სარჩევი

ლიონელ მესიმ უმთავრეს მიზანს მიაღწია, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და უკვე 35 წლის არის, მაგრამ ნაკრებიდან არ წასულა და ტიტულების დაცვა სურს.

მუნდიალის შემდეგ მესიმ განაცხადა, რომ კოპა ამერიკაზე სურს მონაწილეობის მიღება. ეს რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, პერსპექტივაში კი, შესაძლოა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ფიქრობდეს. ამაში ეჭვი არ ეპარება მის საუკეთესო მეგობარს.

თუ ის გააგრძელებს ასეთ დონეზე მომზადებას ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ასეთი ამბები თავში წყდება, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. თუმცა, არავინ იცის რა იქნება, ემოციურად დამღლელია ეს ყველაფერი, ახლა დასვენება სჭირდება, მას პატივი უნდა ვცეთ. ახლა ჩანს რომ ფეხბურთისგან ისევ დიდ სიამოვნებას იღებს. მომდევნო ჩემპიონატამდე სამი წელია, მან გვაჩვენა, რომ ფიზიკურად მზადყოფნაშია”, – თქვა აგუერომ ESPN-თან საუბარში.

ლიონელ მესი 37 წლის იქნება, როცა კოპა ამერიკა აიღებს სტარტს, და 39 წლის იქნება 2026 წლის მუნდუალისთვის.