სარჩევი
ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი - პრევიუ | Setanta Sports

ევროპის ლიგის საშინაო ფინალში გასასვლელად ბილბაოს ატლეტიკს მანჩესტერ იუნაიტედის ბარიერი აქვს გზად გადასალახავი. ხუთშაბათს საღამოს სან მამესი ბასკური გუნდის გამარჯვებისა და ოლდ ტრაფორდამდე უპირატესობის მოპოვების მოლოდინშია. ეს დაპირისპირება კონტრასტებით იქნება გაჯერებული – ტრადიცია გარდამავალი პერიოდის წინააღმდეგ, უწყვეტობა გადაფასების პირისპირ.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – პრეისტორია

მეოთხედფინალში წარმოუდგენელმა ქამბექმა და ლიონის დამარცხებამ შესაძლოა, მანჩესტერს აგრძნობინოს, რომ მათ ევროპა ლიგის ტიტულის დაუფლება შეუძლიათ, მიუხედავად იმ საშინელი მიმდინარე სეზონისა, რომელიც წითელ ეშმაკებს აქვთ და მის გადარჩენას ცდილობენ.

მართალია, რუბენ ამორიმის გუნდს შიდა ჩემპიონატში მძიმე დროება უდგას, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ევროტურნირებზე. შესაბამისად, რუბენ ამორიმიც მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა, ევროსარბიელზე არ მარცხდება.

თუმცა ლიონთან ბოლო შეხვედრამ აჩვენა, რომ იმ თამაშში გამარჯვება ნაკლებად იყო გამოწვეული ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღების შედეგი. ოლიმპიკთან ტრიუმფი ეს უფრო ადრენალინის ქვეშ ყოფნისას მიღებული რეზულტატია.

მეორე მხრივ, ატლეტიკი ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სეზონს ატარებს. სან მამესის ბინადრები ლალიგაში მეოთხე ადგილს იკავებენ და, ყველა ტურნირის მასშტაბით, 10 მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – რუბენ ამორიმი

ატლეტიკ ბილბაო და მანჩესტერ იუნაიტედი პირველად გადაიკვეთნენ ერთმანეთის პირისპირ მას შემდეგ, რაც 2011/12 წლების ევროპალიგურ სეზონში ბასკებმა სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს სძლიეს ორმატჩიან დუელში.

რა თქმა უნდა, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მანჩესტერში რუბენ ამორიმის საფეხბურთო ფილოსოფია ჯერ კიდევ ჩანასახოვან ფაზაშია და მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონში გატარებული დროიდან სტრუქტურული იდეები მიიტანა ინგლისურ კლუბში, თანმიმდევრული შესრულება ჯერ მაინც აკლია ამ ყველაფერს.

მარტის შუა ნაწილიდან მოყოლებული მანჩესტერს 90 წუთში არცერთი თამაში არ მოუგია, რაც, რასაკვირველია, შემაშფოთებელი სტატისტიკაა, რომელიც ლიონთან დრამატული გარდატეხის შემდეგ ოდნავ შემსუბუქდა.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – ბრუნო ფერნანდეშის ფაქტორი

იუნაიტედის იმედი, რა თქმა უნდა, მის ლიდერზე, ბრუნო ფერნანდეშზეა დაფუძნებული. პორტუგალიელი მაგნიფიკო მანჩესტერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ალეხანდრო გარნაჩო არასტაბილურ ფორმაშია და მატჩების მიმდინარეობისას არათანმიმდევრულია.

არ არის გამორიცხული, რომ რუბენ ამორიმმა ვერტიკალურ მოძრაობასა და ბურთის ფლობას დაცვაში გამაგრება და კონტრშემტევი ფეხბურთი არჩიოს. კონტრშემტევი ფეხბურთი, რომელიც ბრუნო ფერნანდეშის კრეატივზე იქნება ჩამოკიდებული.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – პრობლემები და გამოსავლის ძიება

წითელ ეშმაკებს ტრავმირებულთა რაოდენობა კვლავ აწუხებთ. თუმცა პოზიტივი შეინიშნება ამად დიალოსა და მატეის დე ლიხტის ნაწილში, რომლებიც ვარჯიშს ბოლო კვირის განმავლობაში დაუბრუნდნენ.

ლაზარეთში რჩებიან ლისანდრო მარტინესი, ჯოშუა ზირკზე, დიოგუ დალო. ასევე სათუოა ტობი კოლიერისა და ალტაი ბაინდირის სამატჩო განაცხადში ყოფნაც, რადგანაც თამაშისთვის ოპტიმალურ კონდიციაში არ იმყოფებიან.

ამასობაში, ატლეტიკს თავისი თილისმა ნიკო უილიამსი დაუბრუნდა. ესპანელმა ფეხბურთელმა რეალთან დაპირისპირება გამოტოვა, თუმცა ლას პალმასის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა და მოსალოდნელია, რომ მანჩესტერის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

ასეთ მატჩებში მცირე დეტალებიც კი მნიშვნელოვანია ხოლმე. იუნაიტედი ნიკო უილიამსის სწრაფ ტემპსა და წარმატებული დრიბლინგების შესრულებას უნდა ერიდოს. თუ ის შეძლებს მცველების იზოლირებას ფართო ზონებში, შესაძლოა, განსხვავება შექმნას.

თუმცა რადგან საუკეთესო ბომბარდირი, ოიან სანსეტი ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო ვერ ითამაშებს, ბასკებს, შესაძლოა, ბოლო მესამედში გამომგონებლობის უნარი დააკლდეთ.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – სტატისტიკა

ატლეტიკი ყველა ტურნირის მასშტაბით ბოლო ცხრა საშინაო მატჩია, რაც დაუმარცხებელია. ხოლო სან მამესზე გამართული ბოლო ექვსი ევროპალიგური თამაშიდან ყველა მოიგო.

მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან შვიდში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო ევროპის ლიგაზე ექვსიდან ოთხის ვერმოგება მოახერხა.

გარდა ამისა, იუნაიტედმა ევროპის ლიგაზე ესპანურ გუნდებთან ცხრა მატჩიდან რვაში აიცილა მარცხი თავიდან.

ბრუნო ფერნანდეშმა ევროპის ლიგის 31 პლეიოფურ შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია.

წითელი ეშმაკები ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გასვლითი მატჩიდან 11-ში არ დამარცხდნენ.

ბილბაო VS მანჩესტერ იუნაიტედი – პირდაპირი რეპორტაჟი

პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას, რასაკვირველია, Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე შეძლებთ. მატჩის კომენტატორები კი ალექსანდრე გაბრიჩიძე და გიორგი ციხისთავი იქნებიან.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.