კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მომავალი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
კარლოს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ნაადრევად აპირებს კლუბის დატოვებას. ბრაზილიის ნაკრები მისი სამსახურით მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისა და ტიტეს გადადგომისთანავე დაინტერესდა, მარამ მაშინ კარლომ შეთავაზება უარჰყო.
ბრაზილიელთა ინტერესი გასაგებია, ანჩელოტი მსოფლიო ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ბრაზილიელებთან ყოველთვის წარმატებით მუშაობდა. გნებავთ მილანში და გნებავთ რეალში.
მიზანი 2026 წლის მუნდიალის მოგება იქნება, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ უცხოელ მწვრთნელს მსოფლიო ჩემპიონატი არასდროს მოუგია. თითოეულმა მათგანმა თავის ნაკრებთან ერთად შეძლო მოგება.
ანჩელოტის გამოწვევები არასდროს აშინებდა, არც ამჟამად უფრთხის.
ოფიციალური განცხადება ჯერ არც ბრაზილიის ფედერაციას და არც ანჩელოტის არ გაუკეთებია. ვარაუდობენ, რომ სეზონის ბოლოს გაოფიციალურდება მათი კონტრაქტი.