პსჟ vs არსენალი – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას პარკ დე პრენსი მასპინძლობს. ხვიჩა კვარაცხელიას ლიგის ფინალამდე ერთი მატჩიღა აშორებს.
პარიზელები საპასუხო, საშინაო მატჩს უპირატესობით ხვდებიან. პირველი შეხვედრა, ემირეითს სთედიუმზე პარიზილების გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
პსჟ vs არსენალი – პირდაპირი რეპორტაჟი
პსჟ vs არსნელი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 7 მაისს, 22:55 წუთიდან setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე იქნება შესაძლებელი.
მატჩის ქართულენოვან რეპორტაჟზე კომენტატორები გიორგი ციხისთავი და ზუკა კობალავა იქნებიან.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
პსჟ vs არსენალი – პრევიუ
პირველ შეხვედრაში, რომელიც ლონდონში 29 აპრილს გაიმართა, გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასითა და უსმან დემბელეს მე-4 წუთზე გატანილი გოლით ფრანგულმა კლუბმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება არსენალთან ექვსი შეხვედრის შემდეგ.
პსჟ-მა უკვე დაამარცხა ორი ინგლისური გუნდი ორრაუნდიან ბრძოლაში – ლივერპული და ასტონ ვილა, შესაბამისად, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში. არსენალმა კი ჩემპიონ რეალს ორმატჩიან დაპირისპირებაში ჯამში 5-1 სძლია.
წყვილს დამატებით ინტრიგას ის ფაქტიც სძენს, რომ ორივე გუნდი ჯერ კიდევ პირველი საჩემპიონთალიგო ტრიუმფის ძიებაშია. პარიზელებმა 2020 წელს ფინალში ბაიერნთან 0-1 წააგეს, არსენალს კი ფინალში მხოლოდ ერთხელ უთამაშია – 2006 წელს ბარსელონასთან და ის მატჩი 1-2 დასრულდა.
წინა შეხვედრები – პსჟ vs არსენალი
2024/25 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არსენალი 2-0 პსჟ. პირველ ტაიმში კაი ჰავერცმა (20) და ბუკაიო საკამ (35) გაიტანეს. მეორე ტაიმში ჟოაო ნევეშის დარტყმა დავიდ რაიას ხარიხამ მოიგერია.
2016/17 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პსჟ 1-1 არსენალი, არსენალი 2-2 პსჟ. პარკ დე პრენსზე პირველ ტურში ედინსონ კავანიმ 44 წამში გაიტანა, ხოლო ალექსის სანჩესმა გაათანაბრა. დამატებულ დროში მარკო ვერატი და ოლივიე ჟირუ გააძევეს.
ლონდონში კავანიმ უნაი ემერის პსჟ მე-18 წუთზე დააწინაურა, თუმცა ჟირუს პენალტმა (45+1) და ვერატის ავტოგოლმა (60) არსენალი წინ გაიყვანა. საბოლოოდ, ალექს ივობის ავტოგოლმა ანგარიში 2-2 გახადა.
1993/94 თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალი პსჟ 1-1 არსენალი არსენალი 1-0 პსჟ. პირველ შეხვედრაში იან რაიტმა გაიტანა არსენალისთვის, ხოლო დავიდ ჟინოლამ გაათანაბრა. საპასუხო მატჩში კევინ კემპბელმა მეშვიდე წუთზე გაიტანა და არსენალი ფინალში გაიყვანა, სადაც მეთოფეებმა უკვე პარმა 1-0 დაამარცხეს.
მატჩი | შედეგი |
---|---|
2024/25, 1/2-ფინალი | არსენალი 0-1 პსჟ |
2024/25, ჯგუფური ეტაპი | არსენალი 2-0 პსჟ |
2016/17, ჯგუფური ეტაპი | პსჟ 1-1 არსენალი, არსენალი 2-2 პსჟ |
1993/94, თასების მფლობელთა თასი | პსჟ 1-1 არსენალი, არსენალი 1-0 პსჟ |
ჯამში: 6 შეხვედრა – 2 გამარჯვება არსენალს, 1 პსჟ-ს, 3 ფრე. ბურთების სხვაობა: არსენალი 7 – 5 პსჟ.
როგორც ხედავთ, ოფიციალურ შეხვედრებში პარიზელებმა არსენალს პირველად სწორედ წინა კვირას სძლიეს.
