთნელად.

თავის მხრივ, წარუმატებელი ჩემპიონატის შემდეგ, ლუის ენრიკეც წავიდა ესპანეთის ნაკრებიდან. ჯერჯერობით მისი პოზიცია უცნობია.

კანდიდატთა შორის ასევე ასახელებენ ზინედინ ზიდანსა და ტომას ტუხელს. ზიდანმა სეზონის დასაწყისში სენ ჟერმენის გაწვრთნაზე თქვა უარი, ფრანგულ პრესაში იწერებოდა, რომ ნაკრებისგან ელოდა შეთავაზებას, თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ დეშამს სრული მხარდაჭერა აქვს, ზიდანი კი ისევ უსაქმოდ რჩება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში, უცხუელ მწვრთნელს მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. ამ ტიტულის მოგება ყველა მწვრთნელმა თავის ნაკრებთან ერთად შეძლო.