სარჩევი
არგენტინა vs საფრანგეთი ფინალამდე | Setanta Sports

28 დღე და 63 მატჩი. კატარში 32-დან მხოლოდ 2 ნაკრები დარჩა. მსოფლიო ჩემპიონატის 64-ე მატჩს არგენტინა და საფრანგეთი ითამაშებენ.

ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

საფინალო მატჩის ძირითადი შემადგენლობები ცნობილია.

არგენტინა: მარტინესი, – რომერო, ოტამენდი, მოლინა, ტალიაფიკო, – დე პაული, მაკალისტერი, ფერნანდესი, დი მარია, – მესი, ალვარესი.

საფრანგეთი: ლორისი, – კუნდე, ვარანი, უპამეკანო, ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, გრიზმანი, დემბელე, – მბაპე, ჟირუ.

ბუენოს აირესში ტემპერატურა იმატებს

ჯერ დღის 11:00 საათიც არ არის და ბუენოს აირესის ქუჩები სავსეა. ხალხი დროშებით იკრიბება და საზეიმოდ ემზადება. ყველა არგენტინელი დარწმუნებულია, რომ ფინალს მათი ქვეყანა მოიგებს.

ზაბალეტა მარადონასა და მესიზე

პაბლო ზაბალეტამ იცის რას ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაში. მას არ ახსოვს 1986 წლის ფინალი, როცა არგენტინამ უკანასკნელად მოიგო ჩემპიონატი, – “მაშინ ჯერ კიდევ ერთი წლის ვიყავი, არაფერი მახსოვს, სამაგიეროდ მომდევნო წლებში ყველგან ვხედავდი დიეგო მარადონას გამოსახულებას მსოფლიო ჩემპიონატის თასით ხელში, უბედნიერესი ვიქნები თუ არგენტინაში მესის სურათებსაც ვნახავთ, იმავე ტიტულთან ერთად”, – ამბობს ზაბალეტა.

არგენტინის მატჩებზე კი ყველგან ჩანდა დიეგო მარადონას გამოსახულება, სხვადასხვა ატრუბუტებზე, დროშებზე, ბანერებზე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც კი. ფინალშიც ასე იქნება.

გარი ლინეკერი მესიზე საუბრობს

ყოველთვის მეუბნებიან, რომ მესიზე ძალიან ბევრს ვსაუბრობ, ამისთვის ბოდიში არასდროს მომიხდია და არც მოვიხდი, ის თითქმის ორი დეკადის განმავლობაში უდიდეს სიხარულსა და ბედნიერებას გვანიჭებს. სულ ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს, მოდი თითოეული წამი შევირგოთ, რომელსაც მესი გვჩუქნის. არ აქვს მნიშვნელობა მოგებით დაასრულებს შეხვედრას თუ ვერა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენთან. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ ერთმა არგენტინელმა ჟურნალისტმა უთხრა, რომ არგენტინელთა ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა, მე კი დავამატებ, არა მხოლოდ მათ ცხოვრებაში, არამედ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ყველა ტიტულზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს ლინეკერი.

კატარში მეტროსადგურები გადაიტვირთა

კატარში რამდენიმე მეტროსადგური გადაიტვირთა, გულშემატკივრები სტადიონამდე მიღწევას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, ორგანიზატორები კი ამდენ ადამიანს არ ელოდნენ. გარდა იმისა, რომ სტადიონის ყველა ბილეთი გაყიდულია, უამრავი ადამიანი აპირებს მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლას.

საპრიზო თანხები კატარის მუნდიალზე

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სარეკორდო 440 მილიონი დოლარი გამოყეს მონაწილე გუნდებისათვის. ჩემპიონები 42 მილიონს მიიღებენ, რაც 2018 წლის საპრიზო თანხასთან შედარებით 4 მილიონით მეტია.

ვერცხლის მედალოსნები კი 30 მილიონ დოლარს მიიღებენ.

