სარჩევი

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

არ მინდა ინდივიდუალურად ვისაუბრო ფეხბურთელებზე. კიტეიშვილს რაც შეეხება გვაქვს იმედი რომ ბოლო შეხვედრაში დაგვიბრუნდება. კვირკველიას ბევრი გაუცდა და ბოლომდე სათამაშოდ მზად არ იყო, ამიტომ შევცვალეთ თამაშის ბოლოს. ოთხი დღის განმავლობაში ისედაც ბევრი ითამაშა. გიორგი გველესიანმა კარგად შეცვალა.

ბევრი პოზიტიური მომენტი დავინახე, ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო. საუკეთესო გზა გასამარჯვებლად რისკია, ვინც არ რისკავს ვერ იმარჯვებს. ახლა გაორებული გრძნობა მაქვს, ფეხბურთელები ცოტა იმედგაცრუებულები არიან, რადგან ბოლოს მომენტი ხელიდან გავუშვით, ამავე დროს არ ვიცი რამდენად სამართლიანია ეს ქულა, მეტოქეს ბევრი მომენტი ჰქონდა და ჩვენ ერთი ქულა მოვიპოვეთ.

მე არ ვარ იმედგაცრუებული. მე ვხედავ იმ გზას, რომელიც წლების განმავლობაში გავიარეთ და ამ გადმოსახედიდან შეუძლებელია იმედგაცრუებული იყო.

ჩეხებისგან სურპრიზები არ ყოფილა. ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდთან ვთამაშობდით, უამრავი მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა. ჩვენ ბოლო მომენტში გაგვიცრუვდა იმედი, ჩეხებს კი საერთო სურათიდან გამომდინარე.

იმის გააზრება გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხის გარეშე ვთამაშობთ და ძალიან დიდ გამოცდილებას ვაგროვებთ. ფეხბურთელებმა დღეს ნახეს რას ნიშნავს უმაღლეს დოენზე თამაში. ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ეს ტურნირი გუნდსაც და ქვეყანასაც ძალიან დაეხმარება.

პორტუგალიას დიდ პატივს ვცემთ, მათთან მაქსიმუმს გავიღებთ და ამბიციურად ვითამაშებთ. ვიცით რომ რთული იქნება, ძალები უნდა აღვიდგინოთ. დღეს რამდენიმე ფეხბურთელი ძალიან დაიღალა.

23 წლის წინ ამ სტადიონზე ბოლო წუთებზე მოვიგეთ ჩემპიონატი. ახლა კი ბოლო წუთზე გავუშვით ხელიდან ძალიან კარგი მომენტი. ასეთ ემოციებს ვეღარ გავუძლებ, აქ ძალიან დიდხანს აღარ დავბრუნდები.

საბას ყველა ვამხნევებთ. ფეხბურთელისთვის რთულია ასეთი მომენტის გადატანა. ცვლილებებზე ვერაფერს გეტყვით. მატჩის წინ გვეცოდინება. მე ამბიციური ადამიანი ვარ და ყველა მატჩის წინ მოსაგებად გავდივარ.