სარჩევი
ბენფიკა vs რეალი და სხვა მატჩები - ჩემპიონთა ლიგა setantasports.com-ზე | Setanta Sports

17 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართება, ტრადიციულად ყველა მატჩის პირაპირი რეპორტაჟის ხილვა Setanta Sport-ის არხებსა და setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

გამოიყენეთ ახალი პრომო კოდები და მიიღეთ ფასდაკლება setantasports.com-ზე, როგორც თვის, ასევე წლის გამოწერაზე.

NEWS26 და YEAR26 – ორივე პრომო კოდის გამოყენებისას 30 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

NEWS26 – თვის გამოწერა

YEAR26 – წლის გამოწერა

21:45 – გალათასარაი vs იუვენტუსი, Setanta Sport 1, setantasports.com

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე 3-3 მოგება დააგროვა, სატურნირო ცხრილში გალათასარაი (20) და იუვენტუსი (13) ერთმანეთს 7 ადგილით დაშორდნენ და პლეი-ოფის პირველ მატჩში ისინი ერთმანეთს სტამბულში დაუპირისპირდებიან.

გალათასარაიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი/ლიგის ფაზა 2013-14 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაძლია. მაშინ თურქული კლუბი პლეი-ოფის მერვედფინალში ლონდონის ჩელსისთან გამართულ ორმატჩიან დუელში დამარცხდა.

გალათასარაის თებერვალში ჩატარებულ 4 მატჩში 4 მოგება აქვს – მოგებათა სერიის განმავლობაში სტამბულურ გუნდს საშუალოდ 3 გოლი გააქვს ერთ მატჩში – თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში გალამ ეუპსპორი გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. შიდა ჩემპიონატში კომფორტული ლიდერობიდან გამომდინარე, გალათასარაი მთლიანად ევროპულ ფეხბურთზე გადაერთვება და საკუთარ მოედანზე იუვენტუსის წინააღმდეგ გასამართი საპასუხო მატჩის წინ უპირატესობის მოპოვებას ეცდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქები საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულად ასპარეზობენ – ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში გალამ მხოლოდ ერთხელ წააგო (10 მოგება, 4 ფრე).

იუვენტუსი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფში ზედიზედ მეორედ გავიდა, გასულ სეზონში პსვ-სთან განცდილი მარცხის შემდეგ ტურინელები რეაბილიტაციას მიმდინარე სეზონში გალათასარაისთან გასამართ ორმატჩიან დაპირისპირებაში ეცდებიან.

ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორ მატჩში კარის მშრალად შენახვა ტურინულ გუნდს თავდაჯერებულობას შემატებს – ამასთან, ლუჩიანი სპალეტის ხელმძღვანელობის ქვეშ იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგაზე წაგება არ აქვს (3 მოგება, 2 ფრე).

ტურინელები ევროთასს შიდა ჩემპიონატში, ინტერთან განცდილი კონტრავერსული წაგების შემდეგ უბრუნდებიან, აღსანიშნავია, რომ ამ თვეში ბიანკონერი კოპა იტალიას ატალანტასთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.

გალათასარაი მატჩს თითქმის უდანაკლისოდ ხვდება, ტურინის იუვენტუსის დახმარებას კი ტრავმის გამო ხეფრენ ტურამი ვერ შეძლებს.

23:55 ბენფიკა vs რეალი, Setanta Sport 2, setantasports.com

ბენფიკა vs რეალი – ტრუბინის სასწაული ბოლო წუთზე

მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგაზე: ტრუბინმა ისტორია გადაწერა

ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში გამართული ისტორიული მატჩის შემდეგ, ლისაბონური და მადრიდული გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან. ბენფიკამ მადრიდის რეალის წინააღმდეგ ბოლო წუთზე მეკარის გატანილი გოლით მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, ამ ისტორიის გაგრძელებას კვლავ რეალის წინააღმდეგ, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ვიხილავთ.

მოურინიოს გუნდს რეალთან შეხვედრასი ბოსნიელი განაპირა მცველი, ამარ დედიჩი დააკდლება, ასევე საეჭვოა ნორვეგიელი ნახევარმცველის, ფრედრიკ ორსენსის თამაში. სამუელ სოარეში და ჟოაო ველოსო სრული დატვირთვით კვლავ ვერ ვარჯიშობენ, თუმცა მცირე წუთებს ისინი რეალის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, მიიღებენ.

რეალ მადრიდს რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დააკლდება ბენფიკასთან მატჩში, ასე რომ, არბელოას შემადგენლობაში რამდენიმე გადანაცვლება მოუწევს. ჯუდ ბელინგემი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. დისკვალიფიცირებულია ბრაზილიელი ვინგერი, როდრიგო, რომელმაც ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო მატჩში წითელი ბარათი მიიღო. იგივე მიზეზით მადრიდელებს რაულ ასენსიოც დააკლდება. მიუხედავად მუხლის მცირე დაზიანებისა, კილიან მბაპე, დიდი ალბათობით დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ინფორმაცია ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა.

ბენფიკა და რეალი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბოლოს 1964/65 წლების სეზონში შეხვდნენ, მაშინ ორმატჩიან დუელში ლისაბონელებმა მოიგეს (3:6), ‘არწივებმა’ იმ სეზონში ჩემპიონთა თასის ფინალამდე მიაღწიეს, თუმცა მილანის ინტერთან დამარცხდნენ (0:1).

23:55 დორტმუნდი vs ატალანტა, setantasports.com

ბერგამოს ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში დორტმუნდზე 2 ქულით მეტი დააგროვა, რითაც პლეი-ოფში საშიანო მოედნის უპირატესობა მოიპოვა. პალადინოს გუნდი დორტმუნდში კარგ ხასიათზე ჩადის – ბერგამოელებს სერია A-ში სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვთ, ბოლოს ატალანტამ რომში, ლაციო დაამარცხეს (2:0).

დორტმუნდი შიდა ჩემპიონატში საჩემპიონო რბოლაშია მიუნხენის ბაიერნთან. გირასის დუბლით, ბაიერის და ბენსაბინის გოლებით ‘ყვითლებმა’ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მაინცი გაანადგურეს (4:0). ამ მომენტისთვის, დორტმუნდი ბაიერნს 6 ქულით ჩამორჩება სატურნირო ცხრილში.

დორტმუნდი და ატალანტა ერთმანეთს აქამდე 2018 წლის ევროპა ლიგის გათამაშებაში შეხვდენ – მაშინ გერმანელებმა ორი მატჩის ჯამში ატალანტა 4:3 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

ისტორიულად დორტმუნდს იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში ჩემპიონთა ლიგაზე უჭირს, ბოლო 7 მატჩში იტალიური მეტოქის წინააღმდეგ დორტმუნდმა მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (3 ფრე, 3 წაგება, 1 მოგება).

რაც შეეხება გუნდების დანაკლისს, დორტმუნდს ტრავმის გამო ემრე ჩანი, შლოტერბეკი, ზულე, დრევესი და ფილიპო მანე გამოაკლდება, ხოლო ატალანტას გუნდის ლიდერი შარლ დე კეტელარე და რასპადორი არ ეყოლება.

23:55 მონაკო vs პსჟ, Setanta Sport 1, setantasports.com