ფაქტები და ფორმის გზამკვლევი
პსჟ
- ბოლო 6 მატჩიდან 3 წაგებული
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ მე-5-ედ თამაშობს
- სახლში ინგლისურ გუნდებთან ბოლო 9 მატჩიდან 4 წაგებული
- დემბელეს მდგომარეობა ბუნდოვანია ტრავმის გამო
არსენალი
- ბოლოს ბორნმუთთან წააგო (1-2)
- ტრავმირებულები: გაბრიელი, ჟეზუსი, ჰავერცი, კალაფიორი, ტომიასუ
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ ისტორიაში
- არასდროს მოუგია ორმატჩიანი დაპირისპირება, როდესაც პირველ მატჩს სახლში თმობდა
პსჟ vs ინგლისი
ინგლისურ კლუბებთან პსჟ-ის შედეგი: 12 მოგება, 9 ფრე, 15 მარცხი (გოლები: 47:51) შინ: 7 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი.
პსჟ-სთვის ეს არის მერვე შეხვედრა ინგლისურ კლუბთან ამ სეზონში და თან ზედიზედ მეექვსე! მერვედფინალში ლივერპულთან შინ 0-1 წაგების შემდეგ ენფილდზე 1-0 მოიგეს და პენალტებით ინგლისური საჩემპიონო ბარიერი 4-1 გაიარეს.
შემდეგ ასტონ ვილა ჯამში 5-4 დაამარცხეს – შინ 3-1 მოიგეს, ხოლო სტუმრად 2-3 წააგეს.
პარიზელებისთვის ლივერპულთან დაპირისპირება იყო პირველი ორმატჩიანი პლეიოფი ინგლისურ კლუბთან მას შემდეგ, რაც 2020/21 წლების ნახევარფინალში მანჩესტერ სიტისთან ჯამში 1-4 წააგეს. საერთო ანგარიშით ახლა აქვთ 5 მოგება, 5 მარცხი.
არსენალთან პირველი მატჩის გამარჯვება იყო ინგლისელებთან ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ მეხუთე მოგება, თუმცა ბოლო 6 შეხვედრიდან – მეოთხე. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე სიტისთან 2-4 მოიგეს, მიუხედავად 0-2 ჩამორჩენისა. ამ 13-მატჩიან პერიოდში 7 წაგებაა, მათ შორის არსენალთან 0-2.
პსჟ-სთვის ეს იყო მხოლოდ მერვე გამარჯვება ინგლისელებთან ბოლო 23 მატჩიდან (4 ფრე, 11 მარცხი); შინ ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგეს (3 ფრე, 4 მარცხი).
პარი სენ ჟერმენი ნახევარფინალში
ევროტურნირებზე ეს არის პარიზელთა მე-8 (2 მოგება, 5 მარცხი), ჩემპიონთა ლიგაზე კი მე-6 ნახევარფინალი და მეოთხე ბოლო 6 სეზონში. 2023/24 წლებში დორტმუნდთან ორივე მატჩში 0-1 დამარცხდნენ.
ფრანგებს ნახევარფინალში 8 მატჩიდან 6 წაგებული აქვთ, ერთადერთი გამარჯვება – ლაიფციგის წინააღმდეგ 2020 წლის ერთმატჩიან ნახევარფინალში ლისაბონში (3-0) იყო.
პსჟ-ის მონაწილეობა ევროთასების ნახევარფინალში:
- 1993/94 — თასების მფლობელთა თასი, წააგო არსენალთან (1-1, 0-1)
- 1994/95 — თასების მფლობელთა თასი, დაამარცხა დეპორტივო (1-0, 1-0)
- 1994/95 — ჩემპიონთა ლიგა, წააგო მილანთან (0-1, 0-2)
- 2019/20 — ჩემპიონთა ლიგა, დაამარცხა ლაიპციგი ერთმატჩიან ფაზაში (3-0)
- 2020/21 — ჩემპიონთა ლიგა, წააგო მანჩესტერ სიტისთან (1-2, 0-2)
- 2023/24 — ჩემპიონთა ლიგა, წააგო დორტმუნდთან (0-1, 0-1)
- 2024/25 — ჩემპიონთა ლიგა, მიმდინარე დაპირისპირება არსენალთან
სულ პსჟ ევროთასების ნახევარფინალში მონაწილეობდა 7-ჯერ, აქედან 2 მოიგო და 5 წააგო.
2019/20 წლებში პსჟ გახდა მეხუთე ფრანგული კლუბი, რომელიც ფინალში გავიდა – რეიმსის, სენტ-ეტიენის, მარსელისა და მონაკოს შემდეგ. მათგან მხოლოდ მარსელმა მოიგო ტიტული 1993 წელს.
თუ არსენალს დაამარცხებს, პსჟ გახდება ლიგა 1-ის მხოლოდ მესამე კლუბი, რომელიც ფინალში ერთზე მეტჯერ გავა.
პსჟ ჯგუფური ეტაპზე მე-15 ადგილზე გავიდა. პლეი ინში ბრესტი ჯამში 10-0 დაამარცხა, პლეი ოფში შემდეგ ლივერპული და ვილა.
ევროთასების ბოლო 47 მატჩიდან 23 მოიგეს (8 ფრე, 16 წაგება), ბოლო 10-დან — 8 მოიგეს (2 წაგება). სახლში ბოლო 82 მატჩიდან 51 მოიგეს (20 ფრე, 11 მარცხი), თუმცა ბოლო 32 შეხვედრაში 10 წაგება, ბოლო 9-ში კი 4 წაგება აქვთ.
პსჟ-მა 19-დან 18 ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო, როცა პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისი იყო მანჩესტერ იუნაიტედთან 2018/19 წლებში (2-0, 1-3).
ყველა ხუთ შემთხვევაში, როცა სტუმრად 1-0 მოიგეს, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. უკანასკნელად – სიმფეროპოლის ტავრიასთან 2001 წელს (4-0 შინ).
პენალტების სერიაში: 1 მოგება, 1 მარცხი:
3-4 რეინჯერსთან (2001/02), 4-1 ლივერპულთან (2024/25).
არსენალი vs საფრანგეთი
ფრანგულ კლუბებთან არსენალის შედეგი: 17 მოგება, 8 ფრე, 6 მარცხი (გოლები: 49:25) სტუმრად: 8 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი
პირველი მატჩის წაგებამ დაასრულა არსენალის სამმატჩიანი მოგებათა სერია ფრანგულ კლუბებთან, ყველა მათგანი იყო სახლში, ჯამში 11 გოლი და არცერთი გაშვებული. ჯგუფში მონაკო 3-0 დაამარცხეს.
ლიგა 1-ის კლუბებთან სტუმრად პირველ 12 თამაშში დაუმარცხებლად თამაშის შემდეგ, ბოლო ორი წააგეს. ბოლოს – ლანსთან 1-2 წაგება.
2018/19 წლების ევროპა ლიგის მერვედფინალში რენთან პირველი მატჩი 1-3 წააგეს, თუმცა შინ 3-0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ორმატჩიან დაპირისპირებაში ფრანგულ კლუბებთან ანგარიშია: 5 მოგება, 1 მარცხი. ერთადერთი წაგება – მონაკოსთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (1-3 შინ, 2-0 სტუმრად).
არსენალისთვის ეს არის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ნახევარფინალი. მეთოფეებმა 2005/06 წლებში ვილარეალი 1-0 დაამარცხეს, ხოლო 2008/09 წლებში მანჩესტერ იუნაიტედთან 1-4 წააგეს.
არსენალის მონაწილეობა ევროთასების ნახევარფინალში:
- 1979/80 — თასების მფლობელთა თასი, დაამარცხა იუვენტუსი (1-0, 0-1, პენალტებით)
- 1993/94 — თასების მფლობელთა თასი, დაამარცხა პსჟ (1-1, 1-0)
- 1994/95 — თასების მფლობელთა თასი, დაამარცხა სამპდორია (3-2, 2-3, პენალტებით)
- 1999/2000 — უეფას თასი, დაამარცხა ლანსი (2-1, 1-0)
- 2005/06 — ჩემპიონთა ლიგა, დაამარცხა ვილარეალი (1-0, 0-0)
- 2008/09 — ჩემპიონთა ლიგა, წააგო მანჩესტერ იუნაიტედთან (0-1, 1-3)
- 2017/18 — ევროპის ლიგა, წააგო ატლეტიკო მადრიდთან (1-1, 0-1)
- 2018/19 — ევროპის ლიგა, დაამარცხა ვალენსია (3-1, 4-2)
- 2020/21 — ევროპის ლიგა, წააგო ვილარეალთან (1-2, 0-0)
- 2024/25 — ჩემპიონთა ლიგა, მიმდინარე დაპირისპირება პსჟ-სთან
სულ არსენალმა მონაწილეობა მიიღო ევროთასის 10 ნახევარფინალში, აქედან 5 მოიგო და 5 წააგო.
არსენალი გახდება მეექვსე ინგლისური კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავა, თუ პსჟ-ს დაამარცხებს.
მეთოფეები 2016/17 და 2023/24 წლებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობდნენ. ეს არის ზედიზედ მეორე მონაწილეობა.
გასულ სეზონში ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, მერვედფინალში პორტუ პენალტებით დაამარცხეს, თუმცა მეოთხედფინალში ბაიერნთან გამოვარდნენ (2-2 შინ, 0-1 სტუმრად).
ამ სეზონში ლიგის ფაზაში მესამე ადგილზე გავიდნენ, შემდეგ პსვ ეინდჰოვენს 7-1 სძლიეს სტუმრად (2-2 შინ), ხოლო შემდეგ რეალი გაანადგურეს (3-0 შინ, 2-1 სტუმრად).
ბოლო 27 ევროპულ გასვლით მატჩიდან 16 მოიგეს, მხოლოდ 6 წააგეს. ამ სეზონში ითამაშეს ფრე ატალანტასთან (0-0), წააგეს ინტერთან (0-1) და მოიგეს სპორტინგთან (5-1), ჟირონასთან (2-1), პსვ-სთან (7-1) და რეალთან (2-1).
არსენალს არასდროს მოუგია ორმატჩიანი დაპირისპირება, როდესაც პირველ მატჩს სახლში აგებდა. მეთოფეებს ასეთი 5 შემთხვევა ჰქონდათ – ბოლოს 2015/16 წლებში ბარსელონასთან (0-2, 1-3).
პენალტების სერიაში რეკორდი: 3 მოგება, 3 მარცხი:
4-5 ვალენსიასთან (1979/80) 3-2 სამპდორიასთან (1994/95) 1-4 გალათასარაისთან (1999/2000) 7-6 რომასთან (2008/09) 3-5 სპორტინგთან (2022/23) 4-2 პორტოსთან (2023/24)
პსჟ vs არსენალი – ფაქტები
ფაქტები და კავშირები: მიკელ არტეტამ პსჟ-ში 2001-2002 წლებში 53 მატჩში 5 გოლი გაიტანა (ბარსელონადან იჯარით).
ერთად უთამაშიათ:
- დემბელე და ნეტო — ბარსელონა (2019–22)
- დემბელე და მიკელ მერინო — დორტმუნდი (2016/17)
- ჰაკიმი და ოდეგორი — რეალი (2015–17)
- ლუკას ერნანდესი და ტომას პარტეი — ატლეტიკო (2012–19)
საფრანგეთში უთამაშიათ: სალიბას — სენტ-ეტიენი, ნიცა (იჯარა), მარსელი გაბრიელს — ტრუა, ლილი
ინგლისში უთამაშიათ: ვიტინიას — ვულვერჰემპტონი (2020/21)
ნაკრებში ერთად თამაშობენ: დონარუმა, ჟორჟინიო, კალაფიორი (იტალია) მარკინიოსი, ბერალდო, გაბრიელ ჟეზუსი, მარტინელი, გაბრიელ მაგალიაესი (ბრაზილია) რუისი, მერინო, რაია (ესპანეთი) დუე, ბარკოლა, ზაირ-ემერი, ერნანდესი, დემბელე, სალიბა (საფრანგეთი)
პსჟ – სიახლეები
შაბათს როტაციული შემადგენლობით პსჟ 1-2 დამარცხდა სტრასბურგთან, რითაც დასრულდა მათი 39-მატჩიანი წაუგებელი გასვლითი სერია ლიგა 1-ში (30 მოგება, 9 ფრე) — რეკორდი ევროპაში.
პსჟ-მა ზედიზედ ორი თამაში წააგო ლიგა 1-ში, პირველად 2023 წლის აპრილის შემდეგ.
პარიზელებმა 25 აპრილს ნიცასთან 1-3 წააგეს – ეს იყო პირველი მარცხი ლიგაში ამ სეზონში.
პარიზელებს მარცხის გემო პირველ 30 მატჩში არ გაეგოთ (24 მოგება, 6 ფრე), რაც ნანტის 1994/95 წლების რეკორდზე მხოლოდ ორი მატჩით ნაკლებია.
ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩიდან 3 წააგეს (2 მოგება, 1 ფრე) – იმდენივე, რამდენიც წინა 39 მატჩში ერთად (30 მოგება, 9 ფრე).
ბრედლი ბარკოლამ შაბათს გაიტანა — მისი მე-14 გოლი ლიგაში, მაგრამ პირველი 8 მარტის შემდეგ.
პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში 24 მაისს რეიმსს შეხვდება.
დემბელემ პირველ მატჩში გატანილი გოლით 2025 წელს პსჟ-ში ჩატარებულ 25 მატჩში 25 გოლი დააგროვა, ლიგა 1-ში – 21 გოლი. შარშან მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა. მთლიანად 2024/25 სეზონში უკვე 33 გოლი გაიტანა. წინა რეკორდი -14 (ბარსელონა, 2018/19).
დემბელე არსენალთან მატჩში ტრავმის გამო ლუის ენრიკემ შეცვალა და შაბათს ვერ ითამაშა.
კანგ-ინ ლი სტრასბურგთან მატჩში ტკივილის გამო პირველ ტაიმშივე შეცვალეს.
არსენალი – სიახლეები
წყვილის პირველი მატჩის წაგებამ დაასრულა არსენალის 12-მატჩიანი წაუგებელი სერია (6 მოგება, 6 ფრე).
მეთოფეებმა შაბათს ბორნმუთთან 1-2 წააგეს, რაც პრემიერ ლიგაში პირველი მარცხი იყო 22 თებერვლის შემდეგ (0-1 ვესტ ჰემთან). პრემიერ ლიგაში ეს იყო მხოლოდ მეორე მარცხი ბოლო 25 მატჩში (13 მოგება, 10 ფრე), თუმცა არტეტას ფეხბურთელებმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 14 ქულა აიღეს (3 მოგება, 5 ფრე, 2 მარცხი).
ბორნუმთთან დეკლან რაისმა გახსნა ანგარიში – მისი მე-15 გოლი არსენალში მე-100 მატჩში.
პრემიერ ლიგაში ამ სეზონში არსენალს 21 ქულა აქვს დაკარგული მას შემდეგ, რაც იგებდა – ანტირეკორდი 2019/20 წელთან გათანაბრებულია.
არტეტას გუნდს ბოლო 6 მატჩიდან 4-ში 2 ან მეტი გოლი აქვს გატანილი.
იურიენ ტიმბერმა შაბათს ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
რიკარდო კალაფიორიმ მუხლის ტრავმა მარტის სანაკრებო პაუზაზე მიიღო და უკვე 9 მატჩია არ უთამაშია.
არსენალს გაბრიელ მაგალიაესი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა ბარძაყის დაზიანებით, რომელიც ფულჰემთან (2-1) მიიღო.
ჰავერცმა 12 თებერვალს ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.
გაბრიელ ჟეზუსს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი იოგების დაზიანება აქვს, ის იანვარში მანჩესტერ იუნაიტედთან თასზე დაშავდა.
ტაკეჰირო ტომიასუ 5 ოქტომბრიდან მიღებული ტრავმის შემდეგ კვლავ ვერ თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის წინ გუნდებში ასეთი სიტუაციაა.
კვარაცხელია vs არსენალი
მართალია, პირველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ვიტინია გახდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ემირეითსაზე უდავოდ გამორჩეული იყო.
ქართველმა უსმან დემბელეს ხომ გაატანინა და იურიენ ტიმბერს იმდენად ბევრი პრობლემა შეუქმნა, რომ თვით ნიდერლანდელებიც აქტიურად და დაუფარავად საუბრობდნენ ჰოლანდიელის უსუსურ შეხვედრაზე.
თუმცა საპასუხო შეხვედრაში შესაძლოა პარიზელებს მოედნის ცენტრში უფრო გაუჭირდეთ. ამაზე პირველ მატჩამდეც ვწერდით. საქმე ისაა, რომ მეთოფეებს ტომას პარტეი უბრუნდებათ.
დისკვალიფიკაციამოხდილი საყრდენი არსენალისთვის დიდი ძალაა, მისი მოედანზე ყოფნის პირობებში დეკლან რაისსა და მარტინ ოდეგორს შეტევაზე მეტი ფიქრის საშუალება ექნებათ.
შესაბამისად, პარიზელებს კიდევ უფრო მეტად მოუწევთ ყურადღებით ყოფნა საკუთარი მესამედის მისადგომებსა და მის შიგნით.
ვინ დაუდგება ამჯერად კვარას უცნობია. თუკი წინა შეხვედრაში ბენ უაითის მობრუნების მიუხედავად, იურიენ ტიმბერი უალტერნატივო იყო, ახლა საქმე ასე აღარ არის.
ამის მიუხედავად, ვინც არ უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელის უშუალო მეურვე, კვარასგან მინიმუმ იდენტურ თამასას ელის ყველა – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.
კვარა ლიგა 1-ის ბოლო ტურში ლუის ენრიკემ სრულად დაასვენა, ეს კი იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ არსენალთან საპასუხო შეხვედრაში მას ესპანელი მწვრთნელი სრულად გამოიყენებს.
პსჟ-ის გუნდური სტილისა და ერთბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რჩება იმ ფეხბურთელად და X ფაქტორად, რომელსაც ორრაუნდიანი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. შესაბამისია, ქართველი ქომაგის მოლოდინიც.