სარჩევი
ბაიერნმა მილანის ისტორიული რეკორდი დაამყარა | Setanta Sports

ბაიერნის რეკორდი – რეკორდმაისტერი საფეხბურთო სცენაზე ისტორიის წერას აგრძელებს, გერმანიის თასზე შტუტგარტთან მოპოვებული გამარჯვებით ბაიერნმა ახალ სეზონში ზედიზედ მე-14 თამაში მოიგო რაც აბსოლუტური რეკორდია.

ახალი სეზონის დაწყებიდან ყველა ტურნირზე ზედიზედ მოგებათა სერიის რეკორდი აქამდე მილანს ეკუთვნოდა. 1992/93 წლების სეზონში იტალიურმა გიგანტმა ფაბიო კაპელოს თაოსნობით სეზონის სტარტზე ზედიზედ 13 თამაში მოიგო.

‘ეს რეკორდი შემთხვევითი არ არის. პირველ რიგში, ეს თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გაჩერებას არ ვაპირებთ – მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა’ – ბაიერნის კაპიტანი, იოზუა კიმიხი რეკორდს სიამაყით გამოეხმაურა.

ბაიერნის ისტორიულ შედეგებში რომ ჩავიხედოთ, არა ერთ რეკორდს აღმოვაჩენთ. თუმცა, ვინაიდან ახლა ზედიზედ მოგებებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მიუნხენელებს სეზონი 12-მატჩიანი მოგებათა სერიით აქამდე 4-ჯერ დაუწყიათ (2020/21, 2015/16, 2012/13, 1984/81). ორჯერ (2012/13 და 2020/21) რეკორდმაისტერმა სეზონი ტრებლით დაასრულა.

საინტერესოა, რომ 1955 წლის შემდეგ, როცა უეფას თასი დაარსდა, ბაიერნმა სეზონი 13 მატჩიდან 12 მოგებით სულ 18-ჯერ დაიწყო.

წარმოუდგენელ ფორმაშია მიუნხენელთა ინგლისელი თავდამსხმელი, ჰარი კეინი, რომელსაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 თამაშში უკვე 22 გოლი აქვს გატანილი.

რეკორდმაისტერის თამაშების ხილვა ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე setantasports.com-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.

ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.