ტრადიციული ადგილი ფინალის სანახავად

ფრანგები ელისეს მინდვრებისკენ დაიძრნენ. ტრადიციულად, სწორედ ამ ადგილზე უყურებენ ფინალს და აღნიშნავენ. თამაშის შემდეგ, როგორც წესი, მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მანქანა ზიანდება. არ აქვს მნიშვნელობა გუნდი აგებს თუ იგებს.

ჟულიენ ლორენი დიდიე დეშამზე საუბრობს

ფრანგი საფეხბურთო ექსპერტი ჟულიენ ლორენი BBC-სთან დიდიე დეშამის მომავალზე საუბრობს, – “ვფიქრობ შედეგის მიუხედავად დეშამი სათავეში დარჩება, ყველა ხედავს, რომ ძალიან კარგად მუშაობს ნაკრებთან ერთად, რატომ უნდა შეცვალო რამე, როცა ყველაფერი კარგად მიდის? ევრო 2024-ზე გერმანიაში ნაკრები დეშამმა უნდა წაიყვანოს”.

საფრანგეთს ძალიან კარგი თაობა ჰყავს, კილიანი კიდევ უფრო უკეთესი გახდება, ბენზემა კი ხვალ 36 წლისა შესრულდება, ამიტომ, მისი მომავალი ცოტა განსხვავებულად წარმომიდგენია”.

კლინსმანის სიმბოლური

იურგენ კლინსმანმა BBC-სთვის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. მათ შორის ხუთი ფინალისტია, – ვარანი, ოტამენდი, გრიზმანი, მესი, მბაპე.

ოქროს ბუცი

მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის დრამატული ბრძოლაა მოსალოდნელი.

  • კილიან მბაპე – 5
  • ლიონელ მესი – 5
  • ოლივიე ჟირუ – 4
  • ხულიან ალვარესი – 4

მართალია, ოლივიე ჟირუს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ეს ფაქტი ბომბარდირთა დავაში არსებულ სიმჭიდროვეს ვერაფერს აკლებს.

ურთიერთშეხვედრები

არგენტინა და საფრანგეთი ისტორიაში 5-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. 4-ჯერ არგენტინამ გაიმარჯვა, 1-ელ – საფრანგეთმა. უშუალოდ მუნდიალებზე ალბისელესტე და ლე ბლუ 3-ჯერ 1930, 1978 და 2018 წლებში შეხვდნენ.

ოფიციალური გვერდები

ამ ვიდეოს წავაწყდებით არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის თვითერის ოფიციალურ გვერდზე.

ცხდია, მოლოდინი ფინალის მონაწილე ორივე ქვეყანაში უდიდესია.

არგენტინის მე-5, საფრანგეთის 1-ლი

ფინალს ლუსაილის სტადიონი უმასპინძლებს. 88,966 ტევადობის ნაგებობაზე ამ მუნდიალის მე-10 მატჩი ჩატარდება. დოჰას ცენტრიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარე სტადიონზე არგენტინა მეხეუთედ ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი – პირველად.

  • არგენტინა 1:2 საუდის არაბეთი
  • არგენტინა 2:0 მექსიკა
  • ნიდერლანდები 2:2(პენ 3:4) არგენტინა
  • არგენტინა 3:0 ხორვატია

ფინალამდე – არგენტინა vs საფრანგეთი

1930-2022

2022: არგენტინა თუ საფრანგეთი?

2018: საფრანგეთი

2014: გერმანია

2010: ესპანეთი

2006: იტალია

2002: ბრაზილია

1998: საფრანგეთი

1994: ბრაზილია

1990: დასავლეთ გერმანია

1986: არგენტინა

1982: იტალია

1978: არგენტინა

1974: დასავლეთ გერმანია

1970: ბრაზილია

1966: ინგლისი

1962: ბრაზილია

1958: ბრაზილია

1954: დასავლეთ გერმანია

1950: ურუგვაი

1938: იტალია

1934: იტალია

1930: ურუგვაი