სარჩევი

კარლო ანჩელოტიმ Rai Uno-სთან ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა. საუბარია მადრიდის რეალის დატოვებაზე და ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებაზე, 2023 წლის ზაფხულში.

“არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ რეალში ბედნიერი ვარ, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს. თუ არ გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წავალ”, – თქვა ანჩელოტიმ ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ჭორების საპასუხოდ.

კარლომ მადრიდის რეალის სატრანსფერო პოლიტიკაზეც ისაუბრა. ანჩელოტი მიიჩნევს, რომ რეალს შესწევს ძალა ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ზაფხულს სუპერვარსკვლავებს არ ყიდულობენ.

მადრიდის რეალს ბრწყინვალე მომავალი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა კლუბში, ეს ყველაფერი ფლორენტინო პერესის დამსახურებაა“, – თქვა ანჩელოტიმ.

ასე რომ, ანჩელოტის სურს დარჩენა, თუმცა, მადრიდის რეალში დარჩენა მხოლოდ მწვრთნელის სურვილზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული. მადრიდში არ აქვს მნიშვნელობა რა მიღწევები გაქვს წარსულში, შენგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ, ამიტომ, ანჩელოტის მომავალიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